იცით თუ არა, რომ? 57 - 2023

იცით თუ არა, რომ? 57 - 2023

2045073
იცით თუ არა, რომ? 57 - 2023

იცით თუ არა, რომ? 57 - 2023

იცით თუ არა, რომ? 57 – 2022-2023

იცით თუ არა, რომ 1932 წელს თურქი გოგონა "მის სამყაროდ" აირჩიეს?

1923 წლის 29 ოქტომბერს დაარსებული თურქეთის რესპუბლიკის პირველი სილამაზის კონკურსი 1929 წელს ჩატარდა. ამ კონკურსში, რომელსაც მთავრობაც მხარს უჭერდა, ფერიჰა ტევფიკმა გაიმარჯვა.

ქერიმან ჰალისმა, რომელმაც 1930 წელს გამართულ კონკურსზე მეგობრების დაჟინებული თხოვნით მიიღო მონაწილეობა, მეორე ტურზე არ გავიდა, რადგან ოჯახმა ამის ნებართვა არ მისცა. ორი წლის შემდეგ, 1932 წელს, ოჯახის ნებართვით, მონაწილეობა მიიღო თურქეთის სილამაზის მეოთხე კონკურსში და პირველობა მოიპოვა. შემდეგ მან წარმოადგინა თურქეთი სილამაზის მსოფლიო კონკურსზე, რომელიც გაიმართა ბელგიაში, ქალაქ სპაში, 1932 წლის 31 ივლისს. ამ ღონისძიებაზე ქერიმან ჰალისი არჩეული იქნა მსოფლიო სილამაზის დედოფალად 28 ქვეყანას შორის და შეძახილებით "Vive la Mustafa Kemal, Vive la Miss Turquie!" / "გაუმარჯოს მუსტაფა ქემალს!" გაუმარჯოს თურქეთის სილამაზის დედოფალს!” ის სცენაზე თურქეთის დროშით გავიდა და მაყურებელს მიესალმა.

კონკურსის შემდეგ თურქეთში დაბრუნებულ ქერიმან ჰალისს უამრავი ხალხი დახვდა და მუსტაფა ქემალის თხოვნით მის პატივსაცემად მიღება მოეწყო. ამ მოწვევაზე მუსტაფა ქემალმა შუბლზე აკოცა ქერიმან ჰალისს და თქვა: „შენ ეჯეს დაგიძახებ“. ამ მოვლენის შემდეგ, რომელმაც მნიშვნელოვანი მისია დააკისრა თურქ ქალებს და შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვანად ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში, 1934 წლის გვარების კანონის ფარგლებში ათათურქმა ქერიმან ჰალისს მიანიჭა გვარი „ეჯე“, რაც "დედოფალს" ნიშნავს.

ქერიმან ჰალის ეჯემ ახალგაზრდა თურქეთის რესპუბლის მსოფლიოსათვის გაცნობის და აღიარებისთვის აიღო მისია, ყოფილიყო მრავალი პროექტის სარეკლამო სახე. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის იდენტურობისა და სხვა ქვეყნებს შორის მისი ადგილის განსაზღვრაში.

ქერიმან ჰალის ეჯეს შემდეგ, მეორე თურქი, რომელმაც მის სამყაროს ტიტული მიიღო, 2002 წელს გახდა აზრა აქინი.


საკვანძო სიტყვები: #ქერიმან ჰალის ეჯე , #მის სამყარო

მსგავსი ინფორმაციები