14 აგვისტო ისტორიაში

14 აგვისტო ისტორიაში

1252133
14 აგვისტო ისტორიაში

1893 წლის 14 აგვისტოს მსოფლიოში პირველად საფრანგეთში ავტომობილებს სანომრე ნიშნები გაუკეთეს.

...

1908 წლის 14 აგვისტოს პირველი მსოფლიოს სილამაზის კონკურსი ინგლისის ქალაქ ფოლკსტონში გაიმართა. 

...

1941 წლის 14 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა და ინგლისის პრემიერმა უინსტონ  ჩერჩილმა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ხელი მოაწერეს ატლანტიკის შეთანხმებას.

...

1945 წლის 14 აგვისტოს მეორე მსოფლიო ომის ბოლოს იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ მისი ქვეყნის უპირობო კაპიტულაცია გამოაცხადა.

...

1947 წლის 14 აგვისტოს ინგლისმა ინდოეთის დამოუკიდებლობა სცნო. ინდოეთის მუსლიმური კავშირის ლიდერის მუჰამედ ალი ჯინაჰის და კონგრესის პარტიის ლიდერის პანდიტ ნეჰრუს ინგლისური გეგმის მიღების შემდეგ ქვეყანა ორად ინდოეთად და პაკისტანად  გაიყო.                        

...

1974 წლის 14 აგვისტოს, თურქეთს, ინგლისს და საბერძნეთს შორის 8 აგვისტოს ჟენევაში დაწყებული მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ თურქეთმა კუნძულ კვიპროსზე მეორე სამშვიდობო ოპერაცია დაიწყო.

...

2005 წლის 14 აგვისტოს ჰელიოსის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ათენის ჩრდილოეთში ჩამოვარდა, რასაც 121 ადამიანი ემსხვერპლა.

...

2006 წლის 14 აგვისტოს ჰეზბოლა-ისრაელის ომი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. ლიბანის არმია და გაეროს სამშვიდობო ძალები სამხრეთ ლიბანში განლაგდნენ. 

 


საკვანძო სიტყვები: #14 აგვისტო , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები