აქტუალური თემის ანალიზი 48 - 2023

ახალი პერიოდი თურქეთ-სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის ურთიერთობებში

2017456
აქტუალური თემის ანალიზი 48 - 2023

აქტუალური თემის ანალიზი 48 – 2022-2023

პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს უსაფრთხოების კვლევის დირექტორი, პროფესორი მურათ იეშილთაში

ახალი პერიოდი თურქეთ-სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის ურთიერთობებში

ნორმალიზაციის პროცესი, რომელიც დაიწყო ახლო აღმოსავლეთში 2020 წლის ბოლოს, შეიძლება ჩაითვალოს ახალი რეგიონალიზაციის საჭიროების მოთხოვნად. არაბთა აჯანყებებისა და რევოლუციების შემდეგ, რეგიონის ყველა არაბულმა სახელმწიფომ განიცადა ძალაუფლების სერიოზული დაკარგვა, ზოგიერთ სახელმწიფოში პოლიტიკური სისტემა დაინგრა, დასავლური სახელმწიფოები ჩაერივნენ და ცდილობდნენ ახალი რეგიონალური სისტემის ჩამოყალიბებას. აშშ-ს ხელმძღვანელობით განხორციელდა ჩარევა გარკვეულ კრიზისულ წერტილებში, გადაიხედა რეგიონულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები და შედეგად, აშშ-ს ეგიდით გადაიდგა ახალი რეგიონალური წესრიგის პირველი ნაბიჯები, სახელწოდებით "გლობალური ალიანსი", რომელშიც ისრაელის სახელმწიფო იყო ცენტრში და განულებული იყო ყველა არაბული სახელმწიფოს ნება.

ამ ახალ სისტემაში თურქეთი მარტო დარჩა ახლო აღმოსავლეთში, ცდილობდნენ გამოეყვანათ იგი რეგიონული პოლიტიკიდან. ირონიულად, ყურის ქვეყნებს, რომლებიც მოკავშირეებად ითვლებოდნენ, არ მიეცათ უფლება დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისა. რეგიონის ყველა ქვეყანამ მოახდინა საგარეო პოლიტიკის რესტრუქტურიზაცია აშშ-ში ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლისა და მისი მარგინალიზებული და მუქარის რიტორიკის შემდეგ.

დაიწყო ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი ჯერ ყურის ქვეყნებს შორის, შემდეგ სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და არაბულ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა სახელმწიფოებს შორის და ბოლოს რეგიონულ ძალებს შორის, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ ერთმანეთთან. ჯერ ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბული სფეროები დალაგდა, შემდეგ კი შეიქმნა ახალი თანამშრომლობის პლატფორმები.

პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბოლო ვიზიტი სპარსეთის ყურის სამ ქვეყანაში (საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE) და კატარი) 17-19 ივლისს ამ კონტექსტში შედგა და მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონულ პოლიტიკასა და გლობალურ დონეზე. ქვემოთ შევეცდები მოკლედ შევაფასო პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტი ამ სამ სხვადასხვა კონტექსტში.

გარდაუვალია, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტი ყურეში სერიოზულ დადებით გავლენას მოახდენს მხარეთა ორმხრივ ურთიერთობებზე. ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია მხარეებს შორის ვაჭრობის მოცულობის გაზრდა და ვაჭრობის შინაარსის დივერსიფიკაცია. თურქეთსა და ყურის ქვეყნებს შორის ურთიერთობამ ორმხრივი ვაჭრობის გარდა ახალი განზომილება შეიძინა. ყურის ეკონომიკურმა აქტორებმა თურქეთში ინვესტიციები გაზარდეს. თურქეთის ეკონომიკურმა აქტორებმა სპარსეთის ყურეში ახალი გასვლა მოახდინეს. მაგალითად, თურქეთის ისტორიაში უმსხვილესი თავდაცვის მრეწველობის შეთანხმება გაფორმდა თურქეთის მსოფლიოში ცნობილ დრონების მწარმოებელ Baykar-სა და საუდის არაბეთის შესაბამის დაწესებულებას შორის. თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის 51 მილიარდი დოლარის ფინანსური და ეკონომიკური ხელშეკრულებები გაფორმდა.

ამრიგად, თურქეთი შეძლებს მიაღწიოს საექსპორტო ბაზრებს, რაც ხელს შეუწყობს მისი დივერსიფიცირებული ეკონომიკის შემდგომ ზრდას და ყურის ქვეყნები შეძლებენ შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება დასავლეთის ქვეყნებზე, განსაკუთრებით თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქციაზე.

ასევე მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტის რეგიონალური შედეგები. იმიტომ, რომ ეს ვიზიტი რეგიონის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს სტაბილურ ნიადაგზე გადაიტანს და სამწლიან ნორმალიზაციის პროცესს გასცდება და რეგიონული წესრიგის დამყარების მოლოდინს გაზრდის. ამ ეტაპზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი გამოირჩევა.

უპირველეს ყოვლისა, რეგიონის სახელმწიფოები არ არიან კმაყოფილი გლობალური აქტორების ცალმხრივი და ინტერვენციული პოლიტიკით. რეგიონალური სახელმწიფოები არ ენდობიან გლობალურ აქტორებს, რადგან ისინი სამართლიანად ფიქრობენ, რომ ისინი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გახდნენ გლობალური ვაჭრობის ან კონფლიქტების საგანი და მსხვერპლი. თურქეთი და ყურის ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ იყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლურ სახელმწიფოებსა და არადასავლურ გლობალურ აქტორებს შორის დაძაბულობის ნაწილი, პრიორიტეტს ანიჭებენ თანამშრომლობის სფეროების განვითარებას მათ შორის დაძაბულობის შეწყვეტით. ამ ვიზიტით, მაგალითად, ყურის ქვეყნები დასავლური ქვეყნების მაგიერ რომლებიც თავდაცვის მრეწველობის პროდუქციის საკითხზე სურთულეებს ქმნიან და რეალიზაციაზე პირობებს აყენებენ, მიმართავენ თურქეთის მსგავს ქვეყნებს.

მეორეც, მათ იციან, რომ რეგიონული პრობლემები მხოლოდ რეგიონულ აქტორებთან თანამშრომლობით შეიძლება გადაწყდეს. რეგიონალური პრობლემების გადაწყვეტა, როგორიცაა სირიისა და ლიბიის კრიზისი, რომელშიც მხარეები და მონაწილეები არიან გლობალური აქტორები, გაცილებით რთული ხდება. თურქეთს და ყურის ქვეყნებს, რომლებმაც შეამცირეს მათ შორის დაძაბულობა, შეუძლიათ ითანამშრომლონ რეგიონულ კრიზისულ პუნქტებში, განსაკუთრებით იემენში, ლიბიასა და სირიაში. სულ მცირე, ისინი უფრო მეტად იმუშავებენ ერთად რეგიონში ძალადობის სპირალის დასასრულებლად.

მესამე, თურქეთსა და ყურის ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარება ღრმად იმოქმედებს ბალანსებზე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. საბერძნეთს, რომელმაც ისარგებლა თურქეთის ბოლოდროინდელი რეგიონალური მარტოობით, არა მხოლოდ ეგვიპტესთან და ისრაელთან არამედ ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებით სურდა თურქეთი გაეწირა მარტოობისთვის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. თურქეთის წინააღმდეგობის პოლიტიკამ, რომელიც მარტო უმკავდებოდა ხარჯებს, ხელი შეუშალა თურქეთის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებს. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში თურქეთის ნორმალიზაციის პროცესით, ალიანსი, რომელიც შეიქმნა საბერძნეთის ცენტრში ყოფნით თურქეთის წინააღმდეგ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ასევე თავად დაიშალა. ამიერიდან ყურის ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საბერძნეთთან ურთიერთობაში თურქეთის გათვალისწინებით იმოქმედებენ.

და ბოლოს, პრეზიდენტი ერდოღანის ბოლო ვიზიტს ყურეში ასევე გლობალური გავლენა ექნება. ერდოღანმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ნატოს ვილნიუსის სამიტზე ახალი ფურცელი გადაშალა თურქეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის, ამ ვიზიტით ისევე ახალი ფურცელი გადაშალა ყურის ქვეყნებთან. თურქეთის მნიშვნელობა, რომელსაც ერთი ფეხი დასავლეთში, მეორე კი აღმოსავლეთში აქვს, იზრდება. დასავლეთის აზრით, თურქეთის მნიშვნელობა აღმოსავლეთში უფრო დიდია. ანალოგიურად, თურქეთს, რომელსაც პატივს სცემენ ახლო აღმოსავლეთში, პატივს სცემენ დასავლეთშიც. მოკლედ, თურქეთის მიერ ახლო აღმოსავლეთში გადადგმულ ამ ისტორიულ ნაბიჯებს დასავლეთშიც ექნება პასუხი.

მეორე მხრივ, მაშინ, აშშ-ს ჩამრევი და ცალმხრივი პოლიტიკით შეწუხებული რეგიონული სახელმწიფოები, აშშ-ის შედარებითი რეგიონიდან გასვლისა და რეგიონის მიმართ ინტერესის შემცირების შემდეგ, ერტის მხრივ ცდილობენ განავითარონ ურთიერთობა სხვა გლობალურ აქტორებთან, მეორე მხრივ, ყურის ქვეყნებიც თურქეთის მსგავს მძიმე წონად ქცეულ აქტორებთან ურთიერთობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებებ. ამიტომ, რეგიონალიზაციის პროცესში, სადაც გლობალურმა აქტორებმა შედარებითი დაკარგეს გავლენა, თურქეთი და ყურის ქვეყნები ცდილობენ შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება გლობალურ აქტორებზეერტმანეთსი ურთიერთობების გაუმჯობესებით. - წერს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს უსაფრთხოების კვლევის დირექტორი, პროფესორი მურათ იეშილთაში.



მსგავსი ინფორმაციები