აქტუალური თემის ანალიზი 48-2022

მარცვლეულის შეთანხმება

1861068
აქტუალური თემის ანალიზი 48-2022

აქტუალური თემის ანალიზი 48-2022   

მარცვლეულის შეთანხმება

სტამბოლში გაფორმებული მარცვლეულის შეთანხმებით, რუსეთ-უკრაინის ომი კვლავ წინა პლანზე წამოიწია. 2022 წლის თებერვალში დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომის გამო, უკრაინის საწყობებში ჩარჩენილი 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტი ჩიხში შევიდა. რთველის ახალი სეზონის დაწყების მიუხედავად, საწყობებში პროდუქციისთვის ადგილის არქონა მარცვლეულის წარმოებას ართულებს. ასაფეთქებელი ნივთიერებების და საბრძოლო ხომალდების გამო საზღვაო გზით ექსპორტის შეუძლებლობა უკრაინას ალტერნატიული სავაჭრო გზების ძიებაში უბიძგებს. თუმცა, საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობა და ომის გაგრძელება ართულებს მარცვლეულის მიწოდების სხვადასხვა მარშრუტების გამოყენებას.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს... 

ბოლო ორი წლის განმავლობაში სურსათის გლობალური ინფლაციის მიერ მიღწეული 60 პროცენტიანი პიკი შეიძლება იყოს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული ფასების ცვალებადობის მაგალითი. ერითრეა, სომალი, ლიბია, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ომანი, ისრაელი, ტუნისი, ეთიოპია, იემენი და კენია იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც ძირითადად მარცვლეულის მოთხოვნილებას უკრაინიდან აკმაყოფილებენ რა, ყველაზე მეტად დაზარალებულიც ესენი აღმოჩნდნენ. სურსათის გლობალურ წარმოებაში უკრაინის წილის გათვალისწინებით, მათთვის, ვინც ამ ქვეყნიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტს ამარაგებს, უჭირს მოკლე დროში სხვა ქვეყნიდან იმპორტი. ვინაიდან, მოკლე დროში შეუძლებელია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდება, რომლის ფასები გაიზარდა კორონავირუსის ეპიდემიის, ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისის გამო. ამ მიზეზით, მნიშვნელოვანია უკრაინის მარცვლეულის დერეფნის გახსნა. დერეფნის სრული ფუნქციონირებით, სურსათის გლობალურ ფასებზე შემცირება შესაძლებელი გახდება. დასავლეთ აზიისა და აფრიკის ქვეყნები არიან მათ შორის, ვინც ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებს ამ პროცესიდან.

ომის შედეგად გამოწვეული სურსათის მიწოდების დისბალანსის აღმოსაფხვრელად, თურქეთ-რუსეთ-უკრაინის პარტნიორობით დაგეგმილი კვების დერეფანი მიზნად ისახავს უკრაინის საწყობებში არსებული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე გატანას.

თურქეთი, რომელიც ღიად ინახავს დიალოგის არხებს ორ მეომარ ქვეყანასთან, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა, კონფლიქტის დაწყების დღიდან დიპლომატიური გზით ცდილობს მშვიდობის გარემოს აღდგენას. რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული სანქციებისა და იზოლაციის პოლიტიკის გამო, შეზღუდულია იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ დიპლომატიური მაგიდა მოაწყონ ომით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად. თურქეთს მარცვლეულის დერეფანთან მიმართებაში წარმატება მოუტანა იმ ფაქტმა, რომ იგი ომის პირველივე დღეებიდან ატარებდა დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას და ხაზს უსვამდა, რომ შეუძლია მხარეებს შორის შუამავლის მისია შეასრულოს. ასე, რომ მარცვლეულის გემები მსოფლიო ბაზრებზე თურქეთის გავლით თურქეთის საზღვაო ფლოტის თანხლებით შესძლებენ გავლას. ეს მდგომარეობა დადებითად აისახება სურსათის ფასებზე როგორც მსოფლიოში, ასევე თურქეთში.

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს შეთანხმების მოსალოდნელ წარმატებას, იქნება მისი სათანადო განხორციელება უკრაინისა და რუსეთის მიერ. მაგრამ, არსებობს გარკვეული რისკებიც. ამ ეტაპზე, ხელშეკრულების სათანადო შესრულების გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს თავდასხმები სასოფლო-სამეურნეო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე. რუსეთის თავდასხმების გაგრძელებამ და/ან უკრაინელი ფერმერების პროდუქციის ჩამორთმევამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდოს შეთანხმების წარმატება, რაც სამომავლოდ უკრაინის მხრიდან წარმოების შემცირებას გამოიწვევს, წერს ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორი, პროფესორი მურათ იეშილთაში.



მსგავსი ინფორმაციები