20 აგვისტო ისტორიაში

20 აგვისტო ისტორიაში

1475775
20 აგვისტო ისტორიაში

636 წლის 20 აგვისტო - ხალიდ იბნ ალ ვალიდის მეთაურობით ჩამოყალიბებულმა არაბულმა არმიამ, ბიზანტიის ძალები იარმუკში დაამარცხა რა, სირიაზე და პალესტინაზე კონტროლი დაამყარა.

1940 წლის 20 აგვისტო - ბოლშევიკური რევოლუციის ლიდერებიდან, საგარეო საქმეთა კომისარი და წითელი არმიის დამაარსებელი ლეონ ტროცკი მექსიკაში სტალინის აგენტმა   მოკლა.

1968 წლის 20 აგვისტო - საბჭოთა არმია პრაღაში შევიდა. 1968 წლის იანვარში დაწყებული ჩეხოსლოვაკიის ლიბერალიზაციის მცდელობების საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის ქვეყნების მიერ მიუღებლობის შედეგად საბჭოთა კავშირი 1968 წლის 20 აგვისტოს პრაღაში 200 ათასი სამხედროთი და 5 ათასი ტანკით შევიდა. შეტაკებების დროს 72 ჩეხოსლოვაკიელი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა.

 

2017 წლის 20 აგვისტო - ცნობილი ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი ჯერი ლუისი  91 წლის ასაკში ლას-ვეგასში გარდაიცვალა.


საკვანძო სიტყვები: #20 აგვისტო , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები