ანატოლიის კულტურული საგანძურები 30-2022

ჰაჯი ბექთაშ-ი ველი

1801096
ანატოლიის კულტურული საგანძურები 30-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 30-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ჰაჯი ბექთაშ-ი ველი

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ მუხლში ნათქვამია: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი ღირსებითა და უფლებებით“. მე-2 მუხლში ნათქვამია, რომ ყველას აქვს ამ დეკლარაციაში მითითებული ყველა უფლება, ყოველგვარი განსხვავების გარეშე, როგორიცაა რასა, ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური ან სხვა ხედვა, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობა.

ეს დეკლარაცია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს იქნა მიღებული.  იცით თუ არა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამდე დაახლოებით 700 წლით ადრე ვინმე საუბრობდა ამ იდეებზე ანატოლიის გეოგრაფიაში?

დღეს მოგითხრობთ ჰაჯი ბექთაშ-ი ველიზე, დიდ მოაზროვნეზე, რომელიც ხალხს აყენებს თავისი ფილოსოფიის ცენტრში, რომელიც მან დააფუძნა ტოლერანტობაზე და მშვიდობაზე.

ჰაჯი ბექთაშ-ი ველი ერთ-ერთი ხორასნელი თურქია. იგი სწავლობდა ფილოსოფიას, სოციალურ მეცნიერებებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს თურქესტანში, ხოჯა აჰმედ იესევის სკოლაში. ის ანატოლიაში იმ დროს ჩავიდა, როდესაც ანატოლიის სელჩუკთა სახელმწიფოს პოლიტიკური წესრიგი დაირღვა და დაიწყო მონღოლთა შემოსევები. მისი მოგზაურობა, რომელიც დაიწყო ხორასანიდან, მთავრდება მუშქარაში, ანუ დღევანდელ ნევშეჰირში, სადაც მან გადაწყვიტა დასახლება. ხანგრძლივი მოგზაურობის დროს ის პოულობს შესაძლებლობას დააკვირდეს სხვადასხვა კულტურას, განსხვავებულ რწმენას და ხალხს. ჰაჯი ბექთაშ-ი ველი იმ პერიოდის მღელვარე გარემოში სიმშვიდესა და სიყვარულს აყენებს წინა პლანზე. ის გულდასმით იკვლევს ანატოლიის სოციალურ, კულტურულ და რელიგიურ სტრუქტურას. ის ფიქრობს, რომ იმისათვის, რომ ამ მოზაიკის შემადგენელი ნაწილები ერთად დარჩეს, განსხვავებები ერთმანეთს უნდა აურიოთ. ის მოუწოდებს მთელ კაცობრიობას სიყვარულის, მშვიდობისა და ძმობისკენ. თავის აზრებს გამოთქვამს მისტიკის საფუძველზე. მისი იდეები ნათელს ჰფენს საუკუნეების წინანდელ აწმყოს. ის გამოხატავს, რომ სხვადასხვა წარმოშობისა და კულტურის მქონე ადამიანები თანასწორნი არიან.

მე-13 საუკუნეში მონღოლთა შემოსევის შედეგად განადგურებულ ანატოლიაში ბევრი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ და დაშორდა წარმოებას. სუფისტური გაგება, რომელიც ემყარება ძმური ცხოვრების იდეას და ყველა სარწმუნოების ერთიანობას, აშკარა ხდება ანატოლიის ასეთ პერიოდში. ამ გაგებას საზოგადოებას გადასცემენ ისეთი მნიშვნელოვანი მოაზროვნეები, როგორებიც არიან ჰაჯი ბექთაშ-ი ველი, იუნუს ემრე და მევლანა. ეს ღირებული მოაზროვნეები ხელმძღვანელობენ ადამიანებს იმისათვის, რომ მათი მატერიალური და სულიერი სამყარო გაეჯანსაღებინათ. ისინი იბრძვიან ნდობის, მშვიდობისა და მაღალი ადამიანური ღირებულებების განვითარებისკენ. ეს მოაზროვნეები წარმოადგენენ თავიანთ შეხედულებებს რელიგიურ საკითხებზე თანასწორობის საფუძველზე, წარმოების და სოციალური ურთიერთობების იგნორირებაზე. ისინი კარებს ღიად ტოვებენ როგორც ქრისტიანებისთვის, ასევე ებრაელებისთვის.

ჰაჯი ბექთაშ-ი ველი, რომელმაც თავისი კვალი დატოვა ანატოლიის სუფიურ აზროვნებაში და სუფიური ტრადიციის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც ომს მშვიდობით ცვლის, სიძულვილისა და ბრაზის ნაცვლად სიყვარული და შემწყნარებლობა აქვს არჩეული. „ნუ დაივიწყებ, რომ შენი მტერიც კი ადამიანიაო“ სიტყვით ის ხაზს უსვამს ადამიანურს; ის ნერგავს სიკეთეს და სილამაზეს. იგი გადმოსცემს დიდ და ღრმა ფილოსოფიას მარტივი, მაგრამ პოეტური ენით. მის სიტყვებს აქვს ძალა, შეკრიბოს ყველა ერთი და იგივე ქოლგის ქვეშ, მიუხედავად იმისა, ისინი სხვადასხვა კულტურებიდან არიან თუ განსხვავებული რწმენა აქვთ. ამიტომ იგი მიღებულია არა მხოლოდ ანატოლიაში, არამედ ბალკანეთის გეოგრაფიაშიც და მიღებულია მისი იდეები. ჰაჯი ბექთაშ-ი ველი ამბობს: „აიძულეთ ქალები ისწავლონ“. ის არ განასხვავებს ქალებს მამაკაცებისგან და მხარს უჭერს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას მე-13 საუკუნეში. ის ხაზს უსვამს განათლების მნიშვნელობას სიტყვებით: „სწავლა იწყება აკვანში და მთავრდება საფლავში“.

ჰაჯი ბექთაშ-ი ველი ნევშეჰირში სკოლაში თავის სტუდენტებს ასწავლის და უზიარებს თავის ცოდნას. დღეს ეს დერვიშთა ლოჟა, ნევშეჰირის ჰაჯი ბექთაშის რაიონში მისი სახელობის კომპლექსში მდებარეობს. ჰაჯი ბექთაშ-ი ველის კომპლექსი თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიგიური ტურისტული ცენტრია და ყოველწლიურად უამრავ ტურისტს მასპინძლობს. კომპლექსი შეტანილია, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაში. 2021 წელი, მისი გარდაცვალებიდან 750 წლისთავზე იუნესკოს მიერ, ჰაჯი ბექთაშ-ი ველის წლად იქნა გამოცხადებული.

ასე, რომ დღეს ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა ჰაჯი ბექთაშ-ი ველის ღრმა ფილოსოფია და სწავლება, რომელმაც გამოავლინა მიზანი მე-13 საუკუნეში, რომლის მიღწევასაც დღევანდელი ხალხი ცდილობს.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, ჰაჯი ბექთაშ-ი ველზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...



მსგავსი ინფორმაციები