ენერგეტიკული დღის წესრიგი 9-2024

თურქეთმა ნავთობის მიზნები გაზარდა

2107486
ენერგეტიკული დღის წესრიგი 9-2024

თურქეთმა ნავთობის მიზნები გაზარდა

ენერგეტიკული დღის წესრიგი 9-2024

თურქეთმა ნავთობის მიზნები გაზარდა

ბოლო წლებში თურქეთი, ენერგეტიკის სფეროში გიგანტურ პროექტებს ახორციელებს, ბირთვულიდან განახლებამდე, ბუნებრივი აირიდან ნავთობამდე.

თურქეთში პირველი აღმოჩენა  1940 წელს ბათმანში  რამან-1 ჭაბურღილში გაკეთდა.

ბოლო პერიოდში კი მრავალი ახალი აღმოჩენა გაკეთდა, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში, განსაკუთრებით გაბარში.

თურქეთში ამჟამად დაახლოებით 6 ათასი ნავთობის ჭაბურღილია. ამ ჭაბურღილების დაახლოებით 2500 მოიცავს ნავთობს. ბოლო მონაცემებით, თურქეთს უკვე აქვს 1,3 მილიარდი ტონა ნავთობის მარაგი.

სამთო და ნავთობპროდუქტების გენერალური დირექტორის მონაცემებით, მაშინ, როცა 1999 წელს ნავთობის დღიური მოპოვება დაახლოებით 59 ათასი ბარელი იყო, 2020 წელს 64 ათას ბარელს, 2021 წელს 69 ათას ბარელს, 2022 წლის ბოლოსთვის კი 80 ათას ბარელს მიაღწია.

ანკარას, გაბარის მთაზე არსებული ნავთობის საბადოს დიდი იმედი აქვს. ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ რეგიონში 200 მილიონი ბარელი ნავთობის მარაგია, რომელიც შეფასებულია 13 მილიარდ დოლარად.

აღნიშნული აღმოჩენით, თურქეთის საწარმოებელი ნავთობის მარაგი 450 მილიონი ბარელიდან 600 მილიონ ბარელამდე გაიზარდა.

თურქეთის ნავთობის კორპორაციის (TPAO) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოწამე აიბუქე იალჩინის სახელწოდების საბადოზე დაახლოებით 1 მილიარდი ბარელია, ხოლო საწარმოებელი მარაგი დაახლოებით 600 მილიონი ბარელი.

თურქეთმა ასევე განაახლა ნავთობის მოპოვების მიზნები ახალი საბადოებით. შესაბამისად, მიზნობრივი 100 ათასი ბარელი დღეში 200 ათას ბარელამდე გაიზარდა.

საძიებო პროცესები გრძელდება შეუფერხებლად. ნავთობის მოძიება უახლოეს მომავალში 14 პროვინციაში კიდევ 18 საბადოზე დაიწყება.

პროვინციებში შედის გაზიანთეფი, ანტალია, ჩანაქკალე, შანლიურფა, ზონგულდაქი, დიარბაქირი, ჰაქარი, ბართინი, ქარაბუქი, ქასთამონუ, ელაზიღი, ედირნე, ქაჰრამანმარაში და ქილისი.

ასევე ხაზგასმულია, რომ ნავთობის აღმოჩენები შეამცირებს საგარეო ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და ენერგიის იმპორტის გადასახადებს. ამ ვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ქვეყნის ენერგეტიკული თვალსაზრისით გარე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას.

თურქეთი აგრძელებს ნავთობის მოძიებას არა მხოლოდ ხმელეთზე, არამედ ზღვებშიც.

ამ მიმართულებით ბოლო წლებში ფუნქციონირება დაიწყო 4 საბურღმა და 2 სეისმური კვლევის გემმა. საბურღი გემები „ფათიჰი“, „იავუზი“ და „კანუნი“ ახორციელებენ საბურღი სამუშაოებს შავ ზღვაში, ხოლო „აბდულჰამიდ ჰანი“ საბურღ სამუშაოებს ძირითადად ახორციელებს ხმელთაშუაზღვის რეგიონში.

წელს გააქტიურდება ნახშირწყალბადების მოძიება და ბურღვის სამუშაოები, მათ შორის ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) სახმელეთო და საზღვაო იურისდიქციის ტერიტორიებზე. აღნიშნული რეგიონის სახმელეთო და ოფშორულ რაიონებში სულ 250 ჭაბურღილის გაბურღვა იგეგმება.

ამჟამად თურქეთის ყველაზე დიდი ხარჯი არის „ენერგია“…

ქვეყანაში გასულ წელს 2 მილიონ 965 ათას 664 ტონა ნედლი ნავთობი შემოვიდა. ეს პირდაპირ აისახება ბიუჯეტის ნაშთებსა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე.

ნავთობის მოპოვების ზრდით თურქეთი, სავარაუდოდ, მოთხოვნილების 20 პროცენტს ეროვნული რესურსებით დააკმაყოფილებს. მოსალოდნელია, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ანგარიშის დეფიციტსაც.



მსგავსი ინფორმაციები