მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 49-2022

კოჟრის მკურნალობა ბუნებრივი საშუალებებით

1863175
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 49-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 49-2022

კოჟრის მკურნალობა ბუნებრივი საშუალებებით

თბილი წყალი

ეს არის თბილ წყალში გაჩერების მეთოდი. თუ ფეხებზე ან თითებზე კოჟრი გაქვთ, თბილ წყალში 20 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ეს ადგილი რბილად დაიზილოთ და კოჟრი მოიცილოთ. ეს მეთოდი კვირაში 2-3-ჯერ შეგიძლიათ გაიმეოროთ.

თეთრი ძმრის და ხახვის სამკურნალო კურსი

მასალები:

• 1 ჩაის ჭიქა თეთრი ძმარი

• 1 თავი ხახვი

• 1 მინის ქილა

• ბამბა

• სტრეჩ ფირი

გამოყენება:

დაჭერით და შუშის ქილაში ჩაყარეთ ხახვი, დაასხით თეთრი ძმარი. დატოვეთ ნარევი 8 საათის განმავლობაში თავდახურული. დაახლოებით 8 საათის შემდეგ ჩადეთ ნარევში დიდი ბამბის ბურთი და დაიდეთ იგი კოჟრის ადგილზე.

ჯერ ამ ბამბით გაიწმინდეთ კოჟრის მიდამო, შემდეგ შემოახვიეთ ბამბა კოჟრზე და შემდეგ კი სტრეჩ ფირის. გაიმეორეთ ეს პროცესი 10 დღის განმავლობაში.

ვაშლის ძმარი

4 ჭიქა წყალს დაუმატეთ ოთხი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და აურიეთ. დააჩერეთ ამ ნარევში კოჟრიანი ადგილი 20 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიზილოთ და მოიცილოთ კოჟრი.

ნივრიანი ზეითუნის ზეთი

მასალები:

• 3 კბილი ნიორი

• 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

• სტრეჩის ფირი

• ბამბა

გამოყენება:

ნიორი წვრილად დაჭერით თასში. არ დაგავიწყდეთ დაქუცმაცებული ნიორი შეურიოთ ზეითუნის ზეთში. პირველ რიგში, მიღებული ნაზავით გაიწმინდეთ კოჟრიანი ადგილი, შემდეგ კი წაისვით. სურვილისამებრ შეგიძლიათ აიღოთ ნაზავი ბამბით და შემოიხვიოთ სტრეჩის ფირით. გამოიყენეთ 1 კვირა.

აბუსალათინის ზეთი

შეურიეთ 5 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი და 1 ლიტრი წყალი. ამ ნარევში გააჩერეთ კოჟრიანი ადგილი.

პომიდვრის კანი

მასალები:

• დიდი პომიდორი

• სახვევი

გამოყენება:

მოცლილი პომიდვრის კანი დააფარეთ კოჟრიან ადგილზე და შეიხვიეთ ბინტით, რათა არ ჩამოცვივდეს.

ეფსომის მარილი

ჩაყარეთ 2-3 კოვზი ეფსომის მარილი თბილ წყალში. ამ წყალში გაჩერებით შეგიძლიათ დაარბილოთ კოჟრიანი ადგილი.

ანანასის კანი

მასალები:

• 1 პატარა ანანასი

• სტრეჩის ფირი

გამოყენება:

გამოაცალკევეთ ანანასი მისი კანისაგან. კანის შიგნითა ნაწილი ანუ ყვითელი ადგილი დაიდეთ კოჟრიზე. გაიმეორეთ მინიმუმ 7 დღის განმავლობაში.

ჩაის ხის ზეთი

ჩაასხით 2-3 წვეთი ჩაის ხის ზეთი თბილი წყლით სავსე თასში. გააჩერეთ კოჟრიანი ადგილი წყალში მანა სანამ არ იგრძნობთ, რომ კანი დარბილდა და კოჟრი ძვრება. იმის გამო, რომ ჩაის ხის ზეთი ძალიან ძლიერი ზეთია, კანი ამ წყალში მაქსიმუმ 15 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გვირილიანი წყალი

მასალები:

• 1ლ წყალი

• გვირილის ჩაი ან გამხმარი გვირილა

მასალები:

დაახლოებით 1 ლიტრ წყალში დაამატეთ გამხმარი გვირილა ან გვირილის ჩაი. დაველოდოთ გვირილების გახსნას.

გააჩერეთ ფეხები გვირილიან წყალში ყოველდღე 30 წუთის განმავლობაში.

 

ბანანის ქერქი

დაიდეთ ბანანის ქერქი კოჟრიან ადგილზე.

ლეღვის მეთოდი

მწვანე, დაუმწიფებელი ლეღვის წვენი ეფექტური საშუალებაა ხელებსა და ტერფებზე კოჟრის სამკურნალოდ. მწვანე ლეღვის დაკრეფის შემდეგ, წვენი გამოწურეთ და დღეში სამჯერ წაისვით კოჟრიან ადგილებში.

ლიმონი

დაისხით ახალი ლიმონის წვენი კოჟრიან ადგილზე და გააშრეთ. გააკეთეთ ეს მინიმუმ სამჯერ დღეში.

ალტერნატივად, ჩაყარეთ ორი ცალი მიხაკი ერთ  სუფრის კოვზ ლიმონის წვენში და გააჩერეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ მიხაკი და შეიზილეთ ლიმონის წვენი კოჟრიან ადგილზე. დაელოდეთ სანამ გაშრება და ისევ წაისვით. გაიმეორეთ ეს მეთოდი დღეში რამდენჯერმე.

ნიორი

წაისვით ერთი კბილი ნიორი კოჟრიან ადგილზე.

ალტერნატივად შეგიძლიათ დაჭრათ ორი კბილი ნიორი და დაამატოთ ცოტა ძმარი. შემდეგ წაისვით ეს ნაზავი კოჟრიან ადგილზე. დაადეთ ბამბა და დააფიქსირეთ ლენტით. გააჩერეთ ორი-სამი საათი, შემდეგ მოაცალეთ ლენტი და გაასუფთავეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღე რამდენიმე კვირის განმავლობაში.

საცხობი სოდა და ლიმონი

თასში დაამატეთ თბილი წყალი და 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. მას შემდეგ, რაც ამ ხსნარში კოჟრიან ადგილს 2 წუთის განმავლობაში გააჩერებთ, დაამატეთ საცხობი სოდა. გააჩერეთ კიდევ 5-10 წუთის განმავლობაში და კოჟრიანი ადგილი გაიწმინდეთ.

ძვირფასო რადიომსმენელებო თქვენ უსმენდით ექიმ მეჰმეთ უჩარის მიერ მომზადებულ პროგრამას სახელწოდებით „მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით“. გემშვიადობებით, მომავალ შეხვედრამდე.

 



მსგავსი ინფორმაციები