იცით თუ არა? რომ 22-2021

ქირქფინარის ზეთოვანი ჭიდაობა

1648571
იცით თუ არა? რომ 22-2021

იცით თუ არა? რომ 22-2021

ქირქფინარის ზეთოვანი ჭიდაობა

იცით თუ არა, რომ ქირქფინარის ზეთოვანი ჭიდაობა მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ სპორტულ შეჯიბრებად ითვლება?

1361 წლიდან თურქეთის ქალაქ ედირნეში ყოველწლიურად ტარდებოდა შეჯიბრებები ქირქფინარში - ეროვნული თურქული ჭიდაობა... ბრძოლის დაწყებამდე მოჭიდავეები ზეთს ისვამენ წელს ზემოთ შიშველ სხეულზე. ქირქფინარის ზეთოვანი ჭიდაობა არის უძველესი უწყვეტი ჩემპიონატი მსოფლიოში.

ქირქფინარის, ზეთოვანი ჭიდაობის ბრძოლის წესების თანახმად, რომელიც თურქულად „YAĞLI GÜREŞ“ ასე  ჟღერს, გამარჯვებულია ის, ვინც ზეთით გაწუწულ მეტოქეს მხრებზე აწვენს ან მიწაზე უბიძგებს. ეს მანერა კი ძალზედ რთულია. ამ ბრძოლაში დროში შეზღუდვა არ არსებობს, ამიტომ, იგი მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ სპორტულ შეჯიბრებად ითვლება. ქირქფინარის ზეთოვანი ჭიდაობა, 2010 წლიდან იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი.



მსგავსი ინფორმაციები