23 იანვარი ისტორიაში

23 იანვარი ისტორიაში

1345533
23 იანვარი ისტორიაში

23 იანვარი ისტორიაში

 

1556 წლის 23 იანვარს ჩინეთის შენსის რეგიონში მომხდარ მიწისძვრას კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ბევრი ადამიანი ემსხვერპლა. მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 830 ათასი ადამიანი დაიღუპა.                                            

 

1973 წლის 23 იანვარს აშშ-სა და ჩრდილოეთ ვიეტნამის შენაერთებს შორის 10 წლის წინ დაწყებული „ვიეტნამის ომი“ პარიზში ხელმოწერილი შეთანხმებით დასრულდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტა ცოტა ხანს გაგრძელდა. ბოლო ამერიკელი სამხედროს 1973 წლის მარტში ვიეტნამიდან გასვლის შემდეგ 2 წლის განმავლობაში კომუნისტური ვიეტკონგის ძალებსა და აშშ-ს მიერ მხარდაჭერილ სამხრეთ ვიეტნამის ძალებს შორის შეტაკებები გაგრძელდა. 1975 წლის 30 აპრილს, ჩრდილოეთ ვიეტნამის ძალების მიერ სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქის საიგონის აღებით „ვიეტნამის ომი“ საბოლოოდ დასრულდა.

1989 წლის 23 იანვარს ესპანელი სიურრეალისტი მხატვარი სალვადორ დალი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. დალი, პიკასოსთან ერთად მხატვრობაში მიმდინარეობა „სიურრეალიზმი“ს ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო.

 

2008 წლის 23 იანვარს საბერძნეთის პრემიერმინისტრი კოსტას კარამანლისი თურქეთში ისტორიული ვიზიტით იმყოფებოდა. კარამანლისი 49 წლის პაუზის შემდეგ თურქეთში ჩამოსული საბერძნეთის პირველი პრემიერი გახდა.

 


საკვანძო სიტყვები: #23 იანვარი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები