ანატოლიის კულტურული საგანძურები 12

უჩაღიზლის მღვიმე

1735510
ანატოლიის კულტურული საგანძურები 12

ანატოლიის კულტურული საგანძურები 12-2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

უჩაღიზლის მღვიმე

ადამიანები ძალიან განსხვავებულ ადგილებში ცხოვრობენ მას შემდეგ, რაც მათ დედამიწაზე ხილვა დაიწყეს. მათი პირველი თავშესაფარი გამოქვაბულებია. გამოქვაბულები ადამიანებს იცავს როგორც კლიმატური პირობებისგან, ასევე გარეული ცხოველებისგან. ნადირობის შესწავლის შემდეგ ადამიანები გამოქვაბულების ბნელ და ცივ ინტერიერს ხორცის შესანახად იყენებდნენ. ფაქტობრივად, ზოგიერთ გამოქვაბულს მხოლოდ ამ მიზნით იყენებდნენ, როგორც სამაცივრო საცავი... ადამიანები ასევე იყენებენ გამოქვაბულებს მიცვალებულების დასამარხად, სამალავად და თაყვანისცემისთვის... ზოგში ორნამენტებია ნაპოვნი, ზოგში კედელზე წარმოუდგენელი კომპეტენციის ნახატები... ამის მაგალითების ნახვა ანატოლიის გეოგრაფიაშიც არის შესაძლებელი.

გამოქვაბულები, რომლებიც თავდაპირველად თავშესაფრად და დასაცავად იყო გამოყენებული, დროთა განმავლობაში კულტურული განვითარების პირველ კვალს მოწმობენ. მაგალითად, ჰათაის სამანდაღის რაიონში მდებარე უჩაღიზლის მღვიმეში ნაპოვნია, 200 ათასი წლის წინანდელი პირველი ადამიანის ნაშთები და პირველი თანამედროვე ადამიანების ნაშთები, რომელიც ძვ.წ-ის 40 ათასი წლით თარიღდება. გამოქვაბულში ბევრი მძივი და ქვის მასალაა. ექსპერტები ამბობენ, რომ მღვიმე ნათელს მოჰფენს კაცობრიობის ისტორიას და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიოში ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის თვალსაზრისით.

ანატოლიაში გამოქვაბულის მხატვრობის ისტორია ძველი ქვის ხანიდან იწყება. მერსინში, ქაჰრამანმარაშსა და ბალიქესირში მდებარე გამოქვაბულების კედლებზე სხვადასხვა მეთოდით დახატული მოტივები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ანატოლია კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის მომსწრე გახდა.

გეოგრაფია, რომელიც მოწმეა ახალი რელიგიის მნიშვნელოვანი ეტაპების, ფორმირებისა და გარდამტეხი მომენტების, პირველი ქრისტიანები, რომლებიც  იერუსალიმიდან დევნის შედეგად გაიქცნენ,  იჰლარას ხეობის გამოქვაბულებში დასახლდნენ. გამოქვაბულები ამჯერად განსხვავებულ ფუნქციას იღებენ. კაპადოკიაში პირველი ქრისტიანები მიწისქვეშა ქალაქების გამოქვაბულებში იმალებიან და ახალი რელიგიის გავრცელებას აქედან ცდილობენ. ჰათაის ანტაკიის რაიონთან ახლოს არის მსოფლიოში პირველი გამოქვაბული ეკლესია, წმინდა სენ-პიერის ეკლესია.

თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საუკუნეების მანძილზე ანტაკია იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზაგასაყარი. ვისაც სურს მესოპოტამიიდან დასავლეთში გადასვლა, ანტაკიას იყენებს; აქ გადის აბრეშუმის გზა. ანტაკია, ანატოლიის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კულტურული ცენტრის ადგილი უჭირავს, როგორც ელინისტურ, ასევე რომის იმპერიის დროს.

იესოს 12 მოციქულიდან პეტრე, ანტაკიაში ჩადის და ფიქრობს, რომ აქედან ადვილი იქნება ქრისტიანობის გავრცელება. იმიტომ, რომ ქალაქი ახლოს არის იერუსალიმთან და სხვადასხვა კულტურები ერთად ცხოვრობენ მშვიდობიანად. იმ დროს ანტაკია იყო რომის იმპერიის სიდიდით მესამე ქალაქი და ყველაზე მნიშვნელოვანი მეტროპოლი აღმოსავლეთში თავისი სიმდიდრით, კეთილდღეობითა და ინტელექტუალური სტრუქტურით.

ანტაკიაში ჩასული წმინდა პეტრე ეკლესიად იყენებს ბუნებრივ გამოქვაბულს „სტაურისზე“, ანუ „ჯვრის მთაზე“ და აქედან იწყებს ქადაგებას. ამ გამოქვაბულ ეკლესიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადრეულ ქრისტიანულ პერიოდში რელიგიის გავრცელებაში. სან-პიერის ეკლესია ცნობილია, როგორც ქრისტიანობის პირველი ეკლესია. სანამ ის დაიყოფოდა კონფესიებად. გამოქვაბული ითვლება იმ ადგილად, სადაც თემმა პირველად მიიღო სახელი „ქრისტიანი“ და სადაც საფუძველი ჩაეყარა რელიგიურ რიტუალებს. წმინდა პიერი ისტორიაში შევიდა, როგორც ქრისტიანული თემის პირველი მღვდელი და ასევე მსოფლიოს პირველი პაპი. გამოქვაბული მომდევნო წლებში გამოცხადდა მომლოცველთა ცენტრად, რადგან ის პირველი ქრისტიანების შეხვედრების მოწმე იყო. თურქეთში, ანტაკიაში მდებარე სან-პიერის ეკლესია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაშია შეყვანილი.

ანტაკიაში მდებარე მსოფლიოში პირველი გამოქვაბული ეკლესია სან-პიერი, კიდევ ერთი წმინდა ადგილია, რომელიც ისევე იპყრობს ყურადღებას, როგორც პიერი. ამ ქალაქში ასევე მდებარეობს ჰაბიბ-ი ნეჯჯარის მეჩეთი, ანატოლიის პირველი მეჩეთი. ჰაბიბ-ი ნეჯჯარი ანტაკიაში მცხოვრები დურგალია... იესოს მოციქულებიდან იოანე და სან პაულოსი ანტაკიაში ჩადიან ახალი რელიგიის გასავრცელებლად და რომ ღმერთი ერთია. ჰაბიბ-ი ნეჯჯარი ერთ-ერთი პირველი ადამიანი გახლდათ, რომელმაც მათ დაუჯერა. ადგილობრივი ხალხი იესოს მოციქულების მოკვლას გეგმავენ. ჰაბიბ-ი ნეჯჯარი გამოდის ხალხის წინააღმდეგ რა, მოციქულების დაცვის დროს მას კლავენ. ისლამური წყაროები წერენ, რომ ეს მოვლენა ყურანშიც არის მოთხრობილი.

ანატოლიის პირველი მეჩეთი, ჰაბიბ-ი ნეჯჯარი შედგება ორი სამარხისგან, მედრესის  და შადრევნისაგან. მეჩეთის ეზოს შესასვლელი კარიდან მარჯვნივ წმ. იოანეს და სან პაულოსის პატივსაცემად  ორი სამარხია აშენებული.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, უჩაღიზლის მღვიმეზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...

 

 



მსგავსი ინფორმაციები