იცით თუ არა, რომ? 45-2022

პომიდორი

1855129
იცით თუ არა, რომ? 45-2022

იცით თუ არა, რომ? 45-2022

პომიდორი

იცით თუ არა, რომ თურქეთი პომიდვრის მწარმოებელი მეოთხე ქვეყანაა მსოფლიოში?

როგორც მსოფლიოში, თურქულ სამზარეულოშიც ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი  სოფლის მეურნეობის პროდუქტია პომიდორი. სინამდვილეში, თურქულ სამზარეულოში ამის ამსახველი გამონათქვამიც კი არსებობს: „ხახვის და ტომატის შეწვის შემდეგ, მასში რასაც ჩაყრით, იმის საკვები გამოვა“. პომიდორი, რომლის სამშობლოც ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა, მექსიკიდან ევროპაში მე-16 საუკუნეში  გავრცელდა და თურქმა მოვაჭრეებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მის გავრცელებაში ხმელთაშუა ზღვის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

პომიდორი არის საკვები, რომელსაც აქვს მრავალი დაავადებისგან დამცავი თვისებები A, E და C ვიტამინების მაღალი დონით, მრავალი მინერალური ნივთიერებითა და მცენარეული ბოჭკოებით. ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი ჯიშის პომიდორი იწარმოება მსოფლიოში. თურქეთში მუდმივად ვითარდება და იზრდება სხვადასხვა სახეობის პამიდვრის წარმოება. არსებობს პომიდვრის მრავალფეროვნება, რომელიც შეიძლება გაიზარდოს ღია და სასათბურე მეურნეობაში.

თურქეთი, მსოფლიოში პომიდვრის წარმოებით მეოთხე ქვეყანაა. თურქეთში ჩამოსული ტურისტები, რომლებიც აგემოვნებენ ათობით სხვადასხვა სახეობის პომიდორს, თავის ქვეყნებში დაბრუნებისას აქ მირთმეული პომიდვრის გემოს ვერ ივიწყებენ.


საკვანძო სიტყვები: #პომიდორი , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები