იცით თუ არა, რომ? 11-2021

„პერგამენტი“

1736889
იცით თუ არა, რომ? 11-2021

იცით თუ არა, რომ? 11-2021

„პერგამენტი“

იცით თუ არა, რომ გამძლე ქაღალდის სახეობა პერგამენტი პერგამონში (დღევანდელი ბერგამა) გამოიგონეს?

პერგამონის სამეფოში, სადაც ტყავზე წერა აღმოაჩინეს, პაპირუსის შემდეგ უფრო მეტად პრაქტიკული ქაღალდი გამოიგონეს და მას პერგამენტი უწოდეს, რაც „პერგამონის ქაღალდს“ ნიშნავს.

ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მეორე საუკუნეში ეგვიპტის ხელისუფლებამ პაპირუსის ექსპორტი აკრძალა. ამის გამო პერგამონის სამეფომ, რომელიც ინფორმაციების შენახვასა და წიგნების რაოდენობის გაზრდას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, პაპირუსის ალტერნატივა საწერი მასალის შექმნის ბრძანება გასცა. იმ პერიოდის ბიბლიოთეკის დირექტორმა და იმავდროულად მეცნიერმა და ლიტერატორმა სარდესელმა კრატესმა და იროდიკოსმა მეფეს თხისა და თიკნის ტყავის დაჭიმვითა და გაშრობით დამზადებული საწერი მასალა მიუტანეს. პერგამონის ბიბლიოთეკასა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკას შორის ბრძოლამ იმისთვის, რომელს უფრო მეტი წიგნი ექნებოდა, პერგამენტის გამოგონება განაპირობა. იმის გამო, რომ ელინისტურ პერიოდში პერგამენტი პირველად პერგამონში იქნა დამზადებული, ყველა ენაში შესული სახელი „პერგამენტი“ ამ ქალაქიდან მიიღო. პერგამენტი, საწერი მასალის ისტორიისთვის გარდატეხის მომენტი და კულტურული განვითარების ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი იყო.


საკვანძო სიტყვები: #პერგამენტი , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები