იცით თუ არა, რომ? 16/2020

საიუველირო ნაწარმის წარმოება

1397055
იცით თუ არა, რომ? 16/2020

                                             

იცით თუ არა, რომ თურქეთი საიუველირო ნაწარმების დამუშავების თვალსაზრისით მსოფლიოში მეხუთე, ხოლო წარმოების თვალსაზრისით მესამე ადგილზეა?

ოქროს სამკაულების წარმოებაში  მსოფლიოში მესამე ადგილზე მყოფი თურქეთი, თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით ტრადიციული პროდუქციების წარმოებაში თავის განსხვავებას ავლენს. საიუველირო ინდუსტრიაში  ყოველ წლიურად 400 ტონა ოქროს და 200 ტონა ვერცხლის წარმოებაში თურქეთი, ინდოეთის, ჩინეთის, აშშ-ს და რუსეთის ჩათვლით პირველ ხუთეულშია. წარმოებაში კი ინდოეთის და იტალიის ჩათვლით პირველ სამეულში შედის.

მართალია, ოქროს საიუველირო ნაწარმის მაღაზიების  უმეტესობა სტამბულში მდებარეობს, მაგრამ წარმოებაში ანკარა და იზმირიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. სტამბოლში ოქროს საიუველირო ნაწარმის და გაყიდვების მთავარ ცენტრად „ქაფალიჩარში“ ანუ სტამბოლის დიდი ბაზარი (Kapalıçarşı/Grand Bazaar)  მოდის. აქ ოსტატები ახალ შეგირდებსაც ზრდიან რათა, სამომავლოდ მათი ტრადიცია წარმატებით გაგრძელდეს. ქაფალიჩარში დღეისათვის მსოფლიოსში  ცნობილი დიზაინერებისთვისაც ერთგვარ  შთაგონებად არის ქცეული.



მსგავსი ინფორმაციები