ენერგეტიკული დღის წესრიგი 1-2024

2023 წელს ენერგეტიკა

2082717
ენერგეტიკული დღის წესრიგი 1-2024

ენერგეტიკული დღის წესრიგი 1-2024

2023 წელს ენერგეტიკა

2023 წელს ენერგეტიკა გახდა მსოფლიოსა და თურქეთის დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. 2024 წელსაც სხვა სიტუაცია არ იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ბოლო წლებში მიიღო მნიშვნელოვანი ინიციატივები ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად გადადგმული ნაბიჯებით, ის ასევე სწრაფად მიიწევს თავისი მიზნისკენ, გახდეს ენერგეტიკული თვალსაზრისით საერთაშორისო ცენტრალური ქვეყანა.

რუსეთ-უკრაინის ომის გამო ევროპა სერიოზულ ენერგეტიკულ კრიზისს განიცდის.

ყველა ამ საკითხს ექსპერტ სტუმრებთან ერთად განვიხილავთ ყოველ ორშაბათს გადაცემაში, „ენერგეტიკული დღის წესრიგი“, რომელიც რადიო „თურქეთის ხმის“ ეთერში გავა.

მაშ, რა ნაბიჯები გადადგა თურქეთმა ენერგეტიკაში?

რა მოლოდინებია 2024 წლიდან?

რა ნაბიჯები გადაიდგმება უახლოეს პერიოდში?

თურქეთი აგრძელებს ბუნებრივი აირის საძიებო საქმიანობას ყველა ზღვაში. პირველ რიგში, შავ ზღვაში 710 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოჩნდა. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში საბურღი სამუშაოები რაც შეიძლება მალე დაიწყება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგები აღმოაჩინეს. 100 ათასი ბარელი დღიური წარმოების სიმძლავრე გამიზნულია მოწამე აიბუკე იალჩინის საბურღ ველზე. მოწამე ესმა ჩევიქის საბურღ ველზე აღმოაჩინეს 150 მილიონი ბარელი ნავთობის მარაგი, რომელიც 12 მილიარდ დოლარად ითვლება.

თურქეთი ასევე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს განახლებადი ენერგიის მიმართულებით. ელექტროენერგიის 55 პროცენტი იწარმოება განახლებადი რესურსების გამოყენებით.

აქქუიუ-ს (Akkuyu) ატომური ელექტროსადგურის პირველი რეაქტორის ექსპლუატაციაში შესვლა უახლოეს თვეებში იგეგმება. როდესაც 2028 წელს სხვა რეაქტორები დაიწყებენ მუშაობას, ყოველწლიურად 35 მილიარდი კილოვატ/საათ ელექტროენერგია იქნება წარმოებული.

ახალ ატომურ ელექტროსადგურებზე ნაბიჯების გადადგმა მიმდინარე წელს იგეგმება.

თუმცა, ენერგეტიკის ახალი პროექტები მხოლოდ ბირთვულით არ შემოიფარგლება...

7 საერთაშორისო ბუნებრივი აირის მილსადენი თურქეთის გავლით ევროპაში აღწევს. ახალი ხაზების მშენებლობა მხოლოდ დროის საკითხია... გარდა ამისა, არსებული ხაზების გამტარუნარიანობა ძალიან მალე გაფართოვდება.

ამ ყველაფრის გაკეთებისას მიზანია თურქეთმა მიაღწიოს ენერგოცენტრის ქვეყნის პოზიციას.

ამ მიზნით რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება. თრაკიაში ენერგეტიკული ცენტრის შექმნით, გათვალისწინებულია, რომ ბუნებრივი აირი ევროპაში ერთი ცენტრიდან, თურქეთის გავლით მიეწოდოს. ეს ვითარება თურქეთს ბუნებრივ აირზე ფასის განსაზღვრაში ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყნებს შორის გახდის.

თურქული სამყაროს დღის წესრიგში ენერგეტიკის სფეროში ახალი ნაბიჯებია. აზერბაიჯანმა ოკუპაციისგან გაათავისუფლა სომხეთის მიერ ოკუპირებული ყარაბაღის მიწები. შემდეგი არის ზანგეზურის დერეფნის განხორციელების გეგმა. დერეფნის განხორციელებით თურქეთი და თურქული სამყარო შეუფერხებლად სახმელეთო გზით დაუკავშირდებიან ერთმანეთს. რა შესაძლებლობებს იძლევა ეს სიტუაცია ენერგომომარაგების უსაფრთხოებისა და პარტნიორობისთვის?

ეს ხელს შეუწყობს აზერბაიჯანის შემდეგ, თურქმენეთის ბუნებრივი გაზის საერთაშორისო ბაზრებზე თურქეთის გავლით გატანის შესაძლებლობას.                    



მსგავსი ინფორმაციები