იმიტომ რომ 12 - 2024

სეზონის მიხედვით ვიკვებები

2116943
იმიტომ რომ 12 - 2024

იმიტომ რომ 12 - 2024

იმიტომ რომ 12 - 2024

სეზონის მიხედვით ვიკვებები

გამარჯობათ ძვირფასო მსმენელებო. ჩვენს დღევანდელ გადაცემაში შემოგთავაზებთ თემას, რომელიც ეხება როგორც ჩვენს ჯანმრთელობას, ასევე მომავალი თაობების უსაფრთხო საკვებზე წვდომას. ვიწყებთ და ვამბობთ "მე ვიკვებები სეზონის მიხედვით, იმიტომ რომ"

არც ისე დიდი ხნის წინ, მე-20 საუკუნის ბოლო მეოთხედამდე, მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა სოფლად ცხოვრობდა. სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, სადაც შემოსავლის ძირითადი წყარო იყო სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა, უფრო ადვილი იყო ახალ ბოსტნეულზე და ხილზე წვდომა, ვიდრე დღეს. თუმცა ქალაქების გაზრდისა და სოფლების დაცლასთან ერთად სიტუაცია შეიცვალა. როდესაც ამას დაემატა სწრაფად მზარდი მოსახლეობა, გარდაუვალი გახდა ის, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები ტრადიციული მეთოდების ნაცვლად წარმოებულიყო ინდუსტრიულად. 

დაჩივლება, რომელიც ხშირად გვესმის, მაგალითად, „სად არის ის ძველი პომიდორი“, სულაც არ არის უსამართლო. იმიტომ რომ ახლა ხილ-ბოსტნეული ძირითადად სათბურში იწარმოება და არა მინდორში. ახლა სულ უფრო და უფრო ნაკლებად ვხვდებით სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს, რომლებიც მზეზე მწიფდება, მოსავალს იღებენ, როცა დრო მოვა და სწრაფად მოიხმარენ მოსავლის აღებიდან მალევე. ჩვენი ჯანმრთელობისთვის ამ მდგომარეობის მინუსებს შორის ორი ელემენტი გამოირჩევა. პირველი, ხელოვნურ გარემოში მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების კვებითი ღირებულება დაბალია. მეორეც, პესტიციდების ნარჩენები უფრო ხშირია ამ ტიპის წარმოების საკვებ პროდუქტებში.

ჩვენი ჯანმრთელობისთვის უფრო სერიოზული საშიშროებაა ის, რომ ბევრ საკვებში არსებული კონსერვანტები და ქიმიკატები ასუსტებს ჩვენს იმუნურ სისტემას ნაწლავის ფლორის სასარგებლო მიკროორგანიზმების დაზიანებით. სეზონური და ბუნებრივად წარმოებული ხილი და ბოსტნეული ძალიან მნიშვნელოვანია იმუნიტეტისთვის, მათში შემავალი მაღალი რაოდენობის ბოჭკოების გამო. 

გადაცემის ბოლოს, მოკლედ შევეხოთ იმას, თუ როგორ უქმნის საფრთხეს არაბუნებრივი გზით წარმოებული ხილი და ბოსტნეული ჩვენს მომავალს. ხელოვნურ გარემოში წარმოების, მოსავლის აღების, შენახვისა და შეფუთვის ეტაპებზე მოხმარებული ენერგია და წყალი შემდგომი თაობიდანაა ნასესხები. სამწუხაროდ, აშკარაა, რომ თუ არ გამოვავლენთ სენსიტიურობას, ნასესხებს ვერ დავაბრუნებთ. ამიტომ ვამბობთ, რომ ვიკვებები სეზონის მიხედვით, რადგან ვზრუნავ ჩემს პლანეტაზე და ჯანმრთელობაზე.



მსგავსი ინფორმაციები