აქტუალური თემის ანალიზი  27/2020

გზის გამიჯვნა ლიბიაში

1448273
აქტუალური თემის ანალიზი  27/2020

აქტუალური თემის ანალიზი  27/2020

გზის გამიჯვნა ლიბიაში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ  (გაერო) აღიარებული ლიბიის ეროვნული კონსენსუსის მთავრობის  (UMH) წარმატებების შემდეგ, ყველა მხარემ შეცვალა საკუთარი პოზიციები. ტრიპოლის და მოქმედი მთავრობის უსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგიდან ამოვიდა. ამ წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი, რა თქმა უნდა თურქეთს მიუძღვის. 

ხაფთარის ძალები თავდასხმითი პოზიციიდან, თავდაცვის პოზიციაზე გადავიდნენ. მეორეს მხრივ, ხაფთარის მხარდამჭერებმა, რომლებმაც მარცხი განიცადეს, ცდილობენ ზარალი შეძლებისდაგვარად შეამცირონ რა, ამისათვის ყველაფერს აკეთებენ, რომ UMH-ს ძალები შეაჩერონ. აშშ, რომელიც ადრე, UMH-ს მთავრობის მიმართ ნაკლები მხარდაჭერით გამოირჩეოდა, ახლა უფრო აქტიურად ჩაერთო პროცესში.

თემასთან დაკავშირებით პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს   უსაფრთხოების კვლევის დირექტორი,  დოცენტ  მურათ იეშილთაშის შეფასებას გთავაზობთ...

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით ლიბიაში შექმნილი სტატუს-კვო და ტერიტორიების დაცვა; საბოლოო არ არის; არამედ დროებითი ხასიათისაა. მაგრამ, სიტუაცია თუ როგორ განვითარდება და მხარეებს შორის „წითელი ხაზის“ საკითხი როგორ მოგვარდება, ამას დრო გვიჩვენებს. UMH-ს და მისი მთავარი მხარდამჭერი თურქეთის „წითელი ხაზი“, ქალაქების სურთის და ელ-ჯუფრას მთლიანად გაკონტროლებაა, ხუნტა ხაფთარის ძალების და დაქირავებული მებრძოლები  ხსენებულ ტერიტორიებიდან გაყვანა და როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური სტაბილურობის დამყარებაა. ამ მიზნის მისაღწევად, დიპლომატიური და პოლიტიკური მოლაპარაკებები არ არის გამორიცხული არცერთ ეტაპზე; ამასთან, საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მეთოდების გამოყენებაც ხდება. ხაფთარის მხრიდან განცდილი მარცხის შემდეგ, მას „წითელი ხაზის“ ჩამოყალიბების ფუფუნება აღარ დარჩა. მის ნაცვლად, ე.წ. „წითელ ხაზს“ პირდაპირი ან კიდევ არაპირდაპირი მეთიდით, მისი  მხარდამჭერები ადგენენ.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ  რუსეთი, აცხადებს, რომ იგი ლიბიაში ოფიციალურად სამხედრო ყოფას არ ფლობს, ვაგნერის მეშვეობით ხალიფა ხაფთარს ქალაქების სურთის და ელ-ჯუფრას გასაკონტროლებლად საბრძოლო თვითმფრინავებსაც კი აწვდის. საფრანგეთი კი, რომელიც წლებია ხაფთარს უჭერს მხარს, დანაკარგის შეძლებისდაგვარად შესამცირებლად ხშირად გამოდის ცეცხლის შეწყვეტის თხოვნით და ასევე ხაფთარის მარცხში სერიოზული წვლილის შემტან თურქეთის მიმართ საბრალდებო განცხადებებით. მისი მიზანია, თურქეთის, ლიბიის პროცესიდან იზოლირება. საფრანგეთის ამდაგვარი დამოკიდებულება, როგორც ლიბიაში ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ძალაუფლების დაკარგვაა.

არაბეთის გაერთიანებული საემიროები და საუდის არაბეთი, პროცესში თითქოს და პირდაპირ არ არიან ჩართული, მაგრამ, ლიბიაში ზარალის შემცირებას,  ეგვიპტის და არაბული ლიგის მეშვეობით ცდილობენ. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ეგვიპტეს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებზე და საუდის არაბეთზე  უფრო პირდაპირი დამოკიდებულება აქვს ლიბიაში განვითარებულ მიმართებაში, მისი ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების გავლენით.

UMH-ს ძალებმა მას შემდეგ რაც ლიბიის დასავლეთ ნაწლზე კონტროლი დაამყარეს, 6 ივნისს ქალაქების სურთის და ელ-ჯუფრას ასაღებად „გამარჯვების გზა“ სახელწოდების  ოპერაცია დაიწყეს. ამავე დღეს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ კაიროში ხალიფა ხაფთართან და აკილე სალიჰთან შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც ცეცხლის შეწყვეტა და პოლიტიკური პროცესის დაწყება მოითხოვა. ალ-სისიმ 20 ივნისს განაცხადა, რომ ქალაქები სურთი და ელ-ჯუფრა მათი  წითელი ხაზია.  მან ამით,   ლიბიაში სამხედრო ჩარევით დაიმუქრა.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ლიბიასა და რეგიონში ძალაუფლების გადანაწილება გარდაუვალი პროცესია. უახლოეს დღეებში ლიბიის ბედის განმსაზღვრელი მოვლენები განვითარდება. ლიბიაში განვითარებული მოვლენები უდავოა, რომ რეგიონში განვითარებულ მოვლენებზეც მოახდენს სერიოზულ გავლენას,  - წერს  პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს   უსაფრთხოების კვლევის დირექტორი,  დოცენტი  მურათ იეშილთაში.



მსგავსი ინფორმაციები