აქტუალური თემის ანალიზი 57 - 2023

ბოლო ფარდა მთიან ყარაბაღში

2044120
აქტუალური თემის ანალიზი 57 - 2023

აქტუალური თემის ანალიზი 57 – 2023-2023

ბოლო ფარდა მთიან ყარაბაღში

SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი

აზერბაიჯანის სამხედრო ძალები ეტაპობრივად შედიან მთიანი ყარაბაღის რეგიონში და როგორც ჩანს, უკვე სომხური ოკუპაციის ბოლო ფარდა გაიხსნა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთის მიერ ყარაბაღში სომეხი მოსახლეობის მეშვეობით რეგიონის ოკუპაციის შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა, 2020 წლის სექტემბერში ყარაბაღის მე-2 ომი მოხდა და ამჯერად სომხები დამარცხდნენ. ახლა კი აზერბაიჯანის არმიამ ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო და 2020 წელს დაწყებული პროცესი საბოლოოდ დაასრულა. - ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს.     

ყარაბაღის ამბავი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იწყება. 1988 წლის თებერვლიდან 1994 წლის მაისამდე სომხეთის მიერ ყარაბაღში სომხების დაცვის მიზეზით დაწყებული ომის ბოლოს ყარაბაღის რეგიონის ოკუპაცია მოხდა. იმ დროს გადამწყვეტი იყო რუსეთის მიერ სომხების მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ ომის დროს აზერბაიჯანელების წინააღმდეგ სერიოზული ხოცვა-ჟლეტა მოხდა, საერთაშორისო საზოგადოებამ გაჩუმება ამჯობინა. რა თქმა უნდა, ამ სიჩუმეზე დიდი გავლენა იქონია სომხურმა ლობებმა. თუმცა, იმ კონიუნქტურაში, როდესაც რეგიონში ძალთა ბალანსი შეიცვალა, აზერბაიჯანმა 2020 წლის სექტემბერში მიიღო ზომები ოკუპირებული მიწების გასათავისუფლებლად.

 2020 წლის 27 სექტემბრის მთიანი ყარაბაღის ომს ეწოდა ყარაბაღის მეორე ომი და აზერბაიჯანის აბსოლუტური უპირატესობით დასრულდა. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორისა და მთავარი მოკავშირის თურქეთის როგორც მზარდ სამხედრო ძალად გამოჩენამ.  თურქეთის არმიასა და აზერბაიჯანის არმიას შორის გამოცდილების გაზიარებამ და აზერბაიჯანისთვის მზარდი თურქული თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობების გულუხვად გამოყენებამ ასევე დამაჩქარებელი გავლენა მოახდინა შედეგზე. 27 სექტემბერს დაწყებული შეტაკებები დაახლოებით 44 დღე გაგრძელდა, აზერბაიჯანის არმიის ტექნიკური უპირატესობისა და მომზადების და ეფექტის გამო სომხური ძალები მოკლე დროში დამარცხდნენ და დათანხმდნენ რუსეთის შუამავლობით დადებულ შეთანხმებას. სომხეთში ძალაუფლებისთვის ბრძოლამ და ფაშინიანის პრობლემებმა რუსეთთან ასევე სერიოზული გავლენა იქონია სომხების დასუსტებაზე, საბოლოოდ, აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა მთიანი ყარაბაღის მრავალი რეგიონი, მათ შორის შუშა და ლაჩინის დერეფნით დაამყარა კონტროლი სომხეთსა და ყარაბაღს შორის კავშირზე. თუმცა, სომხების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების მოთხოვნების შეუსრულებლობის, რეგიონში მათი შეიარაღებული მოქმედებების, ტერორისტული აქტებისა და შეთანხმების ნაწილის ზანგეზურის დერეფნის გაუხსნელობის გამო, აზერბაიჯანის არმიამ კვლავ დაიწყო მოქმედება და ყოვლისმომცველი სამხედრო ოპერაცია. ამ ოპერაციით, რომელიც მხოლოდ 24 საათს გაგრძელდა, რეგიონში დარჩენილი სომხური ძალები დაამარცხდნენ და იმის გამო, რომ მათ არც ფაშინიანმა დაუჭირა მხარი, დაინახეს, რომ მხარდაჭერის უქონლობის გამო წინააღმდეგობას ვეღარ გააგრძელებდნენ და იძულებულნი გახდნენ დანებებულიყვნენ. ახლა, როცა აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში ნაბიჯ-ნაბიჯ ამყარებს კონტროლს, სომხეთის შეიარაღებული ძალები მთლიანად ტოვებენ რეგიონს. ამრიგად, აზერბაიჯანი ათავისუფლებს თავის მიწებს, რომელიც 30 წელზე მეტია ოკუპირებულია.

ფაშინიანის ხელმძღვანელობით სომხეთს ორი ვარიანტი აქვს. ის ან მოაგვარებს თავის პრობლემებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან მაგიდასთან კომპრომისის მიღებით, მიიღებს თავის წილ კეთილდღეობას მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკურად და პოლიტიკურად შეერთებით, ან გააგრძელებს კონფლიქტს და მისი ქვეყანა წააგებს. უფრო სავარაუდოა, რომ ასიმეტრიული თვალსაზრისით დასუსტებული და კუთხეში მდგარი სომხეთი პირველ ვარიანტში  განახორციელებს ინვესტირებას. თუმცა, ადვილი არ არის იმის პროგნოზირება, დაუშვებს თუ არა ამ პოლიტიკას სომხეთის შიგნით ძალთა ბალანსი და კონფლიქტი.



მსგავსი ინფორმაციები