28 მაისი ისტორიაში

28 მაისი ისტორიაში

1209249
28 მაისი ისტორიაში

1812 წლის 28 მაისს ოსმალეთის იმპერიასა და რუსეთს შორის ბუქარესტის ხელშეკრულება იქნა გაფორმებული, რომლითაც 1806 წელს დაწყებული ოსმალეთ-რუსეთის ომი  დასრულდა.

1830 წლის 28 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა ენდრიუ ჯექსონმა ადგილობრივი ინდიელების განსახლების კანონს მოაწერა ხელი. აბორიგენი ინდიელების სხვა ადგილას ჩასახლების კანონი პარლამენტში ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

1913 წლის 28 მაისს ოსმალეთში ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე პირველი გენდერული ორგანიზაცია ”თეალ-ი ნისვანი” ჩამოყალიბდა.

...

1918 წლის 28 მაისი აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე. 1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ თბილისში, მეჰმეთ ემინ რაზულსადეს თავმჯდომარეობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აქვე შექმნილი დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი გახდა.  ქვეყანაში 1990 წლიდან ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად აღინიშნება.

1952 წლის 28 მაისს საბერძნეთში ქალებს პირველად მიეცათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.

1954 წლის 28 მაისს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკო), ყველაზე მეტი ხალხის მიერ გამოყენებულ ენებს შორის თურქული ენაც შეიყვანა.

1961 წლის 28 მაისს ლონდონში საერთაშორისო ამნისტია დაარსდა.

1986 წლის 28 მაისს ცნობილი თურქი პოეტი ედიფ ჯანსევერი სტამბოლში გარდაიცვალა.

 


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #28 მაისი

მსგავსი ინფორმაციები