აქტუალური თემის ანალიზი 36

უკრაინის კრიზისი და ახლო აღმოსავლეთის ნორმალიზაცია

1822874
აქტუალური თემის ანალიზი 36

აქტუალური თემის ანალიზი 36         

უკრაინის კრიზისი და ახლო აღმოსავლეთის ნორმალიზაცია

ახალი ცივი ომის შედეგად გამოწვეული დაძაბულობა და რუსეთ-უკრაინის ომი, ვაშინგტონს აღარ აძლევს იმის შესაძლებლობას ახლო აღმოსავლეთს მეტი ყურადღება დაუთმოს.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

ისრაელი და სპარსეთის ყურის ზოგიერთი ქვეყანა შეშფოთებულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, რუსეთ-უკრაინის ომის გახანგრძლივების გამო ვენაში, თეირანთან მიმდინარე ბირთვულ მოლაპარაკებებში სერიოზულ შესაძლო დათმობებზე წავა.

ფიქრობენ, რომ თუ ირანი დათანხმდება დაექვემდებაროს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას, ვაშინგტონი მოხსნის  ირანის სარაკეტო შესაძლებლობების შეზღუდვის შესახებ მოთხოვნების დაბლოკვებს და უგულებელყოფს თეირანის ადგილობრივი მილიციის გავლენას რეგიონში. ფაქტობრივად, ვაშინგტონში განხილული ბირთვული შეთანხმების განახლებასთან დაკავშირებით ირანის რევოლუციური გვარდიის აშშ-ს მხრიდან ტერორისტული ორგანიზაციის სიიდან ამოღების შესაძლებლობა განიხილება როგორც უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც ძნელად მისაღებია ზემოთ ხსენებული ქვეყნებისთვის.

ყურის ქვეყნები, განსაკუთრებით ბოლო წლებში, იმედგაცრუებული არიან აშშ-ს დამოკიდებულებით. ვაშინგტონის ორიენტაციის პოლიტიკა აზიისკენ, წარმოადგენს რეგიონის ცნობადობის დაქვეითებას. ანალოგიურად, როგორც ჩანს, აღინიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ ჩაერია იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე სარაკეტო თავდასხმების საკითხში. ამიტომ, ყურის ქვეყნები მიდრეკილნი არიან ურთიერთობების დივერსიფიკაციისკენ. აშშ-ს გარდა, ისინი დიდ სახელმწიფოებთან, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისა და ახალი კომერციული ურთიერთობების შესაქმნელად შესაბამის მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ არ არის კმაყოფილი რეგიონის ქვეყნების დივერსიფიკაციის პოლიტიკით, მას ჯერ არ აქვს სერიოზული დამოკიდებულება ამ სიტუაციის შებრუნებისთვის. თუმცა, მომავალში, მოულოდნელად, ვაშინგტონის ადმინისტრაცია შესაძლოა ჩაერთოს ყურის, ისრაელისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების დაახლოების პროცესში. ვაშინგტონს შეიძლება სურდეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ეს კლასტერი გადააქციოს კოზირად თავისი დიდი ძალების მეტოქეობაში. ამ პროცესში შესაძლოა გაჩნდეს ახალი საფუძველი საკითხებზე დაფუძნებული რეგიონული თანამშრომლობისთვის.

ამჟამად, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, იორდანია, მაროკო, ბაჰრეინი, ერაყი და ისრაელი არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ეძებენ თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სხვადასხვა შეხვედრებით. შესაძლოა თურქეთის ინტერესებში იყოს ჩართვა ამ მრავალმხრივ ინიციატივებში საკუთარ მიზნებთან თავსებად სიტუაციებში. თუ ანკარა მიიღებს მონაწილეობას ამ მრავალმხრივ თანამშრომლობის ინიციატივებში მონაწილეობას სხვადასხვა კუთხით, ირანის რევოლუციური გვარდიის ფორმირებების მზარდი გავლენა რეგიონში ირიბად დაბალანსდება. გარდა ამისა, თურქეთი მოქმედებს ყურის რეგიონში კომერციული მომგებიანი ლოგიკით. ამ მიზეზით, ამ ინიციატივების გაღრმავება ნიშნავს, რომ ანკარა ახალ პარტნიორობას ამყარებს რეგიონის ქვეყნებთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა და ტურიზმი.

სწორედ ამ თვალსაზრისით, უახლოეს დღეებში თურქეთმა შესაძლოა ახალი ნაბიჯები გადადგას ახლო აღმოსავლეთში ნორმალიზაციისკენ და ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუტანოს უკრაინის კრიზისის დროს, წერს ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორი, პროფესორი მურათ იეშილთაში. 



მსგავსი ინფორმაციები