„წყალი და კაცობრიობა“ 20

შადრევნები

1562535
„წყალი და კაცობრიობა“ 20

„წყალი და კაცობრიობა“ 20/2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ჩვენს პროგრამაში ანატოლიაში წყლის მოგზაურობას ვაგრძელებთ. ასევე წყალთან ერთად გავრცელებულ კულტურას, წყლის სტრუქტურებს და ცივლიზაციის დაფუძვნებას. რადგან წყალი, როგორც სულიერი ასევე უსულო ორგანიზმებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც პირველი საუკუნის ბრძენმა  თალესმა, თქვა: „წყალი ყველაფრის არსია“! კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ წყალს დიდი როლი აქვს ქანების გაყოფაში, ნიადაგის ფორმირებასა და სასიცოცხლო რესურსად გადაქცევაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წყალი შეუცვლელია ბუნების ფორმირებისა და გაგრძელებისთვის აუცილებელი ელემენტია.

გასაკვირი არ არის, რომ წყალი, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ცოცხალი და არაცოცხალი არსებისთვის, მოთავსებულია ცალკეულ ადგილზე ყველა რწმენის სისტემაში. წყალი ყოველთვის ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას პოლითეისტურ და მონოთეისტურ რელიგიებში. სანამ თურქებმა ისლამი მიიღეს, სჯეროდათ ერთი ღმერთის და  წყალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ  ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ, ისინი თავიანთ ლეგენდებში წყალს ფართო ადგილს უთმობენ. თურქების „შექმნის“ მითში ნათქვამია, რომ სამყარო წყლისგან შედგება. მდინარეები და წყაროები თურქებისთვის სამოთხეა, ისინი წმინდაა. ამ ლეგენდის თანახმად, ცხოვრება წყლით დაიწყო ... მას შემდეგ, რაც თურქებმა ისლამი მიიღეს, ნახეს, რომ მათ წმინდა წიგნში (ყურანში) ნათქვამია:  „ჩვენ ყველა სულიერი წყლისგან გავაჩინეთ.“ წყალი ნახსენებია, როგორც ყველაფრის არსი ... ისლამის რელიგია ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წყლით სისუფთავეს, როგორც ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელ ნაწილს. ამრიგად, თურქულ კულტურაში იბადება წყლის გზები აბანოები და შადრევნები ... მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს შადრევნები ...

ანატოლიაში, თურქების მიერ აშენებული პირველი შადრევნები უფრო მეტად ფუნქციონალურ ნაგებობებად გვევლინება. ისევე, როგორც ძველი ბერძნული შადრევნები, რომლებსაც დასავლეთ ანატოლიაში ვხვდებით ... თურქული არქიტექტურით აშენებული ერთ-ერთი უძველესი შადრევანი მარდინში მდებარე ართუქიდების პერიოდის კომპლექსი გახლავთ. შადრევნები, სელჩუკთა პერიოდში წყლის არქიტექტურის თვალსაზრისით  ეზოებით, მედრესეებით და პანსიონატებით ერთგვარ კომპლეკს წარმოადგენს.  სელჩუკების ყველაზე თვალშისაცემი შადრევანი არის სივასის გოქ მედრესეას შადრევანი. ანატოლიაში, სელჩუკების დროს შადრევნების მშენებლობა ანალოგიურად გრძელდება, როგორც ეს რომალელების თუ სხვა ცივილიზაციების დროს იყო. ერზრუმის ჩიფთე (ორი) მინარეთის მედრესას შადრევანი ყველაზე დიდი შადრევანია, რომელმაც ჩვენს პერიოდამდის მოაღწია.

რადგან თურქებმა კარგად იციან წყლის მნიშვნელობა სიცოცხლისთვის, ისინი ასევე საქვემოქმედო და ღვთის მადლის მოსაპოვებლად ხშირად აშენებენ შადრევნებსა გზების პირას, მოედნებსა  და სხვა მრავალ ადგილებში. ამ თვალსაზრისით ანატოლიის ყველა კუთხეში ხშირად შეგხვდებათ ვიღაც ვიღაცის ხსოვნის საპატივცემულოდ მცირე თუ დიდი ზომის შადრევნები გზის პირას და ქალაქის თუ რაიონის ცენტრებში.  

ოსმალეთის პერიოდში, ანატოლიის შადრევნები ზოგადად სადა, ხოლო სტამბოლში ძირითადად თვალშისაცემი არქიტექტურით და მიმზიდველობით გამოირჩევა... რადგან ეს დედაქალაქია, სახელმწიფოს ძალა და ბრწყინვალება შადრევნებში აისახება, როგორც ყველა სხვა შენობაში...

სტამბულის აღების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობა დღითიდღე მატულობს. ამის შემდეგ წყალსაცავებიანი შადრევნების მშენებლობა დაიწყო, რომლებიც დაფარულია გუმბათებით. დროთა განმავლობაში შადრევნების მოცულობა უფრო და უფრო იზრდება. შადრევნები ამშვენებს სტამბოლის ქუჩებსა და მოედნებს. ისინი ფართო და ბრჭყვიალა კუთხეებით სასახლეს წააგავს. თავიანთი მკვრივი დეკორაციებით და წარწერის სტილის ტექსტებით, შადრევნებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ოსმალეთის წყლის სტრუქტურებში.

ასევე  ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზეც, რომ ანატოლიის შადრევნები ის ადგილებია, სადაც ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები ხედავენ და მოსწონთ ერთმანეთი. ადამიანები, რომლებიც წყლის შევსებას ელიან, ყოველდღიურ საკითხებზე და პრობლემებზე საუბრობენ. გამყიდველები წყაროსთან გაჩერების გარეშე არ გაივლიდნენ იქაურობას.  არ აქვს მნიშვნელობა ეს სოფელში იქნება თუ ქალაქში, ისინი არა მხოლოდ შენობები არიან, სადაც წყლის საჭიროება კმაყოფილდება, არამედ ადგილები, სადაც ხდება სოციალიზაცია. შადრევნები, რომლებიც ხალხური სიმღერების საგანიცაა, მცირე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია დაკისრებული ამოცანის თვალსაზრისით და უნიკალურია მათ მიერ მიღებული მნიშვნელობით.

მომავალ პროგრამაზე შეხვედრის იმედით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.


საკვანძო სიტყვები: #წყალი და კაცობრიობა

მსგავსი ინფორმაციები