მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 10-2021

"სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ მცენარეული მკურნალობის ეფექტური მეთოდები"

1730748
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 10-2021

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 10-2021

თემა, რომელზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ, არის სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ მცენარეული მკურნალობის ეფექტური მეთოდები.    

                                                                                       ექიმი, მეჰმეთ უჩარი              

ნიორი

ნიორს აქვს ფუნგიციდური ეფექტი.

გამოყენება:

სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგოდ 2 ან 3 კბილი უმი ნიორი შეიძლება დაამატოთ სალათებს ან საკვებს ყოველდღე. უმი ნიორი შეიძლება დაჭრათ და მიირთვათ მაწონთან ერთად.

ნივრის პირდაპირ კანზე წასმამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. ამის ნაცვლად, დაქუცმაცებულ ნიორს ურევენ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთს. ნარევში ბამბას ასველებენ და თხელ ფენად უსვავენ დაზიანებულ ადგილს. გაიჩერეთ 2 საათი და ჩამოიბანეთ. გამოიყენება 2-ჯერ დღეში გამოჯანმრთელებამდე.

კურკუმა

კურკუმაში შემავალ კურკუმინის კომპონენტს აქვს სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი.

გამოყენება:

კურკუმას უშუალოდ გამოყენება უფრო ეფექტური იქნება სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ.

კურკუმას მცენარეს, რომელსაც განსაკუთრებით იყენებენ ხელის და ფეხის სოკოების დროს, იღებენ ფხვნილის სახით და ურევენ წყალს. ეს ნარევი, რომელსაც აქვს ცომის კონსისტენცია, კრემის მსგავსად წაისვით იმ ადგილებში, სადაც სოკო ჩნდება. დაელოდეთ კარგად გაშრობას და დაახლოებით 15 წუთის შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ. ეს შეიძლება გაიმეოროთ ყოველდღე.

ის ასევე შეიძლება შეურიოთ ქოქოსის ზეთს და წაისვათ სოკოვან ადგილზე.

შენიშვნა: კურკუმას გამოყენებამ შეიძლება თქვენი კანი გააყვითლოს, მაგრამ არ ინერვიულოთ, რადგან ის რამდენიმე დღეში გაქრება.

ბოსტნეული

თუ გაწუხებთ სოკოვანი დაავადება, თავი უნდა შეიკაოთ სახამებლის მაღალი შემცველობის ბოსტნეულის მიღებისგან, როგორიცაა სტაფილო, ბოლოკი, ჭარხალი, კარტოფილი, ტკბილი კარტოფილი და სხვა.                                   

ამ საკვების ნაცვლად უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ნაკლები სახამებლის შემცველ მოხარშულ ახალ ორგანულ ბოსტნეულს, როგორიცაა ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და სატაცური. თუ ძალიან ბევრ შაქარს მოიხმართ, სოკოს წარმოქმნა დაჩქარდება.

ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი დაგეხმარებათ სოკოვანი ქავილის მოხსნაში.

გამოყენება:

ბამბა დაასველეთ ძმარში და წაისვით კანზე. გაიმეორეთ დღეში სამჯერ.

ფერმენტირებული რძის პროდუქტები

რძემჟავის ბაქტერიებით ფერმენტირებული რძის პროდუქტები პრობიოტიკების ძალიან კარგი წყაროა. რძის პროდუქტები, როგორიცაა აირანი, მაწონი, ყველი და კეფირი ზრდის სასარგებლო მიკრობების რაოდენობას და ეხმარება ორგანიზმს სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ.

ინდური აზადირახტას ხის ფოთლები

ინდური აზადირახტას ხის ფოთლების ექსტრაქტს შეუძლია გაანადგუროს კანის დაავადების გამომწვევი მნიშვნელოვანი მიკრობები და კანის სოკოები.

გამოყენება:

ინდური აზადირახტას ფოთლებს ადუღებენ რამდენიმე წუთის განმავლობაში. გაციების შემდეგ იგი გამოიყენება დაავადებულ ადგილზე.

სელის და ჩიას თესლი

სელის და ჩიას თესლი ხელს უწყობს პრობიოტიკების ზრდას, რაც ორგანიზმს აძლიერებს სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ. სელის და ჩიას თესლის მიღება შეგიძლიათ სალათებში ან მაწონში დამატებით.

ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი ეფექტური საშუალებაა მხოლოდ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სოკოვანი დაავადებების შემთხვევაში.

გამოყენება:

ქოქოსის ზეთი წაისვით დაზიანებულ ადგილზე დღეში 3-ჯერ. გამოიყენება რამდენიმე კვირის განმავლობაში სოკოს მოცილების შემდეგაც. ქოქოსის ზეთის წასმა, როგორც დამატენიანებელი, შეიძლება იყოს ეფექტური საშუალება მომავალში სოკოვანი ინფექციის თავიდან ასაცილებლად.

თავშავას ანუ ორეგანოს ზეთი

ორეგანოს ზეთს შეუძლია შეაჩეროს სოკოს ზრდა.

გამოყენება:

განზავებული ორეგანოს ზეთი შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფიცირებულ ადგილზე. წაისვით დღეში 3-ჯერ.

ჩაის ხის ზეთი

ჩაის ხის ზეთი ეფექტური და ფართოდ გამოყენებული ეთერზეთია სოკოს სამკურნალოდ.

გამოყენება:

ქოქოსის ზეთი და 2%-ით განზავებული ჩაის ხის ზეთი შეურიეთ. წაისვით დაავადებულ ადგილზე დღეში 3-ჯერ.

მდოგვი:

ერთი კოვზი მდოგვის ზეთი წაისვით დაზიანებულ ადგილზე და გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. ჩამოიწმინდეთ შხაპის მიღებით. ამ პროცესში ეფექტური შედეგის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია მისი ერთი ან ორი კვირის განმავლობაში გამოყენება. ასევე შეგიძლიათ მდოგვი აიღოთ ფხვნილის სახით, შეურიოთ წყალს და წაისვათ დაზიანებულ ადგილზე. დაელოდეთ სანამ გაშრება. გაშრობის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.

პაპაიას მცენარე:

მწიფე პაპაია დაჭერით და დაიდეთ დაავადებულ ადგილზე. მას აქვს მყისიერი დამამშვიდებელი და დადებითი ეფექტი. ის ასევე ხსნის და ამსუბუქებს წვას და ქავილს.



მსგავსი ინფორმაციები