ენერგეტიკული დღის წესრიგი 3-2024

2030 წლისთვის ენერგეტიკული მიზნები ნათელია

2088910
ენერგეტიკული დღის წესრიგი 3-2024

ენერგეტიკული დღის წესრიგი 3-2024

2030 წლისთვის ენერგეტიკული მიზნები ნათელია

ენერგეტიკული დღის წესრიგის პროგრამაში ამ კვირის თემაა ენერგიის ეფექტური გამოყენება, თურქეთისა და საერთაშორისო საზოგადოების მიზნები…

ენერგორესურსების ეფექტური გამოყენება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღის წესრიგი მსოფლიოში. კლიმატის ცვლილება, საერთაშორისო კრიზისები და რესურსების დღითიდღე კლება ამის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია...

საერთაშორისო თანამეგობრობამ ასევე მიიღო ზომები ენერგორესურსების ეფექტური გამოყენებისთვის. კლიმატის ცვლილების რეჟიმის დასარეგულირებლად ხელი მოეწერა პარიზის კლიმატის შეთანხმებას. თურქეთიც არის ამ შეთანხმების მხარე…

ბოლო მონაცემებით, 2022 წელს ნახშირბადის გაზის გამოყოფის რაოდენობამ 36,8 მილიარდ ტონას გადააჭარბა და ყველა დროის პიკს მიაღწია. ვარაუდობენ, რომ გასულ წელს ემისიების რაოდენობამ შესაძლოა 40 მილიარდ ტონას გადააჭარბა.

კვლევის მიხედვით, ქვეყანა, რომელმაც გასულ წელს მსოფლიოში ყველაზე მეტი ნახშირბადის გამონაბოლქვი გამოუშვა, ჩინეთი იყო 30,7 პროცენტით. მას მოჰყვა აშშ 13,6 პროცენტით.

ინდოეთს უკავია გლობალური ნახშირბადის ემისიების 7,6 პროცენტი, ევროკავშირს 7,4 პროცენტი, რუსეთს კი 4,4 პროცენტი.

მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც განასხვავებს თურქეთს სხვა ქვეყნებისგან.

მწვანე განვითარების რევოლუციით 2053 წელს მიაღწიოს „ნულოვანი ემისიის მაჩვენებელს“.

ბოლო 10 წლის განმავლობაში თურქეთში მთლიანი შიდა შემოსავალი 67 პროცენტით, ხოლო ქვეყნის მოსახლეობა 13 პროცენტით გაზარდა. წარმოების ზრდასთან და კეთილდღეობასთან ერთად გაიზარდა ენერგიის მოხმარებაც.

მწვანე განვითარების მიზნისკენ გადასადგმელი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ენერგოეფექტურობა... თურქეთმა გამოაქვეყნა პირველი ეროვნული ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა, 2017-2023 წლებისთვის. სულ განხორციელდა 8,5 მილიარდი დოლარის მწვანე ენერგიის ინვესტიცია.

„ნულოვანი გამონაბოლქვის“ სამიზნესთან დაკავშრებით, თურქეთი გადავიდა უფრო მაღალ მექანიზმზე მწვანე განვითარებისთვის.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, 2030 წლამდე ენერგოეფექტურობის მიმართულებით საგზაო რუკაც გამოაცხადა.

საგზაო რუკის მიხედვით, თურქეთი მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ენერგიის მოხმარების შემცირებას 16 პროცენტით და ემისიების შემცირებაში 100 მილიონი ტონა წვლილის შეტანას. იგეგმება ენერგოეფექტურობის 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

თუმცა, ენერგოეფექტურობისთვის გადასადგმელი ნაბიჯები მხოლოდ ინვესტიციებს არ ეხება...

2030 წლისთვის საზოგადოებრივ შენობებში ენერგიის 30 პროცენტიანი დაზოგვა იქნება მიღწეული. გავრცელდება ენერგოეფექტურობისთვის გამოყენებული სისტემები და ტექნოლოგიები. წახალისებით, ინდუსტრიაში ნარჩენი სითბოს აღდგენის პროექტების რაოდენობა გაორმაგდება. გაიზრდება ელექტროძრავების და სითბოს ტუმბოების გამოყენება.

პროექტის მიზნების შესაბამისად, 1.2 მილიონი LED მოწყობილობა დამონტაჟდება ზოგად განათებაში. დანაკარგებისა და უკანონობის თავიდან ასაცილებლად ჭკვიანი მრიცხველების მაჩვენებელი 25 პროცენტამდე გაიზრდება.

თურქეთს ამჟამად აქვს დაახლოებით 110 ათასი მეგავატი დადგმული სიმძლავრე და 13 ათას 35 ელექტროენერგიის წარმოების სადგური.

2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ელექტროენერგიის წარმოების 29,8 პროცენტი იქნება ჰიდრავლიკური, 23,9 პროცენტი ბუნებრივი აირი, 20,5 პროცენტი ქვანახშირი, 11 პროცენტი ქარი, 10,6 პროცენტი მზის, 1,6 პროცენტი გეოთერმული და 2,6 პროცენტი იქნება სხვა რესურსების გამოყენებით.

2035 წლისთვის გათვალისწინებულია მზის ენერგიის სადგურების სიმძლავრე 53 ათასამდე, ქარის ენერგიის სიმძლავრე 30 ათასამდე, ჰიდროელექტროენერგია 35 ათასამდე, ხოლო გეოთერმული და ბიომასის სიმძლავრე დაახლოებით 5 ათას მეგავატამდე.

ენერგოეფექტურობის ფარგლებში გადასადგმელი ნაბიჯებითა და ინვესტიციებით, მთლიანობაში სუფთა ენერგიის მოხმარების მაჩვენებელი 70 პროცენტიან ზღვარს გადააჭარბებს.

დაგეგმილია ნახშირბადის ემისიის 35 პროცენტით შემცირება სუფთა ენერგიის წარმოებისა და ეფექტური გამოყენების გზით.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში განახლებადი ენერგიის სიმძლავრის ყველაზე სწრაფი ზრდა ბოლო 30 წლის განმავლობაში დაფიქსირდა.

გასულ წელს მსოფლიოში 50 პროცენტით მეტი განახლებადი ენერგიის სიმძლავრე ამოქმედდა, 510 გიგავატით 2022 წელთან შედარებით და ამ ზრდის 75 პროცენტი მზის ენერგიაზე იყო უზრუნველყოფილი.



მსგავსი ინფორმაციები