აქტუალური თემის ანალიზი 07

ანკარის სტრატეგიული მოთმინება სირიაში ამოიწურა

1719753
აქტუალური თემის ანალიზი 07

აქტუალური თემის ანალიზი 07

ანკარის სტრატეგიული მოთმინება სირიაში ამოიწურა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის უკანასკნელ განცხადებაში შეფასება მისცა რა სირიის ჩრდილოეთში ტერორისტულ ორგანიზაცია PKK/YPG–ეს კონტროლ ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან თურქ ჯარისკაცებზე გახშირებულ თავდასხმებს, თქვა, რომ ანკარა ვეღარ შეეგუება ასეთ პროვოკაციულ თავდასხმებს და ახალ სამხედრო ოპერაციებს დაიწყებს ან ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ანდა მარტოდ-მარტო. ამიტომ, ამ განცხადების შემდეგ ყველას თვალები სირიისკენ არის მიპყრობილი. ამ საკითხში შეიძლება გადამწყვეტად ჩაითვალოს ასევე ცოტა ხნის წინ სოჭში ერდოღანსა და პუტინს შორის შემდგარი სამიტიც. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს....

 

პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებების შემდეგ, რომ "ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო", თურქეთი სავარაუდოდ ახალ ფართო სამხედრო ოპერაციებს განახორციელებს სირიის იმ ზოგიერთ რეგიონში, რომელსაც ქურთული სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG აკონტროლებს. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი დიდი ხანია რაც მოქმედებს ე.წ. "სტრატეგიული მოთმინებით". აშშ-სა და რუსეთთან მიღწეული შეთანხმებების საწინააღმდეგოდ, PKK/YPG აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს თურქეთის საზღვართან ახლოს, ასე რომ, ეს ორგანიზაცია ტერაქტებს ახორციელებს არა მხოლოდ სირიის ჩრდილოეთში განლაგებულ თურქ სამხედროებზე, არამედ თურქეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ისეთ რეგიონებზეც, როგორებიცაა აფრინი, აზეზი, ჯერაბლუსი, ბაბი, თელ-აბიადი და რესულ-აინი, რომლებშიც თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, სირიული ელემენტებიც, კონკრეტულად კი, სირიის ნაციონალური გვარდიის დანაყოფებიც არის განლაგებული. გარდა ამისა, ქურთი სეპარატისტები ბომბიან თავდასხმებს აწყობენ ასევე რეგიონში მცხოვრებ სამოქალაქო პირების წინააღმდეგაც, რათა  არასტაბილურობა და ქაოსი გამოიწვიონ ამ რეგიონებშიც.

როგორც ცნობილია, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, თურქული სადაზვერვო ორგანიზაცია MİT–ის დახმარებით, მეტად  წარმატებული ოპერაციები განახორციელა PKK–ს წინააღმდეგ თვით თურქეთის ტერიტორიაზეც და ჩრდილოეთ ერაყშიც რა, მრავალი ტერორისტი იქნა განადგურებული, ხოლო PKK–ს სირიული ფრთა PYD/YPG, სირიის ჩრდილოეთში აგრძელებს ქმედებებს აშშ–ისა და რუსეთის ქოლგის ქვეშ, რაც იწვევს ანკარის აღშფოთებას და მისი მოთმინების ავსებას. აქედან გამომდინარე, თურქეთი დგას ყოვლისმომცველი ახალი ოპერაციების წინაშე, ზუსტად ისეთების, როგორებიც იყო „ევფრატის ფარი“, „ზეთისხილის რტო“ და „მშვიდობის წყარო“.

აქ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერდოღან-პუტინის პირისპირი შეხვედრაც, რომელიც გასულ კვირას სოჭში შესდგა. ორმა ლიდერმა პირადად განიხილა სირიის საკითხი და განაცხადეს, რომ აპირებენ იმ წაგება-დაკარგვის სპირალიდან გამოსვლას, რომელშიც ამჟამად იმყოფებიან, ამისათვის კი მათ ახლიდან გადახედეს პოზიციებს და აღნიშნეს, რომ შესაძლოა ურთიერთ დათმობებზეც წავიდნენ, რასაც უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება როგორც იდლიბში, ასევე PKK/YPG–ს მიერ კონტროლირებად რაიონებშიც. მაგრამ, თუკი ორი ლიდერის პოზიტიური მიდგომის მიუხედავად დადებითი შედეგი ვერ მიიღწევა და რუსეთი და ასადის რეჟიმის ძალები იდლიბს ამოიღებენ მიზანში, მაშინ, ჩვენი ვარაუდით ანკარა, შემაკავებელი ნაბიჯებით უპასუხებს მათ ამ ქმედებას და სირიის ჩრდილოეთში დაიწყებს ახალ სამხედრო ოპერაციებს PKK/YPG–ს წინააღმდეგ. წერს ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი.



მსგავსი ინფორმაციები