აქტუალური თემის ანალიზი 10/2020

ოპერაცია „გაზაფხულის ფარი“

1373147
აქტუალური თემის ანალიზი 10/2020

აქტუალური თემის ანალიზი 10/2020   

ოპერაცია „გაზაფხულის ფარი“

თემასთან დაკავშირებით პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს უსაფრთხოების მკვლევარის დოქტორ მურათ იეშილთაშის შეფასებებს გთავაზობთ....

ბოლო კვირეებში იდლიბში განვითარებულმა მოვლენებმა, სირიაში კონფლიქტები ახალ ეტაპზე გადაიყვანა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის მხრიდან სტრატეგიული მნიშვნელობის M4-ის და M5-ის  გზების დაკავების მცდელობას თურქეთმა მკაცრად უპასუხა, რის შემდეგაც რეგიონი,  მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემად გადაიქცა. ბოლოს კი 27 თებერვალს ასადის რეჟიმის საჰაერო ძალების მხრიდან, თურქეთის შეიარაღებული ძალების ელემენტებზე განხორციელებული თავდასხმები, რის შედეგადაც 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, იდლიბის კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. თურქეთმა კი ასადის რეჟიმის ამ ვერაგულ თავდასხმას მკაცრად უპასუხა. 

თურქეთის მხრიდან რეგიონში დაწყებული ახალი ოპერაცია „გაზაფხულის ფარით“, მისი  ნამდვილი ძალა და შესაძლებლობა ყველასათვის ნათელი გახდა.   ამ მოვლენებით, სირიაში სამოქალაქო ომისა დაწყებიდან დღემდე, ანკარა დამასკოს შორის  პირველად ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავების მხრიდან სირიის საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვის მიუხედავად, ანკარა, შეიარაღებული უპილოტო  საბრძოლო აპარატების (SİHA) მეშვეობით,  სირიის საჰაერო სივრცეში შევიდა და რეჟიმის ძალების იდლიბის მიმდებარე ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი დანაკარგები აწვნია. ოპერაციის მეორე დღეს, ასადის რეჟიმის 2500-ზე მეტი ელემენტი,  ამასთან ერად 100-მდე ტანკი, ორი ერთეული SU 24-ის  და  L 36-ის საბრძოლო თვითმფრინავებიც  იქნა განადგურებული. რეჟიმის დანაკარგები რა თქმა უნდა ამით არ შემოიფარგლებოდა. თურქეთის მხრიდან უპილოტო შეიარაღებული საბრძოლო აპარატებით განხორცილებული ოპერაციების ფარგლებში ასევე  მრავალი ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალების საწყობები და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებიც იქნა განადგურებული. შეიარაღებული უპილოტო საჰაერო აპარატების (SİHA) წარმატება, თურქეთის თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ომის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება გახლდათ.

სტრატეგიის მთავარი სამიზნე ნათელია; რეჟიმის ძალები,  სოჭში გაფორმებული მემორანდუმის ამსახველ ტერიტორიებზე უნდა დაბრუნდეს.  მაგრამ, რეგიონიდან მიღებული ინფორმაციით, ნათლად ჩანს, რომ ასადის რეჟიმი, სოჭის მემორანდუმის ფარგლებში განსაზღვრულ ტერიტორიებზე უკან დაბრუნებას არ აპირებს.  ამიტომაა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის M4 და M5 გზებზე მდებარე სერაქიბის რაიონზე კონტროლი მუდმივად იცვლება. ოპერაციის დაწყების პირველ დღეს მოსკოვმა, პოზიცია არ გამოავლინა,  მაგრამ, შემდეგ მისი ნამდვილი მიზანი ცნობილი გახდა. სერაქიბის რაიონში რუსული სამხედრო პოლიციელები გამოჩნდნენ, რითაც მოსკოვი, თურქეთის მხრიდან შესაძლო ოპერაციის გაფართოების აღკვეთას შეეცადა. რუსეთის ამდაგვარმა ქმედებამ რა თქმა უნდა თურქეთი აიძულა, ოპერაციის დროს უფრო მეტი სიფრთხილე გამოეჩინა. ცხადია,  ორივე ქვეყანა პირისპირ დაპირისპირების მომხრე არ არის.

იდლიბის საკითხთან დაკავშირებით 5 მარტს პრეზიდენტმა ერდოღანმა და თავისმა რუსმა კოლეგა პუტინმა,  მოსკოვში შეხვედრა გამართეს რა, 2018 წელს სოჭში გაფორმებულ მემორანდუმს 3 მუხლი დაამატეს და იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სტრატეგიული მნიშვნელობის M-4 გზის ჩრდილოეთით 6 კმ სიღრმეში უსაფრთხო დერეფანი იქნა გამოცხადებული, რომელზეც თურქეთი და რუსეთი ერთობლივ პატრულირებას აწარმოებენ. ასე, რომ თურქეთმა და რუსეთმა მიღწეული შეთანხმებით, რეგიონში  ახალი მიგრანტთა კრიზისის აღკვეთას შეუწყეს ხელი. მოსკოვში მიღწეულმა შეთანხმებამ შეიძლება რეგიონის კრიზისი სრულად ვერ მოაგვაროს მაგრამ, სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილებას შეუწყო ხელი. 5 მარტის  მოსკოვის სამიტის ერთ-ერთი მთავარი შედეგიც ის გახლავთ, რომ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობას, იდლიბის კრიზისიდან გამომდინარე  რაიმე სახის ზარალი არ მიადგა - წერს   პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს უსაფრთხოების მკვლევარი, დოქტორი მურათ იეშილთაში.

 



მსგავსი ინფორმაციები