აქტუალური თემის ანალიზი 54 - 2023

სირიაში სტატუს-კვო ვერ ნარჩუნდება

2038045
აქტუალური თემის ანალიზი 54 - 2023

აქტუალური თემის ანალიზი 54-2022-2023

სირიაში სტატუს-კვო ვერ ნარჩუნდება 

მიუხედავად იმისა, რომ სირიაში ველი შედარებით წყნარი იყო, ბოლო კვირების განმავლობაში მან დათბობა დაიწყო. თავიდან ზედიზედ დემონსტრაციები გაიმართა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად რეგიონებში, განსაკუთრებით სუვეიდას რეგიონში, შემდეგ რეჟიმის ძალებმა და რუსეთის საჰაერო ძალებმა განახორციელეს დაბომბვა იდლიბში, ახლა კი არაბულმა საგვარეულოებმა დეირ ეზ-ზორის რეგიონში აღმართეს აჯანყების დროშა PKK/YPG-ის წინააღმდეგ. ყველა ეს მოვლენა იყო ბოლო ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში არსებული სტატუს-კვო ვერ ნარჩუნდება. - ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს.     

სირიაში ბოლო თვეების განმავლობაში შედარებით მშვიდი პერიოდი იყო, ერთი მხრივ, თურქეთის გავლენის ქვეშ მყოფი ოპოზიციური რეგიონები, მეორე მხრივ, რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები და რეგიონები, რომლებიც ეკუთვნის აშშ-ს მფარველობის ქვეშ მყოფ ტერორისტულ ორგანიზაცია PKK/YPG-ს. ქვეყანაში ყველა ამ ძალის კონტროლის ქვეშ დაიწყო სტატუს-კვოს იმიჯის გაბატონება, თურქეთმა შეაჩერა თავისი ყოვლისმომცველი სამხედრო ოპერაციები, რეჟიმი ცდილობდა გადარჩენას და თავს არ ესხმოდა ოპოზიციას, ხოლო PKK/YPG აშშ-ს თვალში მისი მნიშვნელობის გაზრდის მიზნით მოქმედებდა და ცდილობდა პოლიტიკური მიღწევების მოპოვებას. თუმცა, ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო მოვლენები, რომლითაც კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ დღევანდელი დინამიკა არ ემთხვეოდა ქვეყნის დემოგრაფიას, სოციოლოგიას და ველზე არსებულ რეალობას.

ჯერ სერიოზული დემონსტრაციები დაიწყო რეჟიმის რეგიონებში და ამ დემონსტრაციების ცენტრი, რომელიც ასევე დროდადრო ჩნდებოდა დამასკოში, დერასა და ლატაკიაში, სუვეიდას რეგიონი იყო. როდესაც მზარდი ეკონომიკური პრობლემები შეიქმნა რეგიონში, სადაც დრუზების უმცირესობები ცხოვრობენ, სირიული ლირა საშინლად გაუფასურდა, საფრთხე დაემუქრა სასურსათო უსაფრთხოებასაც კი ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ორგანიზებულად დაიწყო დემონსტრაციები. მიწისზედა და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა დიდი მასშტაბით არის დაზიანებული და მათი განახლება ვერ ხერხდება, ენერგეტიკისა და სურსათის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია. შეიძლება ითქვას, რომ მოქმედი ეკოსისტემა აღარ არსებობს. არსებობს ნარკოტიკების წარმოება და კონტრაბანდა, რომელსაც დიდი მასშტაბით მართავს რეჟიმთან დაკავშირებული სამხედრო ელემენტები, ლიბანში არსებული ეკონომიკური სირთულეები და უკრაინის ჩიხი, რომელშიც რუსეთია, კიდევ უფრო მეტ ზეწოლას ახდენს სირიის რეჟიმზე. რეჟიმი კი ასეთ ვითარებაში ცდილობს იდლიბზე თავდასხმით სამხედრო კონფლიქტებით შეცვალოს დღის წესრიგი და აღქმით, რომ ისევ არსებობს საფრთხე, ცდილობს მისი არსებობის და იმის, რაც ხდება, ლეგალიზებას. 

ამ კონტექსტში დავინახეთ, რომ რეჟიმის ძალებმა და რუსეთის საჰაერო ძალებმა დაიწყეს იდლიბის დაბომბვა, ხოლო ოპოზიციური ძალები ცდილობდნენ პასუხის გაცემას კონტრშეტევებით საკონტაქტო ხაზებზე. იყო ძლიერი შეტაკებები და საპასუხო შეტევები, განსაკუთრებით ჯებელ ზავიას რეგიონში. შემდეგ კი დეირ ეზ-ზორში საგვარეულოების აჯანყება დაიწყო. დეირ ეზ-ზორი სერიოზული ენერგეტიკული რესურსების მქონე ქალაქია. რეგიონი სირიის რევოლუციით ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მოექცა და მოგვიანებით DEAŞ-ის მიერ დიდი ხნის განმავლობაში იყო ოკუპირებული. ქალაქი ბოლოს აიღო აშშ-ს საჰაერო და სახმელეთო მხარდაჭერით PKK-ის სირიულმა განშტოება YPG-მ და მასთან დაკავშირებულმა ზოგიერთმა არაბულმა ელემენტმა. დეირ ეზ-ზორი ამჟამად PKK/YPG-ის კონტროლით SDG-სა და მასთან დაკავშირებული ავტონომიური ფორმით მოქმედი სამხედრო საბჭოს კონტროლს ექვემდებარება, ის ასევე იმ ტერორისტული ეტატიზმის საზღვრებში იყო, რომლის შექმნასაც PKK ცდილობდა რეგიონში. საუბარია არაბულ-სუნიტურ რეგიონზე, რომელიც სოციოლოგიურად არის საგვარეულოების კონტროლის ქვეშ და აქვს მკაცრი ადამიანური ტიპოლოგია. ქალაქში აქაიდათის და ბექკარას თაოსნობით არსებობენ აბიდის, კულაინის, შამარის, ზუბეიდის, დულეიმის, ჯაბურის, ტაის, ებუ სარაიას, ელ რიფაის საგვარეულოები. ქალაქი დამასკოდან დაშორებულია 450 კმ-ით, თურქეთიდან კი დაახლოებით 200 კმ-ით.

აქამდე არაერთხელ ყოფილა ინციდენტები, როდესაც რეგიონის ხალხი მობილიზებული იყო PKK-ის წინააღმდეგ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაიწყო ამ მასშტაბის აჯანყება. უფრო დიდი კონფლიქტები მაშინ დაიწყო, როდესაც რეგიონში საგვარეულოების წარმომადგენლად სამხედრო საბჭოს სათავეში მყოფი ებუ ჰავლე მიიწვიეს შეხვედრაზე PKK/YPG-მ და დააკავეს. არაბულ საგვარეულოებთან დაკავშირებული შეიარაღებული ძალები მობილიზებული იქნა და მოახერხეს PKK/YPG-ის ელემენტების განდევნა მრავალი სოფლიდან და ქალაქიდან. რეგიონის მოსახლეობა, რომელსაც არ სურდა PKK-ის ბატონობის ქვეშ ცხოვრება, ზოგადად მხარს უჭერდა ამ აჯანყებას.

მაშინ როცა შეტაკებებს ორივე მხარეს მრავალი ადამიანი შეეწირა, თურქეთის გავლენის ქვეშ მყოფ რეგიონებში მცხოვრებმა საგვარეულოების წევრებმაც მხარი დაიჭირეს პროცესს და წამოიწყეს თავდასხმები PKK/YPG-ის წინააღმდეგ. შეიძლება ითქვას, რომ აშშ შედარებით დუმდა და ცდილობდა შუამავლის როლის შესრულებას, ვიდრე მხარის დაჭერას. როგორც ჩანს, სიტუაცია დაწყნარდა PKK/YPG-ის კონტრ-სამხედრო ქმედებებით და აშშ-ის შუამავლობით. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ PKK/YPG-თან დაკავშირებულმა ელემენტებმა ჩაახშეს საგვარეულოების ძალები, მაგრამ მოლაპარაკებებზე როგორც ჩანს, PKK/YPG წავიდა დათმობაზე საგვარეულოთა სტრუქტურებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებაზე ისეთ რეგიონებში, როგორიცაა დეირ ეზ-ზორი. ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ერთი რამ: უახლესმა აჯანყებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ PKK/YPG-მ ვერ შეძლო რეგიონში მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება, მიუხედავად აშშ-ს მხარდაჭერისა და რომ ამის ყველაზე დიდი დაბრკოლება დემოგრაფიაა.

შედეგად, ჩვენ დავინახეთ, რომ სირიაში ცრუ გაზაფხული მოულოდნელად დაინგრა და კვლავ დაიწყო კონფლიქტები და სოციალური მოვლენები. როგორც ჩანს, შეუძლებელია სირიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა პოლიტიკური სისტემისა და წესრიგის ჩამოყალიბების გარეშე, რომელიც მოერგება ქვეყანაში არსებულ ეთნიკურ და რელიგიურ სტრუქტურებს და შესაბამისი იქნება დემოგრაფიული და სოციოლოგიური რეალობისა. სამწუხაროდ, ქვეყნის მომავლის შესახებ ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ამჟამად შეუძლებელია. 



მსგავსი ინფორმაციები