გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 33-2023

ერზინჯანის სპილენძის დამუშავების ხელოვნება

1977015
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 33-2023

ერზინჯანის სპილენძის დამუშავების ხელოვნება

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 33-2023        

ილქერ თაშქინ 

ერზინჯანის სპილენძის დამუშავების ხელოვნება

ქალაქი ერზინჯანი, რომელიც მდებარეობს თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში, ცნობილია თავისი სპილენძის სამუშაოებით, ხელნაკეთობებით და ამ სფეროში აღზრდილი ოსტატებით. ერზინჯანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, 2002 წელს „ერზინჯანის სპილენძის დამუშავების ხელოვნება“, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. აღნიშული ხელოვნების, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქციების სიაში შეყვანის მიზეზი, ოსტატიდან შეგირდზე ანუ, მომავალ თაობებზე ამ ხელოვნების გადაცემა გახლავთ. ერზინჯანის სპილენძის ოსტატები აწარმოებენ 500-ზე მეტ ორნამენტს და საყოფაცხოვრებო ნივთს სპილენძისგან. წარმოების ფაზაში ოსტატის მიერ შემუშავებული ფორმები ჯერ სპილენძის თეფშებზეა ამოქარგული „კვეთის ტექნიკის“ გამოყენებით. სპილენძი მკვრივდება მასზე გაკეთებული ყოველი სამუშაოების დასრულებისას. ამიტომ, ანეილირება უნდა მოხდეს ყოველი პროცესის ბოლოს. შემდეგ სპილენძის ოსტატი აკეთებს წვრილ ოპერაციებს სპეციალური კალმით და ნივთს ამზადებს მოვერცხვლისათვის. ვერცხლის შესაღები ადგილების შევსების შემდეგ, პროდუქტი იფარება ვერცხლის ნიტრატით. პროცესის მეორე ეტაპზე დაუმუშავებელი ადგილები სრულდება სპეციალური კალმით. პროდუქტი, რომელსაც აქვს წითელ-თეთრი ფერი, დაფარულია გამჭვირვალე ლაქით დაჟანგვის თავიდან ასაცილებლად. ოსტატები თავიანთ გონებაში შეიმუშავებენ პროდუქტის დამუშავების სტილს. ასე რომ თითოეულ ოსტატს შეუძლია შექმნას ათასობით უნიკალური ნიმუში. ეს ნამუშევრები ინარჩუნებს თავის პირველ იერსახეს 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.



მსგავსი ინფორმაციები