იცით თუ არა რომ? – 38

„ფახლავა“

1490109
იცით თუ არა რომ? – 38

იცით  თუ  არა,  რომ  ფახლავა დარეგისტრირებულია, როგორც თურქული დესერტი?

ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ბალკანეთსა და კავკასიაში ყველა საზოგადოება ფახლავას საკუთარ ტრადიციულ დესეტრად მოიხსენიებს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს რეგიონები ოდესღაც ოსმალეთის შემადგენლობაში იყო, შეიძლება ითქვას, რომ ფახლავა ოსმალური  დესერტია.  ამასთან, ფახლავის  წარმოშობა გაცილებით ძველია.

ცნობილია, რომ მომთაბარე თურქები პორტატულ ფურცელზე გამომცხვარ ცომს პურის სახით მიირთმევდნენ. მსგავსი ტრადიციები თურქეთის სხვადასხვა კუთხეში დღესაც გრძელდება. თურქები იუფკას (Yufka) ანუ  სიფრიფანა ლავაშს, თაფლითა და ყაიმაღითაც მიირთმევენ. ზოგიერთის ვარაუდით ეს დესერტები ითვლება ფახლავის  წარმოშობად.

რაც შეეხება, ფახლავის თურქულ დესერტად დარეგისტრირებას, იგი ევროკავშირის კომისიამ 2013 წლის 8 აგვისტოს დაარეგისტრირა. იგი დღეისათვის განსაკუთრებით ქალაქ გაზიანთეფთანაა გაიგივებული.


საკვანძო სიტყვები: #ფახლავა , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები