ანატოლიის კულტურული საგანძურები 50-2022

ანტიკური ქალაქი თეოსი

1866566
ანატოლიის კულტურული საგანძურები 50-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 50-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ანტიკური ქალაქი თეოსი

აქ ქარი ჩურჩულებს დავიწყებული ლექსის ათასწლოვან სტრიქონებს... მელოდია ისმის მრავალსაუკუნოვან ზეთისხილის ხეებს შორის წარსულიდან... თეატრალური პიესის სტრიქონები ორი ათასი წლის უძველესი თეატრის სცენამდე აღწევს...

არ არის ცნობილი, აქ დრო ნელდება, თუ ასე გრძნობს თავს ადამიანი, რადგან ამ სიმშვიდეშია ჩაფლული ქვები, ხეები და ბუნება, რომლებიც გლოვობს იმ დროს, რომელიც აღარ ახსოვს და სხვა ემოციითაა გარშემორტყმული. შეიძლება ის არც ისე ცნობილი იყოს, როგორც ეფესო ან ასპენდოსი, მაგრამ ადგილი, რომელიც სხვა დროში წაგიყვანთ, არის თეოსი.

დღევანდელ პროგრამაში სწორედ, რომ ანტიკურ ქალაქ თეოსზე გავამახვილებთ ყურადღებას….

ანტიკური ქალაქი თეოსი დღეს იზმირის სეფერიჰისარის რაიონში მდებარეობს. ცნობილია, როგორც უძველესი დროიდან იონიის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი. მისი გეოგრაფიული მდებარეობა თეოსს დიდ უპირატესობას ანიჭებს და დროთა განმავლობაში იგი კომერციული მნიშვნელობის დიდ ქალაქად იქცევა. რადგან, თეოსი საპორტო ქალაქად ჩამოყალიბდა, მას აქვს არა ერთი, არამედ ორი პორტი. სამხრეთ ნავსადგური ითვლება ერთ-ერთ ყველაზე კარგად შემონახულ ბურჯად ანატოლიის სანაპიროზე უძველესი პერიოდიდან. კვლევებისა და გათხრების შედეგად დადგინდა, რომ თეოსის პორტებში ორმოცდაათ გემს შეეძლო ერთდროულად გაჩერება. ეს რიცხვი სულაც არ არის მცირე იმ პერიოდისთვის. საპორტო ქალაქად ყოფნის გამო იგი აქტიურ როლს თამაშობდა საზღვაო ვაჭრობაში და სწრაფად ვითარდება.

თეოსი ანტიკური პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია. ის ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ კომერციული წარმატებებით, არამედ კულტურულადაც. აქ, ღვთაება დიონისეს სახელით ყველაზე დიდი ტაძარი აშენდა. დიონისე მცენარეების ზრდის, ნაყოფიერებისა და ბუნების ღმერთია. იგი ითვლება ყველაფრის ღმერთად, რაც ხელმძღვანელობს ადამიანის ცხოვრებას. სწორედ, რომ ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაება დიონისესათვის აშენდა აქ, თეოსში ყველაზე დიდი ტაძარი.

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ყველაზე დიდი ყურადღება ექცეოდა ანტიკურ ხანაში, იყო ტაძრის არქიტექტურა. არქიტექტორები ავითარებენ სხვადასხვა სტილს, სრულყოფილი გეგმის მისაღწევად. ელინისტური პერიოდის ცნობილმა არქიტექტორმა, ჰერმოგენე ანატოლიელმა, პირველად გამოიყენა განსხვავებული დიზაინი დიონისეს ტაძარში. არქიტექტურული ელემენტების განთავსებამდე ცნობილი არქიტექტორი ტაძრის იატაკს ჭადრაკის დაფის მსგავსად კვადრატებად ყოფს და შემდეგ შესანიშნავად ათავსებს.

ღვთაება დიონისეს სახელით აშენებული თეოსის ტაძარი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან წმინდაა. რადგან, დიონისე არის ქალაქის მთავარი ღმერთი, ის არის თეოსის, ყურძნისა და ბუნების მფარველი.

პოეტების, მუსიკოსებისა და თეატრის მსახიობებისგან შემდგარი დიონისეს მხატვართა კავშირი აერთიანებს ანტიკური ხანის მნიშვნელოვან მხატვრებს. თეოსი მრავალი წლის განმავლობაში რჩება ხელოვნების ქალაქად და გაერთიანება აგრძელებს არსებობას სხვა ქალაქებშიც.

ანტიკური ქალაქი თეოსი მკვლევართა ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ თავისი არქიტექტურული ნაშთებით, არამედ წარწერებითაც. იმიტომ, რომ წარწერები აწვდის ექსპერტებს ისტორიის ხელშესახებ დოკუმენტებს, რომელიც მიწასთან არის შერეული. მაგალითად, გათხრების დროს აღმოჩენილი ერთ-ერთი წარწერა არის უძველესი საიჯარო ხელშეკრულება ანატოლიაში. სხვა წარწერაში წერია, რომ ქალაქში ჩამოყალიბდა სკოლა და ასევე ამ წარწერებში მითითებულია თუ რამდენი ხელფასი უნდა გადაეხადოს მასწავლებლებს; კიდევ ერთ წარწერაში წერია, რომ გამოცდები უნდა ჩატარდეს პარლამეტის შენობაში.

ზოგიერთი მკვლევარი ანატოლიას, კულტურების ძირითად რეგიონად განსაზღვრავს. ეს უძველესი დაგროვება და სიმდიდრე ვითარდება ერთი ცივილიზაციიდან მეორეში გადატანით. კულტურული ტრანსფერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ხელოვნება. თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი, მუსტაფა ქემალ ათათურქი ხელოვნებისა და ხელოვანების მნიშვნელობას ამ სიტყვებით გადმოსცემს: „ხელოვნების გარეშე დარჩენილი ერი, სასიცოცხლო სისხლძარღვ გაწყვეტილ არსებას ჰგავს“.  

და ბოლოს დღევანდელ პროგრამაში ანტიკურ ქალაქ თეოსზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...  



მსგავსი ინფორმაციები