მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 15-2021

"ალუბლის გამხმარი ყუნწის სასარგებელო თვისებები"

1744681
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 15-2021

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 15-2021

დღევანდელ გადაცემაში გვსურს ვისაუბროთ ალუბლის გამხმარი ყუნწის სასარგებელო თვისებებზე

ალუბლის ხმელი ყუნწი არის სამკურნალო მცენარე, რომელიც ხშირად გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში.

ალუბლის ხმელი ყუნწის სასარგებლო თვისებებია:

შარდმდენია.

ალუბლის ყუნწები საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება ფიტოთერაპიაში, როგორც ეფექტური და უსაფრთხო შარდმდენი საშუალება. მას აქვს საფაღარათო ეფექტი და ხელს უშლის წყლის შეკავებას. ის ასევე ეხმარება სხეულის ბუნებრივ დეტოქსიკაციის პროცესს და ამიტომ ხშირად გამოიყენებენ დეტოქსიკაციის პროგრამებში.

ხელს უშლის საშარდე გზების ანთებას

ძლიერი შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო, ალუბლის ყუნწი ხელს უწყობს თირკმელებისა და საშარდე გზების გაწმენდას. ალუბლის ყუნწის ჩაი ხელს უშლის თირკმელების ან საშარდე გზების ანთებას.

ალუბლის ყუნწი ხელს უწყობს წონის დაკლებას

მას შეუძლია ორგანიზმის ნარჩენებისა და ტოქსინებისგან გაწმენდით არსებული ცხიმის და ცელულიტის განადგურება. ამრიგად, ის ეხმარება კანს შეინარჩუნოს ფორმა და ელასტიურობა წონის დაკლების პროცესში. უფრო მეტიც, ის ხელს უწყობს წონის დაკლებას ნაწლავების აქტივობის ნორმალიზებით და ორგანიზმში წყლის შეკავების თავიდან აცილებით. გარდა ამისა, ალუბლის ყუნწი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას და მადის კონტროლს.

აქვს პოდაგრის და ანთების საწინააღმდეგო თვისებები

ის უზრუნველყოფს პოდაგრის დაავადების მქონე ადამიანებში შეტევების შემცირებას.

ალუბლის ყუნწის სასარგებელო თვისებები მენსტრუაციისა და შეშუპების წინააღმდეგ

მენსტრუაციის დროს ქალები სხეულში შეშუპებას უჩივიან. ალუბლის ყუნწების მოხარშვა და დალევა აადვილებს სისხლის მიმოქცევას, ტოქსინების გამოყოფას და ამცირებს შეშუპებას ორგანიზმში.

ამშვიდებს

ძილის წინ ერთი ჭიქა ალუბლის ყუნწის ჩაის დალევა დაგეხმარებათ დამშვიდებაში და სტრესისგან თავისუფალ ძილში.

ეფექტურია პროსტატის ადენომის დროს.

ალუბლის ხმელი ყუნწის სხვა სასარგებლო თვისებები

• ასუფთავებს სისხლს და აფერხებს ანემიის წარმოქმნას.

• ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას.

• ღვიძლისთვის სასარგებლოა.

• ებრძვის ყაბზობას.

• კარგია რევმატიზმისა და სახსრების ტკივილის დროს.

როგორ გავახმოთ ალუბლის ყუნწი?

ყუნწების გამოსაყენებლად ის ჯერ უნდა გაახმოთ. ბალს რომ შეჭამთ მისი ყუნწები არ გადაყაროთ. მშრალ ოთახში, რომელიც არ იღებს ტენს,  მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას გააჩერეთ 4 დღიდან 1 კვირამდე. გახმობის შემდეგ შეინახეთ ჰერმეტულ ქილაში ან კონტეინერში.

როგორ მოვამზადოთ ბლის ყუნწის ჩაი?

რეცეპტი 1:

ქვაბში ჩავასხათ 1 ლიტრი წყალი და დავამატოთ ერთი მუჭა ბლის ხმელი ყუნწები.

ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.

გაგრილების შემდეგ გადაწურეთ და ჩაასხით ბოთლში.

ჩაი აუცილებლად შეინახეთ მაცივარში.

მომზადებული სამკურნალო საშუალება მაცივარში 3 დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეინახოთ, მაგრამ 3 დღის შემდეგ გადაღვარეთ.

ბლის ყუნწები თუ მტვრიანია, ადუღებამდე გარეცხეთ ცივი წყლით.

რეცეპტი 2:

20-25 ბლის ხმელი ყუნწი ჩაყარეთ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში, ადუღეთ 3-4 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე და გადაწურეთ. საკმარისი იქნება დღეში 1 ჭიქის მიღება ერთი კვირის განმავლობაში.

რამდენ ხანს უნდა დალიოთ ეს ჩაი?

დალიეთ დღეში მხოლოდ ერთი ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ორი საათის შემდეგ, რათა ისარგებლოთ მისი ტოქსინების მოსაშორებელი და სისხლის მიმოქცევის მარეგულირებელი ეფექტით. ეს კურსი ერთი კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ, შეისვენეთ სამი დღე, კვლავ გამოიყენეთ ერთი კვირა და შემდეგ კი შეწყვიტეთ.

ყველაზე ადრეული ასაკი მამაკაცებში ბლის გამხმარი ყუნწის სამკურნალო საშუალებად გამოსაყენებლად არის ორმოცი და ზემოთ. ქალებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს ჩაი თხუთმეტი წლის ზემოთ. მენსტრუაციის დროს შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა ყოველდღე ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

შეგიძლიათ ეს ჩაი ხელახლა გაათბოთ და მიირთვათ ცხელი ან ცივი.

დღეში რამდენჯერ შეგიძლიათ დალიოთ ბლის ყუნწის ჩაი?

ბლის ყუნწის ჩაი, რომელიც შარდმდენია და შეშუპებას ხსნის, უნდა დალიოთ ჭამამდე, დღეში მაქსიმუმ 2 ჭიქა. რეკომენდებულია მისი მიღება განსაკუთრებით ვახშმის წინ.

ბლის ყუნწის მავნე და გვერდითი მოვლენები

მიუხედავად იმისა, რომ ბლის ყუნწს თითქმის არ აქვს გვერდითი მოვლენები, მას შეუძლია ჭარბი მოხმარების დროს შარდმდენი ეფექტის გამო გამოიწვიოს გვერდითი მოვლენა. ბლის ყუნწის ჩაის ჭარბი მოხმარებისას კალციუმის გაზრდილი გამოყოფის გამო საშარდე გზებში კენჭების მქონე პაციენტებმა იგი ფრთხილად უნდა გამოიყენონ.

 

პროგრამა მომზადებულია ექიმ მეჰმეთ უჩარის მიერ.



მსგავსი ინფორმაციები