ანატოლიის კულტურული საგანძურები 45-2022

ანტიკური ქალაქი ჰარპუტი

1853162
ანატოლიის კულტურული საგანძურები 45-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 45-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ანტიკური ქალაქი ჰარპუტი

ანატოლია, თავისი ისტორიით, რომელიც მოიცავს ათასობით წლებს, არის გეოგრაფია, სადაც კულტურები აღმოცენდება. ეს არის ადგილი, რომელიც ყოველ წამს აოცებს ადამიანებს. ამ მიწებზე არის მრავალი დასახლება, რომელიც მიეკუთვნება ნეოლითურ ხანას. ეს არის ადგილები, სადაც მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა კაცობრიობის ისტორიაში.

ქალკოლითურ პერიოდს უწოდებენ ქვის და ლითონის ხანას, მაგრამ ძირითადად ცნობილია როგორც სპილენძის ხანა. ანატოლიის მიწებზე სპილენძის ხანის კუთვნილი მნიშვნელოვანი დასახლებების დასაწყისი არის მდინარე ევფრატის აუზი. დღევანდელ პროგრამაში ერთ-ერთ მათგანიდან ანტიკურ ქალაქ ჰარპუტზე ვისაუბრებთ.

ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარებასთან ერთად ევფრატის სანაპიროზე მრავალი დასახლება გაჩნდა. ელაზიღში მდებარე ანტიკური ქალაქი ჰარპუტი ერთ-ერთი მათგანია. იგი ძირითადად ცნობილია როგორც უძველესი და შუა საუკუნეების ქალაქი, მაგრამ მისი ისტორია გაცილებით შორს მიდის. ჰარპუტში ჩატარებული გათხრების მიხედვით, აქ პირველი დასახლება თარიღდება პალეოლითის ხანით, ძველი ქვის ხანით, რომელიც კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ხანგრძლივ პერიოდს წარმოადგენს. ის ფაქტი, რომ რეგიონი მდიდარია წყლის რესურსებითა და მაღაროებით, ქალაქს შეუცვლელს ხდის. სპილენძის მაღაროებთან სიახლოვე მას იმდროინდელ მიზიდულობის ცენტრად აქცევს. მოპოვებული ნედლი სპილენძი მუშავდება ჰარპუტისა და მის შემოგარენში მდებარე ცენტრებში და გადაიქცევა სხვადასხვა სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნივთებად. ჭარბი საქონელი იწვევს ვაჭრობას მეზობელ ქვეყნებთან. მყარდება ურთიერთობა სირიასთან, მესოპოტამიასთან და ცენტრალურ ანატოლიასთან, რითაც ჰარპუტი ღორძინდება სოციალურად, ეკონომიკურად და კულტურულად. ჰარპუტი არასოდეს კარგავს თავის მნიშვნელობას. განსაკუთრებით ურარტუს, რომაულ, ბიზანტიურ და ოსმალეთის პერიოდში, იგი იქცა დიდ ქალაქად, სადაც სხვადასხვა კულტურები ერთად ცხოვრობდნენ.

ციცაბო კლდეებზე აგებული ქალაქი ჰარპუტი, რომელიც ყოველთვის დამცავ პოზიციაში იმყოფებოდა, წარსულში „ქვის ციხედაც“ მოიხსენიებოდა. ჰარპუტის ციხე, რომელიც ურარტუს პერიოდში აშენდა, სხვადასხვა დროს შეკეთდა და დღემდე შესძლო გადარჩენა. ციხესიმაგრეში და მის ირგვლივ გათხრების დროს აღმოჩენილია წყლის ცისტერნა, არსენალი, ზარაფხანა, მეჩეთი და სახელოსნოები. ციხის შესახებ რეგიონში ჭორიც დადის. ამბობენ, რომ ციხის აგების დროს გვალვა იყო. როცა ოსტატებმა ხსნარისთვის წყალი ვერ იპოვეს, რძისა და კვერცხის ცილის შერევით  მოამზადეს ხსნარი და ციხეც ასე ააშენეს. ამიტომ ჰარპუტის ციხე დღეს ხალხში ასევე ცნობილია როგორც „რძის ციხე“.

ქალაქის ღირსშესანიშნაობებს შორის ციხის გარდა ასევე გახლავთ ულუ მეჩეთი. ეს მეჩეთი ერთ-ერთი უძველესი თურქული მეჩეთია ანატოლიაში. მეჩეთის მინარეთი არის დახრილი, ისევე როგორც პიზის დახრილი კოშკი იტალიაში. ზოგი ამბობს, რომ მინარეთი შეგნებულად აშენდა მრუდე, ზოგი კი ამბობს, რომ მიწისძვრამ გამოიწვია.

კიდევ ერთი ნაგებობა, რომელიც დღემდეა შემორჩენილი და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უძველეს ეკლესიად ამ მიწებზე, არის ღვთისმშობლის ეკლესია.

დღეს ჰარპუტი, მთელი თავისი შენობებით, ჰგავს მუზეუმს ღია ცის ქვეშ. უძველესი ქალაქი, რომელიც ატარებს მრავალი ცივილიზაციის კვალს თავისი ათასობით წლის ისტორიით, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის დროებით სიაშია შეყვანილი.

მეორეს მხრივ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჰარპუტის ციხის ირგვლივ ჩატარებული გათხრების დროს უნიკალური ქვის არტეფაქტები იქნა აღმოჩენილი.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, ანტიკურ ქალაქ ჰარპუტზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...  

 



მსგავსი ინფორმაციები