აქტუალური თემის ანალიზი 11 - 2024

სახმელეთო ოპერაცია ერაყში

2116108
აქტუალური თემის ანალიზი 11 - 2024

აქტუალური თემის ანალიზი 11 - 2024

აქტუალური თემის ანალიზი 11 - 2024

სახმელეთო ოპერაცია ერაყში     

SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი        

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები ბოლო დროს ხშირად სტუმრობენ ერაყს და ხვდებიან კოლეგებს, პრეზიდენტმა ერდოღანმა გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება და აღნიშნა, რომ თურქეთი გაზაფხულზე და ზაფხულის თვეებში გააფართოვებს თავის სამხედრო ოპერაციებს ერაყში და სრულად დაიცავს სასაზღვრო ხაზებს. ყველა ეს მოვლენა და სამხედრო მობილიზაცია რეგიონში აჩვენებს, რომ თურქეთი ახალ სამხედრო ოპერაციებს დაიწყებს ერაყში. - ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს, 

თურქეთი მრავალი წელია ახორციელებს სამხედრო ოპერაციებს ერაყის ჩრდილოეთში ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ განსაკუთრებით 2016 წლის შემდეგ თურქეთმა შეცვალა სამხედრო მოქმედების სტილი და დაიწყო მუდმივი ბაზირება რეგიონში. პროცესით, რომელსაც „გადამწყვეტი ოპერაციები“ უწოდეს, დაიწყო ოპერაციების ორგანიზება ჰაკურკიდან ზაპამდე გაშლილ მთიანეთში ტერიტორიაზე დომინირების დასამყარებლად. თურქეთმა გააძლიერა თავისი არსებობა ოპერაციებით „კლანჭი ვეფხვი“ და „ბლოკირება“ და დააარსა სხვადასხვა სამხედრო ბაზა სტრატეგიულ წერტილებზე. თურქეთის მთავარი მიზანი აქ იყო იმ ტერიტორიების განეიტრალება, სადაც ტერორისტული ორგანიზაცია PKK იყო ბაზირებული, ატარებდა საწვრთნელ აქტივობებს და იყენებდა მეთაურობისა და კონტროლისთვის, ორგანიზაციის მობილიზაციის შესაძლებლობის შეზღუდვა და სამეთაურო-საკონტროლო სტრუქტურის ჩამოშლა, ასევე სასაზღვრო ხაზებზე უსაფრთხო ტერიტორიების შექმნით თურქეთზე თავდასხმებისთვის ხელის შეშლა. ჩვენ ვხედავთ, რომ თურქეთმა ამ პერიოდის განმავლობაში ფართო მასშტაბით მიაღწია წარმატებას, მაგრამ საჭიროა მისი ოპერატიული ტერიტორიების გაფართოება და ზაპის, გარას და ჰაკურკის დარჩენილი რეგიონების სრული გაწმენდა. ტერორისტული ორგანიზაცია ჯერ კიდევ არსებობს ამ რეგიონებში და შეუძლია თავშესაფრიდან გამოვიდეს და განახორციელოს ტერორისტული თავდასხმები. თურქეთმა უნდა გააფართოოს თავისი ოპერატიული ტერიტორიები საზღვარზე სრული უსაფრთხოების შესაქმნელად. ჩვენ ვხედავთ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია აგრძელებს არსებობას ერაყში ისეთ რეგიონებში, როგორიცაა სინჯარი, მაჰმური, კანდილი, ასოსი და სხვა.

თურქეთმა ბოლო პერიოდში დიპლომატიური სამუშაოები განახორციელა და ერაყულ მხარესთან მჭიდრო კავშირი დაამყარა. აქ ანკარასა და ბაღდადს შორის სურთ შეიქმნას საერთო მიდგომა და კოორდინაცია PKK-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც ჩანს, ამ კუთხით ბოლო დროს გარკვეული პოზიტიური მოვლენები შეინიშნება. თურქეთისა და ერაყის სამხედრო დელეგაციები ხშირად ხვდებიან და აწარმოებენ დისკუსიებს შესაბამის კოორდინაციასა და საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში, როდესაც თურქეთი გაზაფხულზე და ზაფხულში დაიწყებს ახალ ძირითად სამხედრო ოპერაციებს, ერაყის არმიამ შესაძლოა სხვადასხვა ნაბიჯები გადადგას. ასევე არის კოორდინაცია ერაყის ქურთულ რეგიონულ მთავრობასთან, განსაკუთრებით KDP-ს აქვს ლოგისტიკური და სადაზვერვო მხარდაჭერა თურქეთისთვის, თურქეთს სურს გაზარდოს ამ მხარდაჭერის მასშტაბები და სამხედრო ოპერაციების საკითხებშიც ფეშმერგამ იმოქმედოს თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად. საბოლოო ჯამში, ტერორისტული ორგანიზაცია PKK საფრთხის წყაროა როგორც ანკარისთვის, ასევე ბაღდადისთვის და ერბილისთვის. თურქეთთან ერთად მოქმედება ასევე იქნება ამ ქვეყნის და ავტონომიური ადმინისტრაციის ინტერესებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანამ თურქეთი უკვე მტკიცედ ებრძვის დე-ფაქტო ტერორიზმს, ის გააგრძელებს აუცილებელ სახმელეთო ოპერაციებს ერაყში თავისი ეროვნული უსაფრთხოების სახელით თავდაცვის ლეგიტიმური უფლების გამოყენებით.



მსგავსი ინფორმაციები