მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 21-2022

რეფლუქსი

1765331
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 21-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 21-2022

თემა, რომელზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ არის რეფლუქსი

გადაცემა მომზადებულია ექიმ მეჰმედ უჩარის მიერ

რეფლუქსი არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც კუჭის შიგთავსის ნაწილი ისევ საყლაპავში ბრუნდება, ეს იწვევს გარკვეულ გაღიზიანებას საყლაპავში, რის შედეგადაც საყლაპავი კუჭის მჟავის მუდმივი ზემოქმედებით ვერ ახერხებს თავის დაცვას.

რეფლუქსის სიმპტომებია:

  • წვის და გულძმარვის ჩივილები კუჭში,
  • მჟავე, მწარე წვენის ჩადინება პირის ღრუში,
  • ბოყინი
  • შებერილობა,
  • მიღებული საკვების პირის ღრუში დაბრუნება,
  • წონის დაკარგვა,
  • წვა გულმკერდის არეში,
  • ცუდი სუნი პირის ღრუში,
  • ალერგიული ასთმა,
  • ქრონიკული სინუსიტი
  • კბილების გაფუჭებაა.

ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ შემდეგი საკვები, რომელიც არ უნდა იქნას ან ნაკლებად უნდა იქნას მოხმარებული რეფლუქსის დროს:

  • ძალიან ცხელი და ძალიან ცივი საკვები,
  • მუქი ჩაი, ყავა,
  • კოლა და გაზიანი სასმელები,
  • თამბაქო,
  • მარგარინი,
  • შემწვარი და მოხრაკული, ცხიმიანი საკვები, ცხიმიანი ცომეული, ცხიმიანი სოუსები, როგორიცაა ნაღები, კრემი,
  • ცხიმიანი კანფეტები, ჰალვა, ლუქუმი, ჩირი, თხილი,
  • ხახვი, ნიორი, ტომატის პასტა და სანელებლიანი საკვები,
  • შემწვარი კარტოფილი და კარტოფილის პიურე,
  • გაზის გამომმუშავებელი საკვები, როგორიცაა ხმელი ლობიო, მუხუდო, ოსპი, კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო,
  • ციტრუსები, ფორთოხალი, მანდარინი, გრეიფრუტი, ლიმონი, ყურძენი, საზამთრო და ნესვი,
  • შოკოლადი,
  • მჟავე საკვები,
  • პომიდორი,
  • მარწყვი, შინდი მოცვი და წიპწიანი შავი ყურძენი.

რეკომენდებულია შემდეგი საკვები მიღება:

  • ღია ფერის ჩაი, მცენარეული ჩაი,
  • კეფირი, უცხიმო იოგურტი და პრობიოტიკური იოგურტი,
  • მოხარშული, შემწვარი, ღუმელში მომზადებული ხორცი, ქათამი, თევზი,
  • მოხარშული კვერცხი, ყველი ფეტა, უცხიმო ყველი,
  • ბრინჯი, მაკარონი,
  • მოხარშული ბოსტნეული,
  • რძის დესერტები, ხილის დესერტები,
  • თხევადი ზეთი,
  • მთელი მარცვლეულის ხორბლის ან ჭვავის პური,
  • ვაშლი, მსხალი, ბანანი, ატამი, ალუბალი, ყურძენი,
  • ბროკოლი,
  • სტაფილო და სტაფილოს წვენი,
  • ბოჭკოთი მდიდარი საკვები,
  • ყველი,
  • გვირილის ჩაი,
  • ლობიო,
  • ჯანჯაფილი, ძირა ქინძი, ბეგქონდარა,
  • რძე ამცირებს რეფლუქსის ჩივილებს.
  • რეფლუქსის ჩივილების დროს ეფექტურია უშაქრო საღეჭი რეზინი.

ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ სხვა რჩევებიც რეფლუქსის ჩივილების შესამცირებლად:

შეამცირეთ პორციები თქვენს თეფშზე: საჭმელს, რომელიც ამცირებს რეფლუქსის ჩივილებს, მიანიჭეთ უპირატესობა და კუჭი არ უნდა გაივსოს საჭიროზე მეტად. ეს იწვევს საკვების ადვილად უკან დაბრუნებას.

არ დაიძინოთ ჭამის შემდეგ: უნდა მოერიდოთ დაწოლას ჭამიდან მინიმუმ ორი საათის განმავლობაში, რადგან ამ გზით კუჭსა და საყლაპავ მილს შორის კუთხე ქრება.

არ ჭამოთ სწრაფად: რეფლუქსის მქონე პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ლუკმის დიდი ხნით ღეჭვა. გარდა ამისა, დამჯდარ ფორმაში საკვების მიღება და არა ფეხზე დგომით, უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას.

გქონდეთ ბალიშის სიმაღლე 30 სმ: თავი უნდა იყოს კუჭის დონეზე ზემოთ, რათა თავიდან აიცილოთ კუჭის სითხის უკან ამოსვლა ღამით.

წონაში დაკლება: ჭარბი წონის რეფლუქსის მქონე პაციენტებში ჩივილები უფრო ხშირია და მძიმეც. ამიტომ, უნდა იზრუნოთ, რომ იყოთ იდეალურ წონაში.

ხშირად და  ბევრი წყალი დალიეთ: წყლის დალევა დღის განმავლობაში ხშირი ინტერვალებით ამცირებს ჩივილებს.

იმოძრავეთ: სადილის შემდეგ 15-20 წუთის ხანმოკლე გასეირნება დამამშვიდებელი და ძალიან სასარგებლოა პაციენტებისთვის.

შესაბამისი კვების გეგმის შედგენა და კვების დროისთვის მნიშვნელობის მინიჭება ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რაც ხელს შეუწყობს რეფლუქსის ჩივილების შემცირებას.

უნდა მოერიდოთ ტანსაცმელს, რომელიც წელის არეში გიჭერთ.

თავი უნდა აარიდოს ჭამის შემდეგ დახრას და ადგომას.



მსგავსი ინფორმაციები