იცით თუ არა, რომ 32-2022

„პეპლების ხეობა“

1813521
იცით თუ არა, რომ 32-2022

იცით თუ არა, რომ 32-2022

„პეპლების ხეობა“

იცით თუ არა, რომ პეპლების 80-ზე მეტი სახეობა ცხოვრობს თურქეთის ეგეოსის რეგიონში მდებარე „პეპლების ხეობაში“?

 „პეპლების ხეობა“ არის ბუნებრივი საგანძური, რომელიც მდებარეობს დაბა ოლუდენიზის საზღვრებში, მუღლას ფეთჰიეს რაიონში. 350 მეტრამდე ციცაბო კლდეებითა და ზღვით გარშემორტყმული ხეობა თითქოს იზოლირებულია მსოფლიოსგან... სახმელეთო წვდომის არქონამ და სახელმწიფოს მიერ დაცულ ტერიტორიად გამოცხადებამ ასევე ხელი შეუწყო ხეობას გადარჩენაში. დღეს რეგიონს, რომელიც დაცულია გარემოს დაბინძურების უარყოფითი გავლენისგან, ბუნებრივი პარკის იერი აქვს. პეპლების ხეობამ თავისი სახელი მიიღო 80-ზე მეტი სახეობის პეპლისგან, განსაკუთრებით კი ოთხწერტილიანი დათუნელასგან, რომლებიც ამ ხეობაში ბინადრობს. მიუხედავად იმისა, რომ ოხწერტილიანი დათუნელა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გვხვდება, ისინი მხოლოდ პეპლების ხეობაში დაფრინავენ კოლონიების სახით. ხეობის უნიკალური გეოგრაფიული სტრუქტურა ნატურალისტების მიერ გამოკვლევისა და ლაბორატორიული კვლევების ხშირი საგანია და როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ყურადღებას იპყრობს.

პეპლების ხეობაში, რომელიც ნაჩვენებია როგორც ეკო ტურიზმის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება თურქეთში და მსოფლიოში, არის ბაზა ბუნებრივი ცხოვრების დასაცავად, მის მხარდასაჭერად და პროექტების განსახორციელებლად. ეს ბაზა სტუმრებს სთავაზობს კარვებში და ხის სახლებში განთავსებას. აღნიშნული ბაზა, რომელიც ასევე ახორციელებს ხეობაში ეკოლოგიურ სოფლის მეურნეობას, ასევე ატარებს პროექტებს დასუფთავების, ზღვის გაწმენდისა და სუფთა ენერგიის შესახებ. ამ ობიექტის მიერ ინფორმაციის ფლობის გარეშე, რომლიც მომსახურებას ყოველწლიურად 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე ახორციელებს, ხეობაში დარჩენა შეუძლებელია.


საკვანძო სიტყვები: #პეპლების ხეობა , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები