22 ნოემბერი ისტორიაში

22 ნოემბერი ისტორიაში

1531433
22 ნოემბერი ისტორიაში

1963 წლის 22 ნოემბერს ამერიკის ქალაქ დალასში სასიკვდილო თავდასხმა განხორციელდა აშშ-ს 35-ე პრეზიდენტ ჯონ კენედიზე, რის შედეგადაც იგი ადგილზევე დაიღუპა. იმავე დღეს მისმა მოადგილემ ლინდონ ჯონსონმა აშშ-ს 36-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაიწყო. ეს თავდასხმა განახორციელა ლეე ჰარვეი ოსვალდმა, რომელიც დაკავებიდან 1 დღის შემდეგ თავდამსხმელმა ჯეკ რუბიმ მოკლა.

2005 წლის 22 ნოემბერს ანგელა მერკელი გერმანიის პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრით გერმანიის ყველაზე ახალგაზრდა, წარმოშობით აღმოსავლეთ გერმანიელი და პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა.

2017 წლის 22 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ „ბოსნიელი ყასაბის“ სახელით ცნობილი სერბების მეთაური რადკო მლადიჩი დამნაშავედ სცნო სრებრენიცას გენოციდში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.


საკვანძო სიტყვები: #22 ნოემბერი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები