მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 5-2022

ჭარბი ოფლიანობის მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები

1887835
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 5-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 5-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 5-2022-23

ჭარბი ოფლიანობის მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ

ჩვენს დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ჭარბი ოფლიანობის მკურნალობის ბუნებრივ საშუალებებზე

ოფლიანობა არის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ინარჩუნებს სხეულის სითბოს, წყლისა და მარილის ბალანსს. ჭარბი ოფლიანობა, განსაკუთრებით იღლიებში, ფეხის ტერფებსა და ხელისგულებზე, შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით.

• ვაშლის ძმარი

როდესაც სხეული მთლიანად გაშრება, სუფთა ბამბაზე დაასხით ვაშლის ძმარი. წაისვით ეს ბამბა იმ ადგილებში, სადაც ოფლიანობის პრობლემა გაქვთ და დაელოდეთ მის გაშრობას. დილით რომ გაიღვიძებთ, კვლავ მიიღეთ თბილი შხაპი ძმრის სუნის მოსაშორებლად. წაისვით ტანის პუდრი ოფლიან ადგილებში.

• სალბი

სალბი ასევე რეკომენდებულია, როგორც ჭარბი ოფლიანობის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება. შესაძლებელია გამოყენება 2 სხვადასხვა მეთოდით. პირველი მათგანი არის სალბი ჩაის სახით მირთმევა, მეორე კი მისი ორგანიზმზე მატონიზირებელად გამოყენება.

იმისთვის რომ სალბი მატონიზირებელად გამოვიყენოთ, მოვადუღოთ სალბის ჩაი. გავაციოთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ, ჩაი ბამბით ან ქსოვილით წავისვათ იმ ადგილას, სადაც ზედმეტი ოფლიანობა გვაქვს. ეს მეთოდი დღეში 2-3-ჯერ შეგვიძლია გავიმეოროთ.

• კუნელის ჩაი

შეგიძლიათ კუნელის ჩაის მომზადება ჩვეულებრივი მეთოდით და დღეში 1 ჭიქის მიღება.

კუნელის ჩაი კარგია ჭარბი ოფლიანობის პრობლემებისთვის.

• ლიმონისა და მარილის ნარევი

ინგრედიენტები ლიმონისა და მარილის ნარევისთვის:

- 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

- 1 სუფრის კოვზი მარილი

მომზადება: ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ. გააგრძელეთ ეს პროცესი მანამ, სანამ ნარევი არ მიიღებს მარცვლოვან და ერთგვაროვან სტრუქტურას. შემდეგ წაისვით იგი იმ ადგილას, სადაც ჭარბი ოფლიანობა გაქვთ და გაიჩერეთ 5-6 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მეთოდი დღეში ერთხელ, ყოველდღე.

•სოდა

მეოთხედ წყლის ჭიქა წყალს შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი სოდა. წაისვით ეს ნარევი იმ ადგილებში, სადაც ოფლიანობის პრობლემა გაქვსთ. 15 წუთის დაელოდეთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ.

• ფრანგული ლავანდა

ფრანგული ლავანდა ერთ-ერთი მცენარეა, რომელიც არეგულირებს ოფილიანობას. შეგიძლიათ მოდუღოთ ერთი მწიკვი ფრანგული ლავაბდა ჭიქა წყალში 5 წუთის განმავლობაში, გააჩეროთ რამდენიმე წუთი და შემდეგ დალიოთ.

• Ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთის სურნელი ძალიან ეფექტურია ცუდი სუნის მოსაშორებლად. თბილი შხაპის შემდეგ შეგიძლიათ ქოქოსის ზეთი წაისვათ იმ ადგილებში, სადაც ჭარბი ოფლიანობის პრობლემა გაქვთ.

შენიშვნა: ალერგიული ორგანიზმის მქონე ადამიანებმა ქოქოსის ზეთის წასმამდე უნდა მიმართონ ექიმს.

•          Მწვანე ჩაი

შეგვიძლია შემოგთავაზოთ 2 განსხვავებული ვარიანტი. პირველი მათგანი არის ჩაის სახით მოხმარება და მეორე - მატონიზირებელი საშუალება. შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანე ჩაი, როგორც გამწმენდი წყალი ჭარბი ოფლიანობის მქონე ადგილებში.

მწვანე ჩაი მოვადუღოთ და შემდეგ გავაციოთ. 15-20 წუთის შემდეგ ეს ნაზავი ქსოვილის ან ბამბის დახმარებით წაისვით იმ ადგილას, სადაც ჭარბი ოფლიანობის პრობლემა გაქვთ და არ ჩამოიბანოთ. თქვენ იგრძნობთ ეფექტს, როდესაც ამას რეგულარულად ყოველდღე გამოიყენებთ. ეს მეთოდები რეალურად ძალზე ეფექტურია ზედმეტი ოფლიანობის პრობლემის ბუნებრივი მეთოდებით მოგვარებისთვის. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ეს რჩევები ყოველდღე უნდა იქნას გამოყენებული, რათა იგრძნოთ ეფექტი.

•          Შავი ჩაი

იგი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაის სახით და ასევე როგორც მატონიზირებელი საშუალება. ოფლიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად შეგიძლიათ ყოველდღე დალიოთ 1 ჭიქა შავი ჩაი.

მოადურეთ შავი ჩაი ჩაიდანში. შემდეგ დაელოდეთ გაციებას. როცა საკმარისად გაგრილდება, ჩაასველეთ მასში ბამბა და წაისვით ოფლიანობის პრობლემების მქონე ადგილებში. ჩაის გაშრობის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ თბილი შხაპი.

• სოდა და ალოე ვერა

 ინგრედიენტები სოდისა და ალოე ვერას ნარევისთვის:

-2 ჩაის კოვზი საცხობი სოდა

-2 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი

მომზადება: უპირველეს ყოვლისა, თუ თქვენ გაქვთ ალოე ვერას მცენარე, რომელიც სახლში გაზარდეთ, მისგან შესაძლებელია გელის მიღება. ამისთვის ალოე ვერას 1 ან 2 ფოთოლი დაჭერით და ჩაის კოვზით გელის მსგავსი სითხე გადაიტანეთ თასში. ამ პროცესის შემდეგ ჩაყარეთ 2 ჩაის კოვზი სოდა იმ კონტეინერში, სადაც გელი მოათავსეთ და კარგად აურიეთ.

ნარევის მომზადების შემდეგ წაისვით ჭარბი ოფლიანობის ადგილებში. თქვენ არ გჭირდებათ ნარევის გაწმენდა ან ჩამობანა, უბრალოდ დატოვეთ ასე. ეფექტური შედეგის მისაღწევად საჭიროა მისი გამოყენება ყოველდღე.

• სალბის თბილი ჩაის, ახალი ან გამხმარი პიტნის, კურკუმას ფხვნილის მოხმარება ამცირებს ორგანიზმიდან ჭარბი ოფლის გამოყოფას და ადამიანს უფრო ამშვიდებს.



მსგავსი ინფორმაციები