ანატოლიის კულტურული საგანძურები 22-2021

ამასიელი  სტრაბონი და მისი უკვდავი ნაშრომი „გეოგრაფია“

1681428
ანატოლიის კულტურული საგანძურები 22-2021

ანატოლიის კულტურული საგანძურები 22-2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ამასიელი  სტრაბონი და მისი უკვდავი ნაშრომი „გეოგრაფია“

ოდესმე გიფიქრიათ დროსა და სივრცეზე? თქვენი აზრით რამდენად შესაძლებელია განისაზღვროს ერთი მეორის გარეშე? მიუხედავად იმისა, რომ ისინი ორ განსხვავებულ ცნებად გვევლინებიან, დღეს დრო და სივრცე განიხილება, როგორც კომპლემენტური და გადაჯაჭვული ცნებები. მათემატიკოსი მინკოვსკი, დროსა და სივრცეზე ამბობს, რომ „სივრცე და დრო, ცალკე აღებული, განწირულია გაქრობისთვის ჩრდილებივით“. ამავე თემაზე მუშაობისას, ისტორიკოსი და არქიტექტორი ზიგფრიდ გიედიონი და ამტკიცებს, რომ დრო სივრცის მეოთხე განზომილებაა.

დღევანდელი გეოგრაფია ემყარება ამ ორ ცნებას. იგი აფასებს სიტყვას „სივრცე“, როგორც ტერიტორია, სადაც ადამიანები არსებობენ და ცხოვრობენ.

სიტყვა გეოგრაფია ძველი ბერძნულიდან მომდინარეობს, რომელიც სიტყვების „მიწა“ და „ხატვა“ ან „აღწერა“ კომბინაციისაგან შესდგება. ეს სიტყვა პირველად გამოიყენა ფილოსოფოსმა ერატოსთენემ. ერატოსთენი, გახლავთ ადამიანი, რომელმაც მათმმატიკის და გეოგრაფიის შესახებ ნამუშევრები თავის წიგნში „გეოგრაფიკა“ შეაგროვა. გეოგრაფია, რომელიც შემდეგ პერიოდებში იქცა როგორც, მეცნიერების დარგი, სახელი ამ წიგნიდან მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ერატოსთენი მიღებულია, როგორც გეოგრაფიის ფუძემდებელი, არიან ისეთებიც, ვინც ამ საგანს სწავლობდა მასზე ბევრად უფრო ადრე. ზოგიერთი ფილოსოფოსი იკვლევს კავშირს კლიმატსა და მცენარეულობას შორის; ზოგი მოიცავს ზღვას, ტბებს, მდინარის ნაკადის კალაპოტებს, წყალდიდობებს და მათ მიერ გამოწვეულ ეროზიას; ზოგი მათგანი შეისწავლის ამინდის მოვლენებს, ტალღებს, ვულკანებს… სინამდვილეში, ისინი ცდილობენ გააცნობიერონ სამყარო, რომელშიც ცხოვრობენ და რაციონალურ საფუძველზე დააყენონ იგი. გეოგრაფიის მეცნიერების პიონერები გახდნენ ჰეროდოტე, თალესი, არისტოტელე, სტრაბონი და პტოლემაიოსი. ისტორიის მამად ცნობილი ჰეროდოტე მოგზაურობს ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე აზიაში, ანატოლიაში, მაკედონიიდან ეგვიპტეში და ინდოეთშიც კი. თალესი, რომელიც ძირითადად ცნობილია თავისი მათემატიკური თეორემებით, ხელს უწყობს გეოგრაფიის მეცნიერებას მსოფლიოს ფორმაზე მუშაობით. არისტოტელეს აზრით, პირველ რიგში არის „ადგილი“, ხოლო გეოგრაფიის არსი არის პასუხი კითხვაზე „სად“?

ჩვენს დღევანდელ პროგრამაში მოგიყვებით სტრაბონის შესახებ. რატომ სტრაბონი? რადგან ამასიელი სტრაბონი ანატოლიის პირველი და ანტიკური ხანის ყველაზე ცნობილი გეოგრაფია.

სტრაბონი დაიბადა ამასიაში, რომელიც მდებარეობს ანატოლიის ჩრდილოეთით. იგი შეესწრება იმ პერიოდს, როდესაც რომის იმპერიამ ანატოლიაში გაფართოება ქრისტიანობის გავრცელებამდე დაიწყო. მან კარგი განათლება მიიღო რომსა და ეგვიპტეში, რომლებიც ანტიკური ხანის ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ცენტრები იყვნენ. იგი მოგზაურობს დიდი გეოგრაფიის ნაწილში, რომელშიც იმპერია გავრცელდა. დღეს, მის მონუმენტურ ნაწარმოებად ითვლება 17 ტომიანი „გეოგრაფიკა“, ანუ „გეოგრაფია“. ეს ნამუშევარი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული წიგნი, რადგან სტრაბონი ეხება მის მიერ აღწერილ გეოგრაფიებს იქ მცხოვრებ ხალხთან ერთად. „გეოგრაფიკა“ არის ენციკლოპედიური ნაშრომი სოციოლოგიური და ფილოსოფიური განზომილებებით, რომელიც ასევე მოიცავს ისტორიულ მოვლენებს, მიგრაციებს, ტომებს, რომელი ერი სად დასახლდა და სახელმწიფოთა ურთიერთობებს.

სტრაბონი ირწმუნება, რომ სამყაროს ცენტრი დედამიწაა. იგი განსაზღვრავს მიწას, როგორც კუნძულს, რომელიც ოკეანეით არის გარშემორტყმული. ის ამბობს, რომ დედამიწის ყველაზე ჩრდილოეთი ნაწილი ცივია, ყველაზე სამხრეთი კი - ცხელი და, შესაბამისად, დაუსახლებელი. იგი  სამყაროს კლიმატის მიხედვით, თაობებად ყოფს. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს და აყალიბებს დასახლებაზე ტოპოგრაფია, ანუ ზედაპირის ფორმები. ის ამტკიცებს, რომ გეოგრაფიის ცოდნა მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც სასარგებლო იქნება სახელმწიფოებისთვის.

სტრაბონი თავის წიგნში განმარტავს წყლის დამანგრეველ ძალას, ეროზიას, ქარის წარმოქმნას და ასევე იმას თუ როგორ ხდება ზოგიერთი მიწის ფორმირება. ის ამბობს, რომ მხოლოდ ერთი ოკეანეა და რომ ინდოეთამდე მისვლა შესაძლებელია, თუკი მუდმივად დასავლეთის მიმართულებით იმოძრავებ.

ამასია ციცაბო კლდეებში ჩამალული ქალაქია, რომელიც ორად გაყო თურქეთის სიდიდით მეორე მდინარემ, იშილირმაქმა. ეს ასევე არის სავაჭრო ცენტრი, სადაც ძველ სამყაროში მნიშვნელოვანი გზები იკვეთება. ქალაქის ისტორია ხეთებიდან იწყება. ქალაქი ექვემდებარება ფრიგიელებს, ლიდიელებს, სპარსელებს, პონტოს სამეფოს, რომის იმპერიას, სელჩუკებსა და ოსმალეთის იმპერიას.

სტრაბონის დაბადებამდე ქალაქი პონტოს სამეფოს დედაქალაქი იყო. პონტოს ხალხმა ჰარშენას მთის სამხრეთ კალთებზე მეფეთათვის მონუმენტური საფლავებია განთავსებული.  მათ შორის პონტოს მეფეების. დღეს ეს საფლავები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. ქალაქის ცენტრში იეშილირმაქის მდინარის სანაპიროზე, შეჰსადეების გზაზე არის სტრაბონის ქანდაკება.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, მსოფლიოში ცნობილ გეოგრაფ,  ამასიელ სტრაბონიზე გავამახვილეთ ყურადღბა, რომელმაც მსოფლიოს მონუმენტური 17 ტომიანი ნაწარმოები სახელწოდებით „გეოგრაფიკა“, ანუ „გეოგრაფია“ დაუტოვა. მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...



მსგავსი ინფორმაციები