მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 13-2022

მცენარეული ჩაი, რომელიც ხელს უშლის ხველას

1912025
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 13-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 13-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 13-2022-2023

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ

ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა: მცენარეული ჩაი, რომელიც ხელს უშლის ხველას

კომშის ახალი ან ხმელი ფოთლები

შეგიძლიათ კომშის ხმელი ფოთლები 10-15 წუთის განმავლობაში, ხოლო ახალი ფოთლები 3-5 წუთის განმავლობაში ადუღებულ წყალში დააყენოთ და დღეში 2-3 ჭიქა მიირთვათ. თუ სამკურნალო მიზნით სვამთ, არ დაამატოთ შაქარი.

ვაშლის ჩაი

ვაშლის ქერქი, ცაცხვი და 2 ჭიქა წყალი ქვაბში აადუღეთ. შემდეგ დაამატეთ დარიჩინის ჯოხი და ნახევარი ლიმონი. დალიეთ მანამ, სანამ გაცივდება.

ასკილის ჩაი

აადუღეთ ასკილი და ერთი ჭიქა წყალი. დაამატეთ ჯანჯაფილის ფხვნილი და მიირთვით ცხელი.

ექინაცეას ჩაი

ექინაცეას მცენარე ძირითადად რეკომენდებულია ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისთვის, როგორიცაა გაციება და გრიპი. შეგიძლიათ დღეში 2 ჭიქამდე დალიოთ და 1 ჩაის კოვზი თაფლი დაამატოთ.

კომში, თაფლი და ცაცხვი

ამ ნარევიდან მიღებული ჩაი არის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც შეიძლება მიიღოთ ხველის საწინააღმდეგოდ. კომშის, თაფლისა და ცაცხვის ჩაი არბილებს ყელს და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას. შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 2-3 ჭიქამდე.

• თაფლიანი ბეგქონდარას ჩაი

ორ ყავის კოვზ წვრილად დაქუცმაცებულ ახალ ბეგქონდარას ერთი ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 5 წუთი თავდახურული გააჩერეთ და გაფილტრეთ. დაატკბეთ თაფლით და დალიეთ.

• ჯანჯაფილი, თაფლი და მიხაკი

შეგიძლიათ შეურიოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი ჯანჯაფილის ფხვნილი, ნახევარი ჩაის კოვზი მიხაკი და სამკურნალო საშუალებად მიიღოთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ამ ნარევს ლიმონი დაუმატოთ და დღეში 1-2 ჩაის კოვზი მიირთვათ.

• ჯანჯაფილიანი დარიჩინის ჩაი

ახალი ჯანჯაფილის 3 რგოლი, დარიჩინის 8 ჯოხი, 8 ცალი მიხაკი, 1 ლიმონი, 1,5 ლიტრი წყალი, 1 კოვზი თაფლი. თაფლის გარდა ყველა ინგრედიენტი წყალში ჩაყარეთ და აადურეთ. შემდეგ შეგიძლიათ ამ ნარევს დაუმატოთ თაფლი და მიირთვათ.

• დაფქული შავი პილპილი და თაფლი

ხველის საწინააღმდეგოდ შავი წიწაკის ნაყოფი ცხელ წყალში დააყენეთ და ყელში გამოივლეთ. ასევე შეგიძლიათ შავი პილპილის მარცვლები წყალში ჩაყაროთ, აადუღოთ, 1 ჩაის კოვზი თაფლი დაამატოთ და დალიოთ. თუმცა, თუ თქვენ გაქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები, როგორიცაა რეფლუქსი, გასტრიტი და წყლული, ეს ჩაი შეზღუდული რაოდენობით უნდა მიირთვათ.

• მწვანე ჩაი და კარდამონი

შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანე ჩაი ყელში გამოსავლებად. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ჩაი კარდამონთან ერთად დღეში 2-3 ჭიქა. მაგრამ თუ გაქვთ ჰიპერტენზია ან ტაქიკარდიის პრობლემები, არ გადააჭარბოთ 2 ჭიქას დღეში.

• კომშის ჩაი

შეგიძლიათ ნახევარი ჩაის კოვზი კომშის თესლი 1 ჭიქა მდუღარე წყალში 5-10 წუთის განმავლობაში გააჩეროთ და დალიოთ. ვინაიდან მცენარეული ჩაი ზოგადად მსუბუქად ეფექტურია, მისი დალევა ჭამამდე 30 წუთით ადრე ან 1-2 საათის შემდეგ აძლიერებს ჩაის დადებით ეფექტს.

• ჯანჯაფილი, შავი პილპილი, თაფლი, ლიმონი, დარიჩინი

1 სუფრის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი, ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილი, ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი და ნახევარი ლიმონი შეურიეთ. ამ ნარევით შეგიძლიათ შეამციროთ ხველის გამაღიზიანებელი ეფექტი დღეში 2-3 ჩაის კოვზის მიღებით მშიერზე იჯრებს შორის.

• ძირტკბილას ფესვი, შავთარა, ჯანჯაფილი

1 ჩაის კოვზი დაფქული ძირტკბილას ფესვი, 1 ჩაის კოვზი შავთარა და 1 ჩაის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი დაამატეთ 1 ჭიქა ადუღებულ წყალში და გააჩერეთ 3-5 წუთი. დღის განმავლობაში შეგიძლიათ ეს ჩაი 2-3 ჭიქა მიირთვათ.

• ცაცხვის ჩაი

ხველის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ დალიოთ ცაცხვის ჩაი დღეში 2-3 ჭიქა. სამკურნალოდ გამოყენებულ ცაცხვის ჩაის არ დაუმატოთ შაქარი.

• სალბი

სალბი ამშვიდებს ყელს და ხსნის ტკივილს. სალბი მოიხმარება როგორც მცენარეული ჩაი, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ყელში გამოსავლები საშუალება.

რჩევები მცენარეული ნარევებისა და მცენარეული ჩაის შესახებ

ზოგიერთი მცენარეული ჩაი შეიძლება დალიოთ დაყენებით ანუ ადუღებულ წყალში გაჩერებით, ზოგი კი ადუღებით. ეს ორი მეთოდი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

• მცენარის ნაწილები, როგორიცაა ხე, ქერქი, ფესვები უნდა მომზადდეს ადუღებით და საშუალო დრო უნდა იყოს 30 წუთი.

• მცენარეების ნაწილები, როგორიცაა ფოთლები და ყვავილები, უნდა მომზადდეს დაყენებით და დრო უნდა იყოს დაახლოებით 5-20 წუთი.

• ყველა მცენარისგან ჩაი არ მზადდება. მცენარის კომპონენტები უნდა იყოს მდგრადი ცხელი წყლის მიმართ.

• თუ მცენარეული ჩაი თერაპიული მიზნებისთვის გამოიყენება, შაქარი არ უნდა დაუმატოთ. შაქარს შეუძლია რეაქციაში შევიდეს ჩაის აქტიურ ინგრედიენტებთან. თაფლის დამატება უნდა მოხდეს 40 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე.

• მცენარეული ჩაის ეფექტის მისაღწევად, ისინი უნდა მიირთვათ მშიერზე,  ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 1-2 საათის შემდეგ.

• ჩაის მომზადებისას გამოიყენეთ ახალი წყალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალში მინერალების ცვლილება, ჩაის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედებს.

• აქროლადი კომპონენტების მქონე ჩაისთვის გამოიყენეთ თავსახურიანი ჭიქები. ჩაის დასამზადებლად მცენარის ნაწილების დამსხვრევისას, ისინი ხდება ღია ჟანგბადთან კონტაქტისთვის და განიცდის ცვლილებებს, ამიტომ შეინახეთ დახურულ კონტეინერებში.



მსგავსი ინფორმაციები