იცით თუ არა, რომ? – 31/2020

„ტალახის აბაზანები“

1462213
იცით თუ არა, რომ? – 31/2020

იცით თუ არა, რომ? – 31/2020

„ტალახის აბაზანები“

 

იცით თუ არა, რომ ტალახის აბაზანები მრავალი დაავადებისათვის დამატებითი სამკურნალო საშუალებაა და თურქეთი ტალახის აბაზანების თვალსაზრისით ძალიან ხელსაყრელ გეოგრაფიულ რეგიონში მდებარეობს?

თურქეთის სხვადასხვა რეგიონში ერთმანეთზე ძვირფასი გეოთერმული წყლები, ბუნებრივი წყაროს წყლები, ნიადაგში არსებული ალუვიუმი, მინერალები; მთებიდან და მდინარეებიდან გადაადგილებით, რომლებსაც წყლები ეხება, ქმნიან სპეციალურ ნარევებს. ამ სპეციალური ტალახებით და ბუნებრივი საკურორტო წყლებით მომზადებული ტალახის აბაზანებით მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი.

ტალახის აბაზანებს აქვს ისეთი ეფექტები, როგორიცაა უჯრედების განახლება, ჰორმონების დაბალანსება, სისხლის მიმოქცევის რეგულირება, იმუნიტეტის გაძლიერება  და და სხვა. იგი ასევე გამოიყენება კუნთების და ძვლების პრობლემების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია დაღლილობით, სტრესით, უკიდურესი დაძაბვით ან რევმატული დაავადებებით. თურქეთის ყველაზე ცნობილი ტალახის აბაზანები, მუღლას, აფიონქარაჰისარის, ჩანაქქალეს და მანისას პროვინციებში მდებარეობს. დღესდღეისობით ბევრი ადამიანი სარგებლობს გვერდითი ეფექტების არ მქონე ტალახის აბაზანებით და ბევრი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი დიდ ინტერსესს იჩენს ტალახის აბაზანების მიმართ.



მსგავსი ინფორმაციები