აქტუალური თემის ანალიზი 12-2022

თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო

1907799
აქტუალური თემის ანალიზი 12-2022

თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო

აქტუალური თემის ანალიზი 12-2022

თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო

თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭომ, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში მეცხრე სამიტი გამართა თემაზე: „თურქული ცივილიზაციის ახალი ერა: საერთო განვითარებისა და კეთილდღეობისკენ“. ორგანიზაციამ გასულ წელს სამიტი, სტამბოლში გამართა, სადაც 2040 წლის ხედვის დოკუმენტი იქნა მიღებული.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...  

სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი უდავოა, რომ იყო ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის (ჩკთრ) დამკვირვებლის სტატუსის მოპოვება. დეკლარაციის მე-7 მუხლში ნათქვამია, რომ „ისინი ხედავენ კვიპროსელ თურქებს, როგორც თურქული სამყაროს ნაწილს“. ჩკთრ-ის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი და წამახალისებელი ნაბიჯია ორგანიზაციისათვის.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადების შემდეგ, რომ „თურქული სამყაროს გეოგრაფიული საზღვრები უფრო ფართოა“, რაზეც თითქმის ყველა შეთანხმდა, მხარს უჭერს თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს უფლებების, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობების დაცვას.

დეკლარაციაში, რომელიც იძლევა მკაფიო გზავნილს, ყირგიზეთის საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვრის საკითხთან დაკავშირებით, სადაც ბოლო დროს დაძაბულობა იყო, ასევე მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება ბევრ საკითხზე, დაწყებული იმიგრაციით, არალეგალური მიგრაციით და დამთავრებული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით.

მეორე მხრივ, სამიტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არ უნდა იყოს უგულებელყოფილი, თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს განვითარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაში, არის ორგანიზაციის გარეთ წევრი ქვეყნების ორმხრივი თუ  მრავალმხრივი თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მრავალი მაგალითი არსებობს, საკმარისი იქნება მხოლოდ თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების გათვალისწინება.

საბოლოოდ, კი შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის დაჟინებამ და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს ბოლო იმპულსში. ასევე, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის პრეზიდენტების დამოკიდებულებამ, ასევე ამ ორგანიზაციაში დამკვირვებლის როლში მყოფი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ჰარმონიულმა ლიდერობამ.



მსგავსი ინფორმაციები