21 იანვარი ისტორიაში

21 იანვარი ისტორიაში

1343147
21 იანვარი ისტორიაში

1522 წლის 21 იანვარს,  ოსმალეთის იმპერიამ კანონიერი სულთან სულეიმანის მეთაურობით  ეგეოსის ზღვაში მდებარე 12 კუნძულიდან   როდოსი აიღო. კუნძულს ოსმალეთის იმპერია დაახლოებით 400 წლის განმავლობაში განაგებდა.

1924 წლის 21 იანვარს 53 წლის ასაკში ოქტომბრის რევოლუციის ლიდერი  და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დამაარსებელი,  ვლადიმერ ილიას ძე ლენინი გარდაიცვალა.

1969 წლის 21 იანვარს პალესტინაში პირველად ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში,  იასირ არაფატმა გაიმარჯვა.

2017 წლის 21 იანვარს თურქეთში „საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის“ კანონი დიდ ეროვნულ მეჯლისში დამტკიცდა. 18 მუხლიანი კანონი ხმათა უმრავლესობით, 339 ხმით იქნა დამტკიცებული. ამავე კანონის მიხედვით პარლამეტში მანდატის რიცხვიც 600-მდე გაიზარდა.

 

 


საკვანძო სიტყვები: #21 იანვარი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები