14 ივლისი ისტორიაში

გთავაზობთ ამ დღის გამორჩეულ მოვლენებს

1235292
14 ივლისი ისტორიაში

 

1683 წლის 14 ივლისს - ოსმალეთის არმიამ სულთან მეჰმეთ მეოთხის ბრძანებით ავსტრიის დედაქალაქ ვენის მეორე ალყა დაიწყო.

1700 წლის 14 ივლისს - ოსმალეთის სახელმწიფომ, მეფის რუსეთთან სტამბოლის მემორანდუმი გაფორმა. 

1789 წლის 14 ივლისს - დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია, რომლის შესახებ ამ ქვეყნის იმ დროინდელმა მეფე ლუი მეთექვსმეტემ ასეთი გამოთქმა იხმარა: “დღეს რაიმე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა“. ამ დღეს აჯანყებულებმა აიღეს ბასტილიის ციხე სიმაგრე, რომელიც ფრანგი ხალხის თავისუფლების სიმბოლო გახდა.

1933 წლის 14 ივლისს -  გერმანიაში ნაცისტების ოპოზიციური მოძრაობა აიკრძალა.

1936 წლის 14 ივლისს -   ლონდონის ოლიმპიადაზე ჭიდაობაში იაშარ ერქანმა 61 კგ. წონით კატეგორიაში  თურქეთის  სახელით პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

1958 წლის 14 ივლისს - ერაყში სისხლიანი სამხედრო გადატრიალება მოხდა, რომლის დროსაც ამ ქვეყნის მეფე ფაისალ II და პრემიერმინისტრი ნური საიდ ფაშა მოკლულ იქნენ.

1969 წლის 14 ივლისს - აშშ-ში  500, 1000, 5000 და  10,000 დოლარის ნომინალის ბანკნოტები მოქმედებიდან ამოიღეს.

2003 წლის 14 ივლისს - ამერიკის მთავრობამ,  „ზონა 51“ იგივე „არეა 51“ -ის საიდუმლო სამხედრო ბაზის არსებობა აღიარა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #14 ივლისი

მსგავსი ინფორმაციები