მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 28-2023

ბუნებრივი საშუალებები თავის ტკივილის შესამსუბუქებლად

1959002
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 28-2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 28-2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 28-2022-2023

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ

ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა: ბუნებრივი საშუალებები თავის ტკივილის შესამსუბუქებლად

• შეგიძლიათ სცადოთ ცივი კომპრესები

თუ შაკიკის შეტევა გაქვთ, შეგიძლიათ შუბლზე ცივი კომპრესი, პირსახოცი ან გაყინული ბალიშების ტომარა დაიდოთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ შაკიკის ტკივილი თავზე ყინულის კომპრესების გამოყენებით შეიმსუბუქოთ. ამ პროცესის გაგრძელება შეგიძლიათ ყინულის კომპრესის თავზე 15 წუთის განმავლობაში გაჩერებით და 15 წუთის შესვენებით.

• თუ გაქვთ კლასტერული თავის ტკივილი

თუ თქვენ გაქვთ კლასტერული თავის ტკივილი, შეგიძლიათ სცადოთ ცივი კომპრესი ან ბნელ გარემოში გაჩერება.

• ცხელი პრესი

თუ თქვენ გაქვთ დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი, შეგიძლიათ დაიდოთ გამათბობელი ან თბილი პირსახოცი თავის უკანა მხარეს. თუ სინუსური თავის ტკივილი გაქვთ, შეგიძლიათ მტკივნეულ ადგილზე დაიდოთ თბილი პირსახოცი ან მიიღოთ ცხელი შხაპი.

• ეცადეთ არ დაღეჭოთ

საღეჭმა რეზინამ შეიძლება ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ თქვენს ყბას, არამედ თქვენ თავსაც. იგივე ეხება ფრჩხილების, ტუჩების, ლოყების შიგნიდან ან ფანქრების ღეჭვას. მოერიდეთ მტვრევად და წებოვან საკვებს, თუ ღამით კბილებს აკრაჭუნებთ, სთხოვეთ სტომატოლოგს პირის ღრუს დამცავი. ამან შეიძლება შეამციროს თქვენი დილის თავის ტკივილი.

• სითხის მიღება

დალიეთ ბევრი სითხე. ნაკლები სითხის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს თავის ტკივილი.

• ზეწოლა თავის კანზე

თუ თმა დღის განმავლობაში ძალიან მჭიდროდ გაქვთ შეკრული, ამან შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს. ეს „გარე კომპრესის თავის ტკივილი“ ასევე შეიძლება წარმოიშვას ქუდის, თავის სახვევის ან თუნდაც ზედმეტად დაჭიმული საცურაო სათვალეების ტარების გამო. თუ თქვენი თავის ტკივილი ამის გამო ვითარდება, შეგიძლიათ თმა უფრო თავისუფლად შეიკრათ.

• ბნელი გარემო

კომპიუტერის ეკრანიდან გამოსხივებულმა ნათელმა ან მბჟუტავმა შუქებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს შაკიკის შეტევა. თუ თქვენ გაქვთ შუქით გამოწვეული თავის ტკივილი, შეგიძლიათ ფანჯრები დაფაროთ მუქი ფარდებით და ატაროთ მზის სათვალეები დღის განმავლობაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ კომპიუტერის ეკრანს დაუმატოთ სიკაშკაშის საწინააღმდეგო ეკრანები და გამოიყენოთ დღის სინათლის სპექტრის ფლუორესცენტური ნათურები განათებისთვის.

• მიიღეთ კოფეინი

კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარება, როგორიცაა ჩაი და ყავა, ასევე კარგია თავის ტკივილისთვის.

• რელაქსაცია

გაჭიმვის მოძრაობები, იოგა, მედიტაცია ან კუნთების რელაქსაცია ასევე კარგია თავის ტკივილისა და სხვა სახის ტკივილის დროს.

ასაჟი

კისრის მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში დაგეხმარებათ დაძაბულობის თავის ტკივილის მოხსნაში, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით.

მასაჟის წნევის წერტილები

თავის ტკივილის მკურნალობა შეიძლება იყოს ისეთივე მარტივი, როგორც ზეწოლა თქვენი სხეულის კონკრეტულ წერტილებზე. მაგალითად, საფეთქლებზე ზეწოლა მოახდინეთ დაისრისეთ ნაზად წრიული მოძრაობებით.

თვალის დაძაბვით გამოწვეული თავის ტკივილის შესამსუბუქებლად საჩვენებელი თითებით წარბების შუა წერტილი 1-2 წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობებით დაისრისეთ.

ცერა თითსა და საჩვენებელ თითს შორის წერტილის დასრესა ხსნის სტრესს, თავის ტკივილს და სხვა სახის ტკივილს. ამისთვის;

1. მარცხენა ხელზე იპოვნეთ სიცარიელე ცერა თითსა და საჩვენებელ თითს შორის.

2. დააჭირეთ ამ წერტილს 4-5 წამის განმავლობაში მარჯვენა ცერა და საჩვენებელი თითით. ზეწოლის დროს ნელა ამოძრავეთ ცერა თითი წრიულად.

3. იპოვეთ იგივე ადგილი თქვენს მარჯვენა ხელზე და გაიმეორეთ ეს პროცესი მარცხენა ცერით და საჩვენებელი თითით კიდევ ხუთი წუთის განმავლობაში.

• სცადეთ ეთერზეთები

სამკურნალო პიტნის და ლავანდის ეთერზეთები, როგორც ჩანს, ყველაზე სასარგებლოა თავის ტკივილის შესამსუბუქებლად. ორივეს აქვს დამამშვიდებელი თვისებები, რაც დაგეხმარებათ ტკივილის შემსუბუქებაში.

საფეთქლებზე მცირე რაოდენობით სამკურნალო პიტნის ეთერზეთის წასმა თავის ტკივილს ამსუბუქებს. მხოლოდ დარწმუნდით, რომ არ წაისვით ზეთი თვალებთან ახლოს.

არომათერაპია ლავანდის ეთერზეთის გამოყენებით ასევე შეიძლება იყოს ეფექტური და უსაფრთხო გზა შაკიკის თავის ტკივილის შესამსუბუქებლად. ეთერზეთი გააფრქვიეთ დიფუზორულად ან წაისვით მცირე რაოდენობით ხელებზე შემდეგ შეიზილეთ და შეისუნთქეთ სურნელი.

• საკვები

ცილებით და ბოჭკოებით მდიდარი საკვები, როგორიცაა ნუში და ბალი, ასევე დაგეხმარებათ თავის ტკივილის თავიდან აცილებაში.

• მოიხმარეთ მაგნიუმი

მაგნიუმმა, რომელიც უხვად არის შავ შოკოლადში, ლეღვის ჩირში, ტაჰინში, უმ ნუშში, სკუმბრიაში და უმი გოგრის თესლში, შეიძლება შეგიმსუბუქოთ თავის ტკივილი. ადამიანების უმეტესობას, რომლებსაც აქვთ შაკიკი ან დაძაბულობის თავის ტკივილი, თავის ტვინში მაგნიუმის დაბალი დონე აქვთ.

• მიიღეთ ცოტაოდენო ჯანჯაფილი

ბოლო მცირე კვლევამ აჩვენა, რომ ჯანჯაფილის მიღებამ სასწრაფო დახმარების ოთახში მიგრენის მქონე ადამიანებში ტკივილი შეამსუბუქა. შეგიძლიათ სცადოთ დანამატი ან მოადუღოთ ჩაი.

 



მსგავსი ინფორმაციები