იცით თუ არა, რომ? 10-2021

ანტიკური ქალაქი ბერგამა

1733845
იცით თუ არა, რომ? 10-2021

იცით თუ არა, რომ? 10-2021

იცით თუ არა, რომ იზმირის რაიონი ბერგამა იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ცივილიზაციის დედაქალაქი?

ბერგამას რაიონი, რომელიც მდებარეობს იზმირის ჩრდილოეთით 130 კილომეტრში, იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ცივილიზაცია პერგამონის სამეფოს დედაქალაქი. ბერგამა, რომელსაც 8500 წლიანი ისტორია აქვს, ისტორიის მანძილზე ათობით ცივილიზაციას მასპინძლობდა.

უძველესი ქალაქი, რომლის ისტორიული სახელი იყო პერგამონი, მიუხედავად ყველა სირთულისა წარმატებული ურბანული დაგეგმარებით ციცაბო ბორცვზე  დაარსდა და მნიშვნელოვანი დასახლება გახდა. 10000 ადგილიანი თეატრი ციცაბო ფერდობზე განლაგებული სტრუქტურით და მობილური სცენის შენობის არქიტექტურული კავშირით დიონისეს ტაძართან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უძველესი თეატრია. ელინისტურ პერიოდში წყალმომარაგებისთვის აშენებული 45 კმ სიგრძის წყლის მილი იმ პერიოდისთვის დიდი არქიტექტურული მიღწევა იყო.

2014 წელს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ბერგამა ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაიპყრეს და გაანადგურეს. ამის მიუხედავად, იმის გამო, რომ ის სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობდსა, მუდმივად დასახლებული იყო და არასოდეს გამქრალა ისტორიის სცენიდან.



მსგავსი ინფორმაციები