მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 30-2023

საკვები, რომელიც ხელს უშლის თირკმელში კენჭების წარმოქმნას

1965569
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 30-2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 30-2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 30-2022-2023

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ

საკვები, რომელიც ხელს უშლის თირკმელში კენჭების წარმოქმნას                                                                                                                       

საკვები, რომლებიც უნდა მივიღოთ და არ უნდა მივიღოთ თირკმელებში კენჭების წარმოქმნის პრევენციისთვის:

• დალიეთ დღეში 3 ლიტრი სითხე

თირკმელებში კენჭების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დღეში 3 ლიტრი სითხის მიღება და ამის ნახევარი სასმელი წყალი უნდა იყოს. წყლის მსგავსი ან ღია ყვითელი ფერის შარდი მიუთითებს სითხის ადექვატურ მიღებაზე.

დღეში 10-12 ჭიქა სითხის მიღება (მინიმუმ 6 ჭიქა წყალი უნდა იყოს) შარდის რაოდენობის გაზრდით საშუალებას აძლევს ქიმიურ ნივთიერებებს დაიშალოს და გამოიყს შარდში, სანამ ისინი გადაიქცევიან თირკმელების კენჭებად.

მოერიდეთ ყველა სახის საკვებს და სასმელს (ალკოჰოლი, ჭარბი რაოდენობით ჩაი, ყავა და ა.შ. დღეში 5-6 ჭიქაზე მეტს), რომლებიც აშრობენ თქვენს ორგანიზმს.

• დააბალანსეთ მარილის მიღება

როდესაც მარილის მიღება იზრდება, თირკმელებში ქვების წარმოქმნის რისკიც იზრდება, რადგან თირკმელები გამოყოფს მეტ კალციუმს შარდში. ამ მიზეზით, ყურადღება უნდა მიაქციოთ მარილიანი თხილის, დამწნილებული საკვების, სწრაფი კვების პროდუქტების ნაკლებად მოხმარებას, როგორიცაა პიცა, ჰამბურგერი, ასევე დიდი რაოდენობით ნატრიუმის შემცველი მინერალური წყლის ნაკლებად დალევას.

კვლევებმა აჩვენა, რომ თირკმლის კენჭები უფრო ხშირია ბავშვებში, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ფესტ-ფუდს.

გენეტიკურად კენჭების წარმოქმნისკენ მიდრეკილი პირების მარილის ყოველდღიური მოხმარება უნდა იყოს 3-5 გრამი (დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი). ყოველდღიურ კვებაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარილს შეიცავს ბოსტნეული, ხილი და პური. ამიტომ, ბოსტნეულის კერძები უნდა მომზადდეს ზედმეტი მარილის გარეშე.

• მოერიდეთ მოწევას

მოწევა თირკმელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია. აღსანიშნავია, რომ მწეველები თირკმელების ქრონიკული დაავადების რისკის ქვეშ არიან.

• არ შეიძლება C ვიტამინის დანამატების გამოყენება

C ვიტამინის ჭარბი მიღებისას შესაძლოა გაიზარდოს თირკმელებით (შარდში) ოქსალატის გამოყოფა. C ვიტამინის ყოველდღიური მიღება არ უნდა აღემატებოდეს 1000 მგ-ს.

• შეამცირეთ საკვები, რომლებიც აჩქარებენ კენჭების წარმოქმნას

კალციუმის ოქსალატის კენჭები თირკმლის კენჭებში ყველაზე გავრცელებულ ტიპებს შორისაა. თირკმელში კენჭების წარმოქმნის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე სარისკო ნივთიერება არის ოქსალატი. ამ მიზეზით, ყოველდღიური რაციონიდან უნდა ამოიღოთ ოქსალატებით მდიდარი საკვები. თირკმელების კენჭებით დაავადებული პაციენტები მაქსიმალურად უნდა მოერიდონ შემდეგი საკვების მიღებას;

სასმელები: ჩაი, ყავა და ალკოჰოლი…

ბოსტნეული: ისპანახი, ჭარხალი, ბამია, სიმინდი, მწვანე ლობიო, კარტოფილი, პომიდორი, სოიო, ბოლოკი, ოხრახუში, კამა, რუკოლა, წიწმატი…

ხილი: ლეღვი, ჟოლო, წითელი ქლიავი, მარწყვი, მაყვალი, მოცხარი…

თხილეული: ნიგოზი, თხილი, ნუში, არაქისი…

სხვა საკვები: სეზამი, შოკოლადი, კაკაო, მდოგვი, სოიო, ნაყინი…

თუ თქვენ მოიხმართ ოქსალატის შემცველ საკვებს, აუცილებლად მიირთვით ის კალციუმით მდიდარ საკვებთან ერთად, როგორიცაა მაწონი/ყველი. ეს ეხმარება ოქსალატს კალციუმთან დაკავშირებაში მთელი საჭმლის მონელების განმავლობაში, სანამ ის თირკმელამდე მიაღწევს. როდესაც მას მიიღებთ, მნიშვნელოვანია მისი მხარდაჭერა საკმარისი სითხით.

• მიირთვით მაღალი ბოჭკოვანი შემცველობის საკვები

ყოველდღიური კვება მრავალფეროვანი უნდა იყოს. თავიდან უნდა იქნას აცილებული ერთი საკვების გადაჭარბებული მოხმარება. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბოჭკოვან საკვებს, რადგან ყაბზობა, რომელიც ჩნდება ბოჭკოვანი საკვებით ღარიბი კვების შედეგად, აჩქარებს კენჭების წარმოქმნას. ბოჭკოთი მდიდარი საკვები, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი და პარკოსნები, ხელს უშლის შეკრულობას. ბოჭკოვანი საკვები ამცირებს საკვების ნაწლავებში გავლის პროცესს და ამით ამცირებს ოქსალატის შეწოვას.

• შეამცირეთ ცხოველური ცილები

მაღალი დონით ცილოვანმა ცხოველურმა საკვებმა, როგორიცაა ხორცი, თევზი, ქათამი, კვერცხი, რომელიც შეიცავს ოქსალატის და კალციუმის მაღალ დონეს, შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში შარდმჟავას დაგროვება და თირკმლის კენჭების წარმოქმნა. ამ საკვების ხშირი მოხმარება ამცირებს ციტრატს, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმში თირკმელების კენჭების წარმოქმნას. დამუშავებული ხორცი შეიცავს მნიშვნელოვანი რაოდენობით მარილს. ეს ხორცი, რომელსაც აქვს როლი შარდმჟავას კენჭების წარმოქმნაში, არ უნდა იქნას მოხმარებული ზედმეტად.

ცხოველური ცილის წყაროების ნაცვლად, ცილის მიღება შეიძლება გარკვეული პერიოდით მეტი მაწვნით და პარკოსნებით დაკმაყოფილდეს.

ასევე რეკომენდებულია თავი შეიკავოთ გაზიანი სასმელებისგან, რომლებიც ზრდის შარდის მჟავიანობას და ხელს უწყობს კენჭების წარმოქმნას.

• მიირთვით დღეში 1 ჭიქა მაწონი

დიდი რაოდენობით კალციუმის შემცველი რძისა და მაწვნის მოხმარება უნდა იყოს დაბალანსებული. საკმარისად ითვლება ქალებისთვის ყოველდღიურად ერთი ჭიქა მაწვნის ან ჭიქა რძის მიღება, რათა შეამცირონ ოსტეოპოროზის რისკი, რომელიც შეიძლება განვითარდეს მენოპაუზის დროს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია D და C ვიტამინების მიღება იმდენი, რამდენიც ორგანიზმს სჭირდება. ამ ვიტამინების ჭარბი რაოდენობა ზრდის თირკმლის კენჭების წარმოქმნის რისკს.

• უნდა გაიზარდოსციტრუსის მოხმარება

ციტრუსები ხელს უშლის და ამცირებს კენჭების წარმოქმნას. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სეზონზე მიიღოთ ფორთოხალი, ახალი ლიმონი და ლიმონის წვენი.

ლიმონში შემავალი ციტრატი ხელს უშლის თირკმლის კენჭების წარმოქმნას. ამის გამო, აუცილებელია ციტრატული ნივთიერების შემცველი ლიმონი და ფორთოხლი ბლომად მიიღოთ, რომელიც ხსნის შარდის მჟავიანობას. ლიმონის დამატება ხშირად ისეთ საკვებში, როგორიცაა ჩაი და წვნიანი, ხელს უშლის თირკმლის კენჭების წარმოქმნას.

 



მსგავსი ინფორმაციები