აქტუალური თემის ანალიზი 60

გადაულახავი დილემები თურქეთ-აშშ-ის  ურთიერთობებში

1586748
აქტუალური თემის ანალიზი 60

 

 

   თემასთან დაკავშირებით გთავაზობთ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი         ცენტრის დირექტორის, პროფესორ-დოქტორ მურატ იეშილთაშის ანალიტიკურ    სტატიას, რომელშიც იგი წერს:

 

მომავალ წლებში, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს ოთხი ძირითადი დილემა ექნება და სანამ მათი აღმოფხრა არ მოხდება, მანამდე ორ ქვეყანას შორის არსებული კრიზისების მოგვარება ძალზედ რთული იქნება. ამ დილემების თავში კი, რუსული ანტისარაკეტო სისტემა S-400 საკითხი დგას. შეიძლება ითქვას, რომ S-400 საკითხი, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ისე კი, სტრატეგიულად მოკავშირე ამ ორ ქვეყანას შორის ასეთი პრობლემა არც უნდა წარმოქმნილიყო, თუ ვაშინგტონი ანკარის თხოვნას დააკმაყოფილებდა და მას, როგორც ნატოდან მოკავშირეს, ამერიკული “პატრიოტი“-ს ტიპის რაკეტებით უზრუნველყოფდა და თურქეთიც თავისი უსაფრთხოების დაცვას შესძლებდა. აქედან გამომდინარე, თურქეთ-ამერიკის ამჟამინდელი ურთიერთობები არ შეიძლება განისაზღვროს როგორც ”სტრატეგიული პარტნიორობა”. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ამ ორიდან ერთ-ერთმა მხარემ ან უნდა შეცვალოს თავისი პოზიცია, ან უნდა შექმნან ისეთი ერთობლივი ფორმულა, რომელიც არ დააზიანებს რომელიმე მათგანის პოზიციებს და ინტერესებს

აქ ძალაუნებურად, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის მიერ წარმოდგენილი, ე.წ. კრეტას მოდელი შეიძლება გახდეს პრობლემის მოგვარების მაგალითი. თუმცა, ჯერაც გაუგებარია, თუ ზუსტად როგორ იმუშავებს ეს მოდელი, როცა თურქეთი რუსეთთან, S-400 სისტემის მეორე პაკეტზე აგრძელებს მოლაპარაკებებს. მოკლედ, ძალიან რთული ჩანს პრობლემის მოგვარება კრეტული მოდელით. აქ შეიძლება ასეთი კითხვაც დაიბადოს, შეეცდება თუ არა აშშ-ი S-400–ის გარშემო წარმოქმნილი პრობლემების ერთ ჭერქვეშ გაერთიანებას  და საკითხის ერთ ვარიანტად მოგვარებას? ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ კითხვაზე  დადებითი პასუხი მივიღოთ, თუნდაც იმიტომ, რომ S-400 სისტემის, თურქეთის ფარგლებს გარეთ გაყვანის ფორმულას ანკარა არ განიხილავს როგორც მოლაპარაკების საკითხს. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ S-400 პრობლემა ჩიხში აქცევს ორივე მხარეს და ამის გადალახვის გარეშე შეუძლებელია ურთიერთობების გამოსწორება.

მეორე დილემას წარმოადგენს ჩრდილოეთ სირიაში მოქმედი ქურთული ტე-ორგანიზაცია YPG-ს საკითხი, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა გაურკვევლობა თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებში. ბოლო ხანებში, უფრო კონკრეტულად კი, ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ ამ ორგანიზაციამ გაზარდა ტერორისტული აქტები და ძალადობები. თუ გადავხედავთ ბაიდენის მენეჯმენტს  და ამერიკული ინსტიტუტების დამოკიდებულებას YPG-ს მიმართ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ S-400-ით გამოწვეული თურქეთ-ამერიკის ცივი ურთიერთობები შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს. ეს კი ანკარას, ხსენებულ რეგიონში ახალი სამხედრო ნაბიჯების გადადგმას აიძულებს. ამ გაგებით, YPG–ს საკითხი, არამარტო ტაქტიკური ნაბიჯია სირიაში აშშ–სა და თურქეთს შორის განცალკევების გზაზე, არამედ, იგი უკვე გადაიქცა ისეთ დილემად, რომელიც განსაზღვრავს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს.

ისევე როგორც S-400–ის საკითხში, აქაც ერთ–ერთმა მხარემ უნდა დათმოს თავისი პოზიცია. ან ვაშინგტონმა უნდა შეწყვიტოს YPG გაძლიერება და შეაჩეროს მისთვის გათვალისწინებული ყველანაირი დახმარება, რათა ქურთებისათვის ავტონომიის მიცემით არ დაირღვეს სირიის ტერიტორიული მთლიანობა, ე.ი.  მიუახლოვდეს ანკარის პოზიციას, ანდა, თურქეთმა ეტაპობრივად უნდა შეცვლის YPG–ს მიმართ არსებული პოზიცია. დღევანდელ ვითარებაში გასაგებია, რომ ორივე დედაქალაქს ურჩევნია შეინარჩუნოს თავისი პოზიცია, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დილემაც უახლოეს მომავალში ურთიერთ შეთანხმებით მოგვარდეს

მესამე დილემა არის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის საკითხი, რომელიც მართალი ისეთი ღრმა პრობლემა არ არის როგორც S-400 და YPG-ს საკითხი, მაგრამ, მანაც თურქეთ-ამერიკის ურთიერთობები, სულ სხვადასხვა წერტილში მიიყვანა. იგი თურქეთისათვის განიხილება როგორც ძლიერი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიცია, როცა, ამერიკისათვის განიხილება როგორც რეგიონალური  საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს ამავე რეგიონის სახელმწიფოების ერთობლიობით. ამ საკითხში თვალსაჩინოა ასევე ამერიკის მხარდაჭერა საბერძნეთისადმი

მართლაცდა ამ ეტაპზე ვაშინგტონმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საკითხში ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელმაც საბერძნეთის სამხედრო ხელისუფლების კონსოლიდირება მოახდინა, ხოლო მის საპირისპიროდ ხსენებულ რეგიონში თურქეთის მოქმედება შეზღუდა, რამაც საბოლოო ჯამში  კიდევ ერთი ახალი დილემა შექმნა და ეს დილემა რომ გადაილახოს, საჭიროა თურქეთი კომპრომისზე წავიდეს, რეგიონში შეზღუდოს გეოპოლიტიკური ქმედებები და ამასთან სამხედრო აქტივობაც მინიმუმამდე შეამციროს.  ანკარა ასეთ კომპრომისზე არ წავა და ამიტომ, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხიც გადაულახავ პრობლემად ჩანს ორმხრივ ურთიერთობებში

თუ ამ სამ დილემას ტერ-ორგანიზაცია FETO-ს საკითხს, მის გამო მოქმედ ემბარგოს და მომავალ სასამართლო პროცესებს, ასევე კონგრესის პოზიციას დავამატებთ, ორი ქვეყნის ურთიერთობებში მეოთხე გამოწვევასაც მივიღებთ.

თუ გათვალისწინებთ 54 სენატორის მიერ ბაიდენისადმი გაგზავნილ წერილს, რომელიც მუქარის ენაზეა დაწერილი და ძირითადად ერდოღანის დასჯას ითვალისწინებს, არ შეიძლება ეს ნაბიჯი ჩაითვალოს თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების გამოსწორებისადმი მიმართულ მცდელობად. არც ის დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფო მდივან ბლინკენის მაგიდაზე დევს ანტითურქული საქმეები, რომელიც გააძლიერებს კონგრესის ანტითურქულ პოზიციას, ხოლო თვით ბლინკენი კი უფრო დაიახლოვებს კონგრესს. ასე რომ, თუ ამ ოთხივე დილემას გავაერთიანებთ, დავინახავთ, რომ თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობებს მეტად რთული მომავალი ელის, წერს SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორ-დოქტორი მურატ იეშილთაში



მსგავსი ინფორმაციები