ანატოლიის კულტურული საგანძურები 12-2022

ანტიკური ქალაქი სტრატონიცეა (კარია)

1907411
ანატოლიის კულტურული საგანძურები 12-2022

ანტიკური ქალაქი სტრატონიცეა (კარია)

ანატოლიის კულტურული საგანძურები 12-2022          

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ანტიკური ქალაქი სტრატონიცეა (კარია)

ათობით ათასი წლის ანატოლიის ისტორია სავსეა საინტერესო და თვალსაჩინო მაგალითებით. მისი სიმდიდრე მოულოდნელ ადგილებში ჩნდება. ტერიტორია, სადაც ანტიკურობამდე იმართებოდა წმინდა ცერემონიები, ან გამოქვაბულები, სადაც დევნისგან გაქცეულები აფარებდნენ თავს... კაცობრიობის ნულოვანი წერტილი ან უნიკალური სტრუქტურები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საუკუნეებს... და მრავალი სხვა, რაც გაფიქრებინებს, რომ იმოგზაურე დროში. ანატოლიის გეოგრაფია შესანიშნავი ადგილია, რომელიც ამის საშუალებას იძლევა! დღევანდელ პროგრამაში კი გვინდა ვისაუბროთ ანტიკურ ქალაქ სტრატონიცეაზე (კარია).

ანტიკური ქალაქი სტრატონიცეა მდებარეობს მუღლაში, ანატოლიის დასავლეთით. ხალხი აქ ბრინჯაოს ხანიდან დასახლდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც მას სხვებისგან განასხვავებს, არის ის, რომ ეს არის დასახლება, სადაც მრავალი პერიოდის ერთად ნახვაა შესაძლებელი. აქ  ანტიკური ხანიდან  რომაული, ბიზანტიური, სელჩუკთა და ოსმალეთისა პერიოდის ნახვა შესაძლებელია. ყველა ეს პერიოდი ერთმანეთშია გადაჯაჭვული და მათი დანახვა ერთდროულად აქ არის შესაძლებელი.  

ანტიკური ქალაქი სტრატონიცეა ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ქალაქებისგან. ქალაქში სეირნობისას შესაძლებელია როგორც წარსულის, ისე აწმყოს ნახვა. ქალაქის სტუმრებს ასევე შეუძლიათ იხილონ ელინისტური თეატრი და სელჩუკთა აბანო. ერთ მხარეს არის რომაული პერიოდის პარლამენტის შენობა (ბულევტერიონი), მეორე მხარეს ოსმალეთის პერიოდის მეჩეთი... არ არსებობს სხვა უძველესი ქალაქი მსოფლიოში, სადაც ამდენი სხვადასხვა პერიოდის ნაგებობა იყოს ერთსა და იმავე გარემოში. სტრატონიცეა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაშია შეყვანილი.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით, სტრატონიცეა ცნობილია, როგორც მარმარილოს უძველესი ქალაქი მსოფლიოში. ძველი მწერლები ჰეროდოტე, სტრაბონი და პავსანია თავიანთ ნაწარმოებებში ყურადღებას ამახვილებენ ამ ადგილზე. სტრატონიცეა ასევე ცნობილია როგორც „გლადიატორთა ქალაქი“.

სტრატონიცეიას აქვს ანატოლიის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე გიმნაზია. გიმნაზიები ის სტრუქტურებია, სადაც ახალგაზრდები ძველ დროში სპორტსაც ეწეოდნენ და განათლებასაც იღებდნენ. ის ასევე ერთადერთი ქალაქი-სახელმწიფოა, რომელსაც აქვს ჰეკატესა და ზევსისადმი მიძღვნილი ორი ძირითადი საკურთხეველი. ქალაქში არის ბუნებრივ ბორცვზე აგებული 15 ათას კაციანი თეატრიც.

სტრატონიცეასთან ახლოს არის უძველესი ქალაქი ლაგინა, იმ პერიოდის რელიგიური ცენტრი. ცნობილია, რომ ეს ორი ქალაქი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ლაგინა არის პირველი არქეოლოგიური გათხრების ადგილი, სადაც პირველი გათხრები დაიწყო თურქი არქეოლოგის, ოსმან ჰამდი-ბეის მხრიდან. სწორედ, რომ აქ ჩატარებული გათხრების შედეგად იქნა აღმოჩენილი 1600 წლის მოზაიკა.



მსგავსი ინფორმაციები