ენერგეტიკული დღის წესრიგი 8-2024

აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ენერგეტიკული დაძაბულობა

2104340
ენერგეტიკული დღის წესრიგი 8-2024

ენერგეტიკული დღის წესრიგი

ენერგეტიკული დღის წესრიგი 8-2024

აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ენერგეტიკული დაძაბულობა

აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვამ ბოლო დროს მსოფლიო ყურადღება  ენერგორესურსების აღმოჩენით მიიპყრო. ამ ვითარებას განვიხილავთ მიმდინარე კვირის „ენერგეტიკული დღის წესრიგის“ პროგრამაში.

მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში გაჟღერდა პრეტენზიები, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში ნახშირწყალბადების საბადოები იყო, 2007 წლის 26 იანვარს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელსაც გლობალური კრიზისი მოჰყვა...

კვიპროსის ბერძნულმა მხარემ ცალმხრივად გამოაცხადა ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში. მან განაცხადა, რომ დაიწყებდა ნახშირწყალბადების საძიებო სამუშაოებს 13 ნაკვეთზე, რომელთაგან თითქმის ყველა საკამათოა.

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში არის 30 მილიარდი ბარელი ნავთობის ექვივალენტური ნახშირწყალბადების საბადოები, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 1,5 ტრილიონი დოლარია, უმეტესობა ბუნებრივი აირია...

ხმელთაშუა ზღვის მეზობელი ქვეყნებისა და საერთაშორისო აქტორების მიერ რეგიონში ნახშირწყალბადების საძიებო სამუშაოები იწვევს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის ენერგეტიკულ განტოლებაში ახალი ბალანსების გაჩენას.

კვიპროსის ბერძნულმა მხარემ ასევე ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს ეგვიპტესთან და საბერძნეთთან თავისი პრეტენზიების გასაძლიერებლად.

თუმცა, ეს ნაბიჯი უპასუხოდ არ დარჩენილა. ანკარამ „ამ ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე“ მკაცრი რეაგირება მოახდინა. მიღებულ იქნა „ლურჯი სამშობლოს“ დოქტრინა. თურქეთმა განაცხადა, რომ არ დათმობს თავის უფლებებს რეგიონში და მისი საზღვაო იურისდიქციის სფეროებში, ,,NAVTEX“-ი (საზღვაო გაფრთხილების ნავიგაციური ტელექსის სისტემა) გამოაცხადა.

ევროკავშირის მუქარის საპირისპიროდ, ანკარამ გადადგა ნაბიჯები თავისი პრეტენზიების გასავითარებლად. თავის მხრივ, ლიბიასთან საზღვაო იურისდიქციის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

ამ პროცესში ევროკავშირი და შეერთებული შტატები კვიპროსის ბერძნულ მხარეს დადგნენ. გამოცხადდა EastMed-ის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელიდან და კვიპროსიდან საბერძნეთში გაზის ტრასპორტირებას კუნძულ კრეტის გავლით, თურქეთის გვერდის ავლით.

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებული იყო, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მოსაპოვებელი ბუნებრივი აირი საბერძნეთის გავლით იტალიაში, შემდეგ კი ევროკავშირის ქვეყნებში იქნებოდა მიწოდებული.

გეგმები შეწყდა. შეერთებულმა შტატებმა 2022 წლის დასაწყისში 30 მილიარდი ევროს დახარჯვის პროექტი მოხსნა.

ნახშირწყალბადების რესურსების გარდა, სირიაში სამოქალაქო ომი და პალესტინა-ისრაელის საკითხი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის საერთაშორისო აქტორებისთვის ძალაუფლებისთვის ბრძოლის ასპარეზად აქცევს.

ბევრ ქვეყანას აქვს სამხედრო აქტივები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის საერთაშორისო წყლებში.

აშშ-ს  ხმელთაშუაზღვაში განლაგებული ჰყავს 7 სამხედრო ხომალდი და 2 წყალქვეშა ნავი, რომლებიც აღჭურვილია საშუალო ზომის იარაღით, სახელწოდებით „გამანადგურებლები“.

გარდა ამისა, კიდევ არის სხვადასხვა სახეობის საბრძოლო გემები.

ბრიტანეთს აქვს მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზა კუნძულ კვიპროსზე. ბრიტანეთს ასევე  6 ერთეული Typhoon-ის გამანადგურებელი ჰყავს განლაგებული რეგიონში.

მეორეს მხრივ, საფრანგეთი ხშირად აგზავნის ავიამზიდ შარლ დე გოლს და სამუშაო ჯგუფს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.

რუსეთი დიდი ხანია ინარჩუნებს სამხედრო ყოფნას სირიაში, კერძოდ კი ლატაკიაში მდებარე Hmeymim-ის საჰაერო ბაზაზე.

მოსკოვს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში, წყალქვეშა რაკეტებთან ერთად ათასობით კილომეტრის მანძილით სხვადასხვა ფრეგატები ჰყავს განთავსებული.

2022 წლის ივნისში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის გაზის ფორუმის ფარგლებში, კაიროში გაფორმდა სამმხრივი შეთანხმება ეგვიპტეს, ისრაელსა და ევროკავშირს შორის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისა და ექსპორტის შესახებ. ამ შეთანხმების შემდგომი გაფართოების მიზნით, ისრაელმა განაცხადა, რომ მან დაამტკიცა ეგვიპტეში ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდა ხმელთაშუაზღვის თამარის ველიდან.

რა შეცვალა ისრაელის თავდასხმებმა ღაზაზე?

მოსალოდნელია, რომ ღაზას ომს გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის გაზის საბადოების მომავალ განვითარებაზე.

ისრაელის თავდასხმები ღაზაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში.

ის ფაქტი, რომ ევროპამ უნდა უზრუნველყოს ენერგეტიკული უსაფრთხოება, გამოარჩევს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის ერთიან პროექტს. ამ მარშრუტით ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირება იგეგმება თურქეთის გავლით.



მსგავსი ინფორმაციები