ანატოლიის კულტურული საგანძურები 28-2022

პირველი ეროვნული პარკი-მანიასის ფრინველთა თავშესაფარი

1793132
ანატოლიის კულტურული საგანძურები 28-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 28-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

პირველი ეროვნული პარკი-მანიასის ფრინველთა თავშესაფარი

მეფე მინოსს სურს, რომ ურჩხულ მინოტავრმა მეტი ზიანი აღარ მიაყენოს. ვინაიდან მინოტავრი ჭამს ადამიანებს და შესაბამისად, ხალხის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მეფე დახმარებას სთხოვს ნიჭიერ ათენელ არქიტექტორს დედალოსს. დედალოსი მაშინვე ააგებს ლაბირინთს თავის ვაჟ იკაროსთან ერთად. მინოტავრი ლაბირინთშია ჩაკეტილი, მაგრამ პრობლემები არ დასრულებულა. მეფე მომხდარში დედალოსს ადანაშაულებს და არქიტექტორს შვილთან ერთად ლაბირინთში მდებარე კოშკში აპატიმრებს. დედალოსი, რომელიც ვერ იტანს ციხეში ყოფნას, აგროვებს ფრინველის ბუმბულებს და აწებებს ცვილით, რათა წყვილი ფრთები გააკეთოს მისი და თავის ვაჟის, იკაროსისთვის. ის ეუბნება შვილს, რომ არ იფრინოს ძალიან მაღლა ან ძალიან დაბლა. მაგრამ იკაროსს, რომელიც ფრთებს იკიდებს და იწყებს ჰაერში აფრენას, სულ სხვა გრძნობები უჩნდება, ის აკეთებს იმას, რასაც ადამიანი ვერ აკეთებს, თავისუფლად დაფრინავს... ის დაუპირისპირდება ბუნებას, ღმერთებს... ფიქრობს, რომ ის არ არის ერთ-ერთი მოკვდავი. ის მამის გაფრთხილების მიუხედავად მიდის მზისკენ. მზის სხივები მოკლე დროში ადნობს იკაროსის ფრთებზე ცვილს რა, ძალიან მაღლიდან ეგეოსის ზღვაში ვარდება და მხედველობას კარგავს…

ფრენის უნარის ქონა, ადამიანის ერთ-ერთი უდიდესი გატაცებაა. ეს მისი ყველაზე შეუცვლელი ოცნებაა... საუკუნეების მანძილზე ადამიანები ოცნებობენ ჩიტივით ფრენაზე. მათთვის არ არსებობს საზღვრები, რადგან ფრინველებისთვის მანძილი უმნიშვნელოა. ზოგი ცხოვრობს მხოლოდ ერთ უბანში და არ შეუძლია შორს გამგზავრება, მაგრამ ზოგს შეუძლია იმოგზაუროს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

თურქეთში თითქმის ხუთასი სახეობის ფრინველი ცხოვრობს. უმეტესობა ქვირითობს და ბუდობს მდინარის აუზების მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ ტერიტორიებს „ფრინველების თავშესაფარს“ უწოდებენ, რადგან თავისი ბუნებით და ცხოვრების განსხვავებული ფორმებით გვიხსნის იდილიური სამყაროს კარებს... დღეს ვისაუბრებთ ანატოლიის, შესაძლოა მსოფლიოს უძველეს ეროვნულ პარკზე, მანიასის ფრინველთა თავშესაფარზე…

მანიასის ფრინველთა თავშესაფარი არის ტერიტორია, რომელსაც აქვს ეროვნული პარკის სტატუსი. იგი ბალიქესირის ოლქის საზღვრებში შედის. ის პირველი ადგილია თურქეთში, რომელიც აღიარებულია როგორც „ფრინველთა სამოთხე“. ძლიერი გეოპოლიტიკური პოზიციისა და ბუნებრივი სილამაზის გამო, ისტორიის მანძილზე ამ რეგიონში მრავალი ცივილიზაცია დასახლდა; ცხოვრობენ ფრიგიელები, ლიდიელები, სპარსელები. რეგიონს უწოდებენ „პარადეისოს“, რაც ნიშნავს „სამოთხეს“. სპარსეთის დროს ეს ადგილი სატრაპიად, ანუ გამგებლად იქცა. რეგიონის ცხოველური და მცენარეული ქსოვილის დაცვა სატრაპის მოვალეობებს შორისაა. ის ადგენს ამისთვის გარკვეულ წესებს. ამ თვალსაზრისით, ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ პირველი „ეროვნული პარკი“ კონსერვაციის ისტორიაში ანატოლიაშია.

ფრინველთა თავშესაფარი მოიცავს მანიას ტბას და მიმდებარე ჭარბტენიან ადგილს. ტბის სტრუქტურა და მასში შემავალი არსებების მრავალფეროვნება დიდ უპირატესობას იძლევა როგორც ფრინველების, ასევე ველური ბუნების განვითარებაში. რბილი კლიმატით და შესაფერისი ჰაბიტატით, (არეალი) ის უზრუნველყოფს გარემოს ფრინველების დარჩენისთვის, თავშესაფრისთვის და გამრავლებისთვის. მანიას ტბა არის ფართო და არაღრმა მტკნარი წყლის ტბა, რომლის საშუალო სიღრმეც 3 მეტრია. ტბასა და მის შემოგარენში ასზე მეტი სახეობის მცენარე და მრავალი მწერი, ჭია, ბაყაყი და თევზი ცხოვრობს. ზამთრის თვეებში ნალექთან ერთად ტბის წყლები მატულობს, ბალახოვანი და ლერწმის ადგილები წყლით იფარება. ორგანიზმები ნიადაგიდან წყალში გადადიან და თევზი და სხვა წყლის არსებები იკვებებიან მათით. ბალახები და ლერწმები, რომლებიც ზაფხულში შრება, ბევრ პატარა არსებას ამჯერად გამრავლებისა და განვითარების საშუალებას აძლევს; ის ქმნის ინკუბაციურ სამყაროს, სადაც ათასობით ფრინველი ბუდობს უსაფრთხოდ. ეს ბრწყინვალე ციკლი, მანიასის ტბას სრულყოფილ ეკოსისტემად გარდაქმნის თავისი ცოცხალი და არაცოცხალი არსებებით!

მანიასის ფრინველთა თავშესაფარი, სხვა ეროვნულ პარკებთან შედარებით არც თუ ისე დიდია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იმ სახეობების მიხედვით, რომლებსაც მასპინძლობს… პარკის ტერიტორია აზიის, ევროპის და აფრიკის კონტინენტების მთავარ მიგრაციულ მარშრუტებზეა, ამიტომ, იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფრინველთა ჰაბიტატად თურქეთსა და მსოფლიოში.

ბიოლოგიური მრავალფეროვნებით საერთაშორისო მნიშვნელობის ეროვნულ პარკში გამოვლენილია ფრინველის 266 სახეობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი რეგულარულად ბუდობს და ინკუბირდება, მათი უმეტესობა აქ რჩება მიგრაციის დროს. ყოველწლიურად 2-3 მილიონი ფრინველი სტუმრობს მანიას ტბას, მათ შორისაა „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ფრინველებიც.“ 1976 წელს მანიასის ფრინველთა თავშესაფარს თავის სფეროში ყველაზე მაღალი დონის, „A კლასის დიპლომი“ გადაეცა.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, თურქეთის პირველ ეროვნულ პარკ, მანიასის ფრინველთა თავშესაფარზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...



მსგავსი ინფორმაციები