ანატოლიის კულტურული საგანძურები 42-2022

არარატის მთა და ისაკ ფაშას სასახლე

1843445
ანატოლიის კულტურული საგანძურები 42-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 42-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

არარატის მთა და ისაკ ფაშას სასახლე 

ოდესმე ყოფილხართ მთის მწვერვალზე ან თუ გიფიქრიათ ასვლა? გიჟურად გეჩვენებათ ალბათ ეს საშიში და რთული მოქმედება? თუ გგონიათ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადო?... მთები და მათი მწვერვალები ზოგიერთისთვის შეუცვლელი ვნებაა. მთამსვლელები ამბობენ, რომ მთის მწვერვალზე ასვლებით, შესაძლებელია ადამიანის ადგილის გაგება სამყაროში. მთამსვლელები შესაფერისი ამინდის პირობებში, შესაბამისი აღჭურვილობით იწყებენ მთებზე ასვლას. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი თუ მოყვარული მთამსვლელების სამიზნე სხვადასხვა მწვერვალებია, არის გარკვეული მთები, რომლებზეც ბევრი ოცნებობს ასვლას. ერთ-ერთი მათგანია არარატის (აღრის) მთა, დიდი მთა აღმოსავლეთ თურქეთში.

შუა საუკუნეების ცნობილი მოგზაური მარკო პოლოს არარატის მთის მიმართ აცხადებს, რომ ვერავინ შესძლებს მასზე ასვლას. იგი მოხსენიებულია ლეგენდებსა და წმინდა წერილებში. ითვლება, რომ ნოეს კიდობანი ამ მთაზეა. ენთუზიასტები გემის პოვნის მონდომებით წლების განმავლობაში ადიან არარატის მთაზე. არარატის მთა აოცებს ხალხს თავისი დიდებულებით და აძრწუნებს კიდეც. ეს არის ლეგენდების სახლი. მთის ზომა რომ გაიგო, შორიდან უნდა შეხედო. არარატის მთა თურქეთის უმაღლესი მწვერვალი და უდიდესი ვულკანური მთა. იღდირსა და აღრის პროვინციებს შორის მდებარე მთა იმდენად დიდებულია, რომ მოწმენდილ ამინდში მისი დანახვა შეიძლება სომხეთიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.

ანატოლიის ეს უმაღლესი მთა ასევე მოიხსენიება ერთ-ერთ ულამაზეს სასახლესთან ერთად. ეს სასახლე, რომელიც თითქოს ათასერთი ღამის ზღაპრებიდანაა გამოსული, გახლავთ ისაკ ფაშას სასახლე, ოსმალეთის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნამუშევარი. დღეს აღრის დოღუბაიაზითის რაიონში მდებარე სასახლე აშენდა ბორცვზე, რომელიც გადაჰყურებს იღდირის დაბლობს. სასახლე, რომელიც ზემოდან გადაჰყურებს ძველ აბრეშუმის გზას, ითვლება ერთადერთ სასახლედ ანატოლიაში, რომელიც შემორჩენილია ოსმალეთის პერიოდიდან. ისაკ ფაშას სასახლის მშენებლობა, რომელსაც 99 წელი დასჭირდა, ითვლება რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაგებობად. ეს დიდებული ნაგებობა, რომელიც ატარებს სელჩუკთა, ირანულ და ოსმალეთის არქიტექტურის კვალს, ასევე იქცევს ყურადღებას ბაროკოსა და როკოკოს ელემენტებით. სასახლე, რომელიც ხიბლავს მის მნახველს, ასახავს სხვადასხვა კულტურის სინთეზს.

იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დროებით სიაში შეტანილი ისაკ ფაშას სასახლე, ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს ნამუშევრად თურქული არქიტექტურის ისტორიაში. ისაკ ფაშას სასახლე ხელოვნების ძეგლია არა მხოლოდ თავისი მდებარეობითა და ბრწყინვალე არქიტექტურით, არამედ მონუმენტური კარიბჭეებითა და ქვის ოსტატური ნიმუშებით…

ისაკ ფაშას სასახლე, თოფქაფის სასახლის შემდეგ ყველაზე დიდი მონუმენტური ნაგებობა ოსმალეთის იმპერიაში. სასახლის ზოგიერთი ნაწილი დაპროექტებულია როგორც ერთჯერადი, ზოგი ნაწილი გათვლილია ორად, ზოგი ნაწილი გათვლილია სამ სართულად. ისაკ ფაშას სასახლე აშენებულია ადგილობრივი ქვებით.

სასახლეს, რომელიც აშენდა 7600 მ²-ის ფართობზე, გააჩნია ყველა ის ნაგებობა, რაც პატარა ქალაქს სჭირდება. აბანო, თონე, დაცვის პალატები, მოსამსახურეთა ოთახი, სასამართლო დარბაზი, ციხე… ეს მხოლოდ რამდენიმე ნაგებობაა სასახლის კომპლექსში. სასახლეს, რომელიც გამაგრებულ ციხესიმაგრეს წააგავს და სამასზე მეტი ოთახი აქვს, მომხიბლავი ატმოსფეროა. სასახლის მნახველი აუცილებლად ფიქრობს იმაზე, თუ როგორ თბება ამ ზომის შენობა. ისაკ ფაშას სასახლე ამ ასპექტით იქცევს ყურადღებას, რადგან გათბობის სისტემა ასობით წლის წინ იყო დანერგილი. სასახლე ცხელი წყლით თბებოდა, რომელსაც ღუმელებში ადუღებდნენ და თიხის მილებით ბრუნავდა. ის, რომ შენობაში დღევანდელი ცენტრალური გათბობის სისტემის მსგავსი მეთოდი გამოიყენეს, დღესაც გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს მნახველებში.

შეუძლებელია შთაბეჭდილება არ მოახდინოს ამ მარტოხელა სასახლის ხილვამ მნახველზე, რომელიც მთელი თავისი ბრწყინვალებით ჩნდება თქვენს წინაშე, ერთ-ერთ მიუვალ ადგილზე.  მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ისაკ ფაშას სასახლის მნახველი დასავლელი მოგზაურები თავიანთ აღტაცებას და აღფრთოვანებას ვერ მალავენ საკუთარ მემუარებში. სასახლის კერამიკა, ყვავილების მოტივებით მოხატული პანელები, ჭერი, რომელზედაც ფანტასტიკური ფრინველებია გამოსახული, თითქმის კასკადია იმ მოგზაურების მოგონებებიდან. ეს მოგზაურები აღწერენ სასახლის სარკეებს, ოქროთი მოოქროვილი დიდებულ დარბაზებს, თითქოს ზღაპრის სასახლეს აღწერდნენ. მის ფანჯრებიდან არარატის მთა კი შესანიშნავად ჩანს. 

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, არარატის მთასა და ისაკ ფაშას სასახლეზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...  



მსგავსი ინფორმაციები